საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1-ლი აპრილის მდგომარეობით კომერციული ბანკების ჯამური საკრედიტო პორტფელი 37.940 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 1 თვის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით 487 მლნ ლარით - 1.27%-ით ნაკლებია, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.89%-ით. აღსანიშნავია, რომ 18.97 მილიარდი ლარი ბიზნესზე, 19.25 მილიარდი ლარი კი ფიზიკურ პირებსა და ინდ. მეწარმეებზე გაცემულ სესხებს წარმოადგენს.
სექტორებს შორის ყველაზე დიდი საკრედიტო პორტფელი მრეწველობის დარგზე არის გაცემული, შემდეგ მოდის ვაჭრობა და მშენებლობა.
ბიზნეს სესხების მოცულობა 18.97 მილიარდი ლარია, სექტორების მიხედვით კი საკრედიტო პორტფელი ასე ნაწილდება:
მრეწველობა - 4.6 მილიარდი ლარი;
ვაჭრობა - 3.8 მილიარდი ლარი;
მშენებლობა - 2.6 მილიარდი ლარი;
ოპერაციები უძრავი ქონებით, კვლევები, კომერციული საქმიანობა - 2.26 მილიარდი ლარი;
სასტუმროები და რესტორნები - 2.1 მილიარდი ლარი;
სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, თევზჭერა - 725 მილიონი ლარი;
ფინანსური შუამავლობა - 631 მილიონი ლარი;
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 591 მილიონი ლარი.
შინამეურნეობებზე გაცემული სესხები 19.25 მილიარდი ლარია, რომელთაგან ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები 16.75 მილიარდ ლარს, ხოლო ინდივიდუალურ მეწარმეებზე გაცემული სესხები 2.49 მილიარდ ლარს შეადგენს.