ბანკი თავის კლიენტებისგან (იურიდიულ პირი) მსესხებლის ჩადებულ ქონებას (ოქრo-ვერცხლი-ანტიკვარიატი) გირაოდ აღარ იღებს.„კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ” თებერვლამდე გადადებული მაისის დებულება ძალაშია.
აღნიშნული რეგულაციაც მომხმარებელთა დაცვის მიზნებით დადეკლარირდა. “ქონების გადაგირავება არსებითად ზრდიდა აღნიშნული ქონების დაკარგვის რისკს და აჭიანურებდა სესხის გადახდის შემდეგ ქონების დაბრუნების პროცესს” – სებ-ში აცხადებენ, რომ ცვლილებები რესურსებზე ხელმისაწვდომობას არ ზღუდავს. ბანკს კლიენტმა (მისო, ლომბარდი …) კლიენტის ნივთების ნაცვლად, უზრუნველყოფაში თავისი პორტფელი უნდა შესთავაზოს, რომელშიც კლიენტისთვის გაცემული სესხიც შედის.
ბანკების ასიციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, ცვლილება არსებითად არაფერს ცვლის. რისკების ახლად ამოქმედებული დერივატივების კანონითაც რეგულირდება.
(BPI)