„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბიუჯეტში ფულის პრობლემაა“ - გადასახადის გადამხდელთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი „ოქროს სიის“ გაუქმებაზე

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბიუჯეტში ფულის პრობლემაა“ - გადასახადის გადამხდელთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი „ოქროს სიის“ გაუქმებაზე

access_time2019-06-14 17:00:08


„არგუმენტების სიჭრელე გვაფიქრებინებს, რომ ჯერ მიიღეს გადაწყვეტილება და შემდეგ დაიწყეს ფიქრი“ - რადიო კომერსანტზე გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ გადასახადის გადამხდელთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი, გიგლა მიქაუტაძე ფინანსთა სამინისტროს ახალ გადაწყვეტილებას აფასებს, რომელიც ე.წ. ოქროს სიაში შემავალი კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების 30 დღიდან 5 დღემდე შემცირებას გულისხმობს.



„თავიდან ეს გადაწყვეტილება შეიფუთა, როგორც პრივილეგიების მოხსნა მსხვილი ბიზნესისთვის და საშუალო ბიზნესის წახალისება. თუმცა იმ 15-დღიანი შეღავათით ძალიან ბევრი სარგებლობდა, ეს იყო არა პრივილეგია, არამედ წახალისების მექანიზმი. მე ბევრი მსხვილი კომპანია ვიცი, რომლებიც არ იყვნენ „ოქროს სიაში“, იმ მიზეზით, რომ მათ ჰქონდათ დარღვევები. მთავრობა დღეს უარს ამბობს ამ წახალისების მექანიზმზე, ჩვენ არ მოგვისმენია ამ გადაწყვეტილების მიღების ოფიციალური დასაბუთება. ამიტომ 11-მა ორგანიზაციამ და ჩვენ, ოფიციალური წერილი მივწერეთ ფინანსთა მინისტრს, სადაც ვითხოთ ასე ნაადრევად მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას.



მეორე მხრივ, თუ გათანაბრებაზე ვსაუბრობთ, მაშინ მცირე და საშუალო ბიზნესსაც აქვს თავისი პრივილეგიები საგადასახადო კოდექსში. ესეც ხომ არ მოვხსნათ? მაშინ გავაუქმოთ ყველაფერი?! პირადად, ჩემი ეკონომიკური კონცეფცია გულისხმობს პრივილეგიების არარსებობას, იმიტომ რომ თავისუფალი ბაზარია და ვინც გადარჩება, გადარჩება. მაგრამ აქვს სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა, მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესს, აქვს პროგრამები და ამ მსხვილ ბიზნესს, ეს ერთი მხარდაჭერა ჰქონდა და ისიც მოუხსნეს. არგუმენტების სიჭრელე გვაფიქრებინებს, რომ ჯერ მიიღეს გადაწყვეტილება და შემდეგ დაიწყეს ფიქრი.




ჯერ შინაარსი უნდა გავიგოთ, თუ შინაარს დაგვაჯერებენ მაშინ ხელებს ავეწვთ და ვიტყვით, რომ თუ ქვეყნისთვის კარგია, მაშინ იყოს. მაგრამ თუ ცუდია, დღეს შევა თუ სამი თვის ვადაში, რა მნიშვნელობა აქვს, ცუდი ცუდია. ჯერ უნდა გაგვაგებინონ რა არის მიზანი. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ფულის პრობლემა არის ბიუჯეტში, აბა ასეთი აჩქარებით, რატომ გაიფუჭებდა ურთიერთობას მთავრობა მსხვილ ბიზნესთან“ - ამბობს გიგლა მიქაუტაძე.


რადიო კომერსანტი


ნათია კეკენაძე






30 მარტი - ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა

30 მარტი - ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა
access_time2020-03-30 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდება, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.     ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 30 მარტის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2845 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე დილიდან ვაჭრობა $1/3.2875...

საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა

საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა
access_time2020-03-30 17:10:10
საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა. საკარანტინო რეჟიმი ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა შემოღებული. „მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ. ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ, დილის 08:00 საათიდან დაიწყება“, –...

დააპაუზე უფასოდ - საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პანდემიის დროს მოქალაქეებს იურიდიულ კონსულტაციას უწევს

დააპაუზე უფასოდ - საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პანდემიის დროს მოქალაქეებს იურიდიულ კონსულტაციას უწევს
access_time2020-03-30 17:00:36
„დააპაუზე უფასოდ“ - ამ სახელით ინტერნეტსივრცეში შექმნილი სამართლებრივი სივრცე მიზნად ისახავს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემების სამართლებრივი გზით მოგვარებას. იდეის ავტორი, ადვოკატი მარიკა არევაძე „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ რამდენიმე ათეული სხვადასხვა პრობლემის შესახებ იღებენ შეტყობინებას და მათი მხრიდან ხდება ხალხის დაკვალიანება იურიდიული კუთხით, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე ფორსმაჟორულ სიტუაციაში იჯარის, სესხების თუ კომუნალურებთან დაკავშირებული გართულებების...

„როდესაც ერთ ბაზარზე ხარ ჩამოკიდებული, დრამატული ცვლილებები ყოველთვის მოსალოდნელია“ - ალექსანდრე რატიშვილი

„როდესაც ერთ ბაზარზე ხარ ჩამოკიდებული, დრამატული ცვლილებები ყოველთვის მოსალოდნელია“ - ალექსანდრე რატიშვილი
access_time2020-03-30 18:00:42
 „წარმოება არც გაზრდილა და არც შემცირებულა, ბაზარზე  მოთხოვნა  სტაბილურად არსებობს, რომელსაც ვაკმაყოფილებთ“- ამის შესახებ „კომერსანტს“ პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო პროდუქტის მწარმოებელი კომპანიის „ემ სი ბი ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა ალექსანდრე რატიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წარმოების პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს და კომპანიაა 15 სახის პროდუქციას წარმოებას ისევ აგრძელებს.   „როგორც საგანგებო...

„როგორც ჩანს, სტრესს ვერ გაუძლო“ - ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრის თვითმკვლელობას „covid 19”-ის პანდემიას უკავშირებენ

„როგორც ჩანს, სტრესს ვერ გაუძლო“ - ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრის თვითმკვლელობას  „covid 19”-ის პანდემიას უკავშირებენ
access_time2020-03-30 16:30:04
გერმანიის ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრმა ტომას შეფერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დასავლური მედიის ცნობით, ტომას შეფერის ცხედარი ფრანკფურტის მახლობლად, მატარებლის ლიანდაგზე აღმოაჩინეს. ჰესენის ფედერალური შტატის პრემიერ-მინისტრის, ვოლკერ ბუფირის თქმით, შეფერი "covid 19"-ის პანდემიის გამო სტრესულ მდგომარეობაში იყო. "როგორც ჩანს, სტრესს ვერ გაუძლო. გამოსავალი ვერ იპოვა და დაგვტოვა. მისი წუხილი იყო, შეძლებდა თუ არა მოსახლეობის უზარმაზარ...


მსგავსი სიახლეები

up