წელიწადში 1 კვ/მ მშენებლობის ფასი 100-120 დოლარით გაძვირდა - ილია წულაია

წელიწადში 1 კვ/მ მშენებლობის ფასი 100-120 დოლარით გაძვირდა - ილია წულაია

access_time2022-09-23 09:00:29

“მას შემდეგ რაც ომი დაიწყო და რუსეთი უკრაინაში შეიჭრა „არქმა“ 700-800 ბინა გაყიდა და აქედან მხოლოდ 7-8 ბინაა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გაყიდული“ - ამის შესახებ BMG TV-ს ეთერში სამშენებლო კომპანია „არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ისაუბრა. მისი თქმით, ბინების გაყიდვაზე დადებითი ეფექტი მოახდინა იმან, რომ ემიგრანტები, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან ბინებს ქირაობენ მათგან ვინც ეს ბინები შეიძინეს.

 

„გაძვირდა იჯარა და უკვე  ჩვენმა  მოქალაქეებმა, ტრადიციულმა კლიენტურამ  და მომხმარებელმა დამატებითი  უძრავი ქონების შესყიდვა გადაწყვიტეს, რადგან გაქირავება უფრო მომგებიანი გახდა და სწორედ ამან წაახალისა მოთხოვნის ზრდა. თუმცა ფასების  ზრდა არა მოთხოვნის ზრდამ, არამედ იმან წაახალისა, რომ ბევრი დეველოპერი იძულებული გახდა, რომ  ფასი გაეზარდა, რადგან სამშენებლო მასალების ფასი გაიზარდა.

 

ფასები დაახლოებით 28-30%-ით  არის გაზრდილი უცხოურ  ვალუტაში, რომ ვთქვათ კვადრატული მეტრის  მშენებლობა, ბოლო ერთი  წელიწადში 100 -120 დოლარით გაძვირდა“-  აღნიშნა ილია წულაიამ.

 

რაც  შეეხება ბიზნესის აღდგენას, ილია  წულაია  ამბობს, რომ სექტორი „არქის“ მონაცემებით აღდგა  როგორც რაოდენობის მხრივ, თუმცა  ფასების მხრივ  უფრო მეტია ვიდრე ეს იყო პანდემიამდე იყო.



„არქის“  შემთხვევაში ბინაზე  ფასები პანდემიამდელ მაჩვენებელზე 10-15%-ით მეტია და  ალბათ  დეველოპერულ ბაზარზეც იგივე  მდგომარეობაა. რაც  შეეხება მოლოდინებს, ეს დამოკიდებულია ინფლაციაზე, ლარი ბოლო პერიოდში გამყარდა, თუმცა ინფლაციას ვერ აბალანსებს. მთავარი ფაქტორი ის არის, რომ დეველოპერები  ითვლიან დოლარის  ეკვივალენტ  ლარში,  შესაბამისად ლარის  გამყარება კიდევ უფრო უძვირებს დეველოპერს პროდუქციას“, - აღნიშნა ილია წულაიამ.

 

 

 

 

 

 






ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება

ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება
access_time2022-10-02 23:00:51
ჩინეთის საზღვაო ფლოტი, მსოფლიოში მეორე ყველაზე ძლიერი - ორი ავიამზიდი ექსპლუატაციაში შევიდა და მეორე ამოქმედდა ივნისში. შესაბამისად, ჩინეთი ცდილობს დააკმაყოფილოს მოთხოვნილება კვალიფიციურ თვითმფრინავების პილოტებზე, ამბობენ ანალიტიკოსები — აღნიშნულის შესახებ Business...

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“
access_time2022-10-02 19:00:03
რომის პაპმა ფრანცისკემ მიმართა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტისთვის, სთხოვა მას „შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის სპირალი“ უკრაინაში და დაგმო ბირთვული თავდასხმის „უკონტროლო“ შედეგების „აბსურდული“ რისკი.  რომის პაპმა ფრანცისკემ წარმოთქვა თავისი ყველაზე მკაცრი განცხადება მეშვიდე თვის განმავლობაში არსებული კონფლიქტის შესახებ, რომელიც მან...

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას
access_time2022-10-02 15:00:07
ნატოს წევრმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცხრა ქვეყნის პრეზიდენტებმა ერთობლივი...

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა
access_time2022-10-02 13:00:01
რუსეთმა დაკარგა ადგილი გაეროს მმართველ საბჭოში, რომელიც მხარს უჭერს 193 ქვეყანას შორის სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის თანამშრომლობასა და კოორდინაციას —  აღნიშნულის შესახებ Bloomberg-ი წერს.  რუსეთმა ვერ მიიღო საკმარისი მხარდაჭერა, რათა...

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს
access_time2022-10-02 11:00:50
SoundCloud-ის ფლატფორმაზე წვდომა შეზღუდულია რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით.  აკრძალვის მიზეზი გაურკვეველი რჩება. არც Roskomnadzor-ს და არც გენერალურ პროკურატურას ამ დრომდე განცხადება არ...


მსგავსი სიახლეები

up