სამშენებლო კოდექსის  ამოქმედების 10 წლით გადავადება და მოსალოდნელი რისკები

სამშენებლო კოდექსის ამოქმედების 10 წლით გადავადება და მოსალოდნელი რისკები

access_time2019-12-23 10:00:28

 საქართველოს პარლამენტი  ახალი სამშენებლო კოდექსის 10 წლით გადავადებას გეგმავს.  იწონებენ თუ არა მთავრობის გადაწყვეტილებას და რა რისკებს ხედავენ სამშენებლო სფეროს წარმომადგენლები? „კომერსანტი“  დეველოპერული ბაზრის პოზიციით დაინტერესდა და შეეცადა გაერკვია,, კოდექსის ამოქმედების  რამდენიმე წლით გადავადება  ხომ არ შეაჩერებს სამშენებლო პროცესს


„ერთბაშად ძალიან ბევრი  სირთულე დააწვა სამშენებლო სექტორს რეგულაციების კუთხით,  კიდევ რომ რამე დამემატოს ფიზიკურად ვერ შევასრულებთ სამუშაოს და გავჩერდებით.“-ამის შესახებ „კომერსანტს“  სამშენებლო  კომპანია „ივერონის“ დამფუძნებელი არჩილ ჯაყელი ესაუბრა.

 

მისი  ინფორმაციით, ერთი სექტორისთვის, ერთბაშად ამდენი ცვლილება არ შეიძლება. იმდენი  პროცესი და ნიუანსია გასათვალისწინებლი, თუნდაც,  ურთიერთობა მოსახლეობასთან, თანამშრომლებთან, ამ ყველაფერს როგორც მშენებლები, ასევე  ბაზარიც უნდა შეეჩვიოს  და შემდეგ უნდა მოხდეს დამატებითი რეგულაციების და სიახლეების ამოქმედება. 


„კოდექსის 10 წლით გადავადებას ვემხრობი, რადგან რეალურად დაინახეს პრობლემები, რაც სამშენებლო ბაზარზე შეიქმნა სულ მცირე დროში და ახალი რეგულაციით არ დაამძიმეს ისედაც რთული სიტუაცია. არ ვამბობ, რომ  რეგულაციები არ უნდა  შეემუშავებინათ, უბრალოდ, ეტაპობრივად მიგვეღო, ნაბიჯ-ნაბიჯ გაგვეანალიზებინა ის შედეგი, რაც რეგულაციებს მოჰყა.“- აღნიშნავს   ჯაყელი და  განმარტავს, რომ  ყოველი მომდევნო რეგულაციის ამოქმედებამდე აუცილებელია ის მთავრობამ კერძო სექტორთან შეათანხმოს. 


„10 წელი არ არის დიდი  დრო, თუ დავსხდებით და ერთად გავივლით  ყველა დეტალს, სამშენებლო კოდექსში რა ცვლილებებიცაა დაგეგმილი,  ბაზრისთვისაც უმტკივნეულო პროცესი იქნება. ასეთ დროს აუცილებელია, იმ მშენებლების აზრის გაზაირება, რომლებიც საქმეში ღრმად არიან ჩახედულები.  ვამბობდი, რომ ამდენი ცვლილების აღსრულება  რთული იქნებოდა . როგორც ძველი თბილისის შემთხვევაშია, რომელიც ფაქტობრივად  გაჩერებულია. იმ ტერიტორიაზე, ადამიანს სახლი, რომ ენგრეოდეს  თავზე  ვერაფერს  მოუხერხებს, ინვესტორი იქ ვერ შედის, ესაა რეგულაციის შედეგი.“-აცხადებს  არჩილ ჯაყელი.  


 

„საქართველოს მენაშენეთა  ასოციაციის“  წარმომადგენელი  თორნიკე აბულაძე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე კოდექსის მიღება ზედმეტია, თანაც  იმ  ფონზე, როდესაც  სამშენებლო სექტორში ამდენი სიახლეა.

 

„ბოლო დროს სამშენებლო სექტორი ძალიან დაიტვირთა სიახლეებით და ახალი რეგულაციებით, სწორედ ამის გამო ვემხრობი კოდექსის გადავადებას, გონივრული ვადით,  რომელიც 2 წლამდე განისაზღვრება.  ამ პერიოდში ისიც უნდა გავითვალიწინოთ,  რომ სხვა კანონი არ  მივიღოთ  მშენებლობასთან დაკავშირებით.  იმ ცვლილებებს,  რომელიც უკვე განხორციელდა, როდესაც  გავითავისებთ, შემდეგ გადავიდეთ ახალზე“-ამბობს აბულაძე.

 

 შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტი  ახალი სამშენებლო კოდექსის 10 წლით გადავადებას გეგმავს, - ამის შესახებ საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე დავით აბულაძე საუბრობს.


მისივე ინფორმაციით, თბილისის მერიის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა.  ამ მოთხოვნას, ცვლილების ავტორები, კოდექსის თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან შეუსაბამობით ხსნიან. საუბარია კოდექსის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის ათი წლით გადავადებასა და ამ ნაწილში, თბილისისთვის საკუთარი ადგილობრივი წესების შემუშავების უფლების შენარჩუნებაზე. 


შეგახსენებთ, აღნიშნული კოდექსი 6 წლის განმავლობაში მუშავდებოდა, ერთი წლის წინ მიიღეს და ძალაში 3 დეკემბერს შევიდა.



ნათია ლომიძე 





ჯო ბაიდენმა ფიცი დადო და ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი

ჯო ბაიდენმა ფიცი დადო და ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი
access_time2021-01-20 21:10:01
ვაშინგტონში, ინაუგურაციის ცერემონიაზე ჯო ბაიდენმა ფიცი დადო. ჯო ბაიდენმა ფიცი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის თანდასწრებით დადო. რაც იმას ნიშნავს, რომ ჯო ბაიდენი ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი. მანამდე ფიცი დადო ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა. ვაშინგტონში, კაპიტოლიუმში ჯო ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ინაუგურაცია მიმდინარეობს. შეგახსენებთ, 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას ყოფილი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-01-20 21:00:01
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1 „როცა ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, ისეთ მწვავე ვითარებაში იქნება, როგორშიც ხელისუფლება იყო, ბიზნესი ყოველთვის გავამხნევებთ“ - სოსო ფხაკაძე   „როცა ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, ისეთ მწვავე ვითარებაში იქნება, როგორშიც ხელისუფლება იყო,...

ენგურჰესი გაჩერდა - აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან მიიღებს

ენგურჰესი გაჩერდა - აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან მიიღებს
access_time2021-01-20 20:00:08
20 იანვარს  საქართველოში უმსხვილესი ენერგო ობიექტი, ენგურჰესი  გაჩერდა. ელექტროსადგურზე გეგმიური სამუშაოები ჩატარდება, რომელთა მიზანია სადერივაციო გვირაბის შეკეთება რის შემდეგაც სადგურის მიერ გამომუშავებული ენერგიის დანაკარგები მკვეთრად , წელიწადში 150 მლნ. კვტ.ს. - ით შემცირდება.   ენგურჰესი არის ელექტროენერგიის ერთადერთი წყარო ოკუპირებული აფხაზეთისთვის, რომელსაც გამომუშავებული ენერგიის 40% ეკუთვნის. ამ გაყოფის მიზეზი ისაა, რომ ელექტროსადგურის მართვა...

როგორია ექიმებისა და ექთნების გასამრჯელო - ISET-ის ბლოგერი წერს, რომ რიცხვები სავალალოა

როგორია ექიმებისა და ექთნების გასამრჯელო - ISET-ის ბლოგერი წერს, რომ რიცხვები სავალალოა
access_time2021-01-20 18:00:51
სამედიცინო პერსონალის პროფესიული უზრუნველყოფის მიზნით ინვესტიცია უნდა ჩაიდოს, დაწყებული განათლების ხარისხის გაუმჯობესებიდან, დამთავრებული სათანადო ანაზღაურებით, - როგორც კვლევით ცენტრის ბლოგზე თამარ სულუხია წერს, პანდემიის დროს ჯანდაცვის სფეროს მენეჯმენტი ქვეყნისა და მისი მოსახლეობის გადარჩენის გარანტიაა.   „პანდემიის შემდგომ საქართველოში დაგვრჩება შედარებით უფრო კომპეტენტური და უფრო მაღალი იმიჯის მქონე ჯანდაცვის სისტემა. ჩვენ მიერ არცთუ სათანადოდ დაფასებული ექიმები და...

თუ 1-ელი თებერვლიდან მთის კურორტები არ გაიხსნება, ვითარება სავალალო იქნება - მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია

თუ 1-ელი თებერვლიდან მთის კურორტები არ გაიხსნება, ვითარება სავალალო იქნება - მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია
access_time2021-01-20 17:00:43
მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია 1-ლი თებერვლიდან კურორტების გახსნას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში სავალალო შედეგის დადგომას ვარაუდობს.   როგორც მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი, მაია ბიჭიკაშვილი აცხადებს, კერძო სექტორი ყველანაირი რეგულაციისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვისთვის მზად არის და პასუხისმგებლობასაც საკუთარ თავზე იღებს.    „არავინ იცის, 1-ლი თებერვლიდან მთის კურორტები გაიხსნება, თუ არა. ბიზნესისთვის ეს დამღუპველია. მთის...


მსგავსი სიახლეები

up