მრავალწლიანი პაუზის შემდეგ დეპოზიტების დაზღვევის შესახებ კანონპროექტი მომზადდა

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ დეპოზიტების დაზღვევის შესახებ კანონპროექტი მომზადდა

person access_time2016-04-08 10:00:27

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ დეპოზიტების დაზღვევის შესახებ კანონპროექტი მომზადებულია და ის პარლამენტს ივნისში გადაეგზავნება. როგორც „კომერსანტს“ ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს, შემუშავებულია როგორც „დეპოზიტების დაზღვევის შესახებ“ კანონის პროექტი, ასევე სამოქმედო გეგმა, რომელთა შეთანხმებაც ამ ეტაპზე  დაინტერესებულ მხარეებთან მიმდინარეობს.


უწყების ინფორმაციით, კანონპროექტი სისტემაში კომერციული ბანკების სავალდებულო მონაწილეობას ითვალისწინებს.


როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის დანერგვის მიზანს წარმოადგენს ქვეყნის საფინანსო სისტემის მდგრადობის უზრუნველყოფა, დანაზოგების წახალისება, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და შიდა და გარე შოკების შემსუბუქება. ეს კი კომერციული ბანკების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებით მიიღება.

 

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღებით, მეანაბრეები დაცული არიან პოტენციური რისკებისგან, რომელიც შეიძლება დადგეს. თუ კომერციულ ბანკს დეპოზიტების ანაზღაურების პრობლემა ექნება, დაზღვეულ მეანაბრეს თანხის დიდი ნაწილი უკან დაუბრუნდება.

 

სპეციალისტები უკვე წლებია მიუთითებენ, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედება ქვეყნის ეკონომიკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.


 

როგორც ექსპერტები აცხადებენ, ამ სისტემის შემოღებით ყველაზე დაცულები მცირე მეანაბრეები არიან, რომელთა 97%-ის დანაზოგი არ აღემატება 3,600 ლარს. ასე რომ, ბანკის გაკოტრების შემთხვევაში, მცირე დეპოზიტორების უდიდესი ნაწილი თითქმის 100%-ით იქნებ დაცული. 

 

საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის პროექტი განხორციელების შესახებ გასული წლის დასაწყისში ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა და ამჟამინდელმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. სპეციალურად ამ კანონპროექტისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ხელმძღვანელბს, ამავე ჯგუფში არიან ეკონომიკის მინისტრი და ეროვნული ბანკის თავმჯდომარე.

 

"ეს სისტემა მოქმედებს თითქმის ყველა ჩვენნაირ ქვეყანაში და ამ სისტემის მთავარი მიზანი არის, რომ წვრილი დეპოზიტარი იყოს დაცული ეკონომიკაში სხვადასხვა რყევებისგან. ეს სისტემა აპრობირებულია საერთაშორისო გამოცდილებით და არავითარი ინოვაციური ამაში არ არის. ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად განსახორციელებელი პროექტია საქართველოში. ამას გარდა, ასოცირების ხელშეკრულებით ჩვენ გვაქვს ვალდებულებაც, რომ ეს სისტემა დავნერგოთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ერთი წლის წინ.

 

საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის დანერგვა 2005 წელს იყო განსაზღვრული. შესაბამისი ინიციატივით პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი და ეროვნული ბანკი გამოდიოდნენ. კანონპროექტის შექმნაში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო დაწესებულების (KFჭ) ექსპერტები იღებდნენ მონაწილეობას. სისტემის ასამოქმედებლად KFW-მ მთავრობას დაბალპროცენტიანი გრძელვადიანი სესხიც გამოუყო, თუმცა პროექტზე მუშაობა შეჩერდა, რამდენადაც მაშინდელმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ სესხად გამოყოფილი რამდენიმე მილიონი ევრო დეპოზიტების დაზღვევის სისტემის დანერგვის ნაცვლად ქალაქ ბათუმის საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისთვის გამოეყენებინა.

 

2011 წელს, მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის კერძო და ფინანსური სექტორის კოორდინატორი ანჟელა პრიგოჟინა აცხადებდა, რომ საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც დეპოზიტების დაზღვევის სისტემა არ აქვს.

 

 

 




მამუკა ხაზარაძე: „პროკურატურამ ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დააყადაღა“

მამუკა ხაზარაძე: „პროკურატურამ ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დააყადაღა“
access_time2019-08-20 20:34:59
თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ: „დღეს პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს განჩინებით მოხდა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება. ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს...

“ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა“ - რა შეიცვლა ესტონეთში დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ - გიორგი ქადაგიძის პოსტი

“ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა“  -  რა შეიცვლა ესტონეთში დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ - გიორგი ქადაგიძის პოსტი
access_time2019-08-20 19:30:07
1991 წლის 20 აგვისტოს, საღამოს 11 საათზე ესტონეთმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა — რა შეიცვალა 28 წლის შემდეგ —  ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის facebook  პოსტს უცვლელად გთავაზობთ: ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა (საქართველოზე 3-ჯერ მდიდარი). 2. ესტონეთი არის...

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია ROKU. Inc-ის აქციები ნებისმიერი ინვესტორის პორტფელში უნდა არსებობდეს

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია ROKU. Inc-ის აქციები ნებისმიერი ინვესტორის პორტფელში უნდა არსებობდეს
access_time2019-08-20 20:00:21
მოგესალმებით. დღეს მინდა ვისაუბრო კომპანიაზე, რომლის აქციებიც შევიძინეთ 2017 წლის 21 ნოემბერს. აქციების შეძენა მოხდა $38 დოლარად. ამ დროისთვის კომპანიის აქციის ფასია $131 დოლარი. რაც ინვესტირებული თანხის 240%-იან ზრდას შეადგენს. მე JDinvestment-ის პორტფელში ამ დროსითვის რამოდენიმე კომპანიის აქცია მაქვს მფლობელობაში. მათ შორის არის კომპანია...

კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co-მ , რომელსაც ტენდერებში მონაწილეობა მსოფლიო ბანკმა აუკრძალა, 2017 წელს 129,843,076 ლარის შემოსავალი მიიღო

კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co-მ , რომელსაც ტენდერებში მონაწილეობა მსოფლიო ბანკმა აუკრძალა, 2017 წელს 129,843,076 ლარის შემოსავალი მიიღო
access_time2019-08-20 18:30:57
კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co, რომელსაც მსოფლიო ბანკმა ტენდერებში მონაწილეობა დროებით აუკრძალა, საქართველოში სხვადასხვა პროექტთან ერთად, ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის 13 კმ-იან მონაკვეთს ააშენებს. გამარჯვებული კომპანია სწორედ ტენდერის შედეგად გამოვლინდა, თუმცა, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ეს იქამდე მოხდა, ვიდრე მას ტენდერებში მონაწილეობა აეკრძალებოდა. ცნობისათვის, მსოფლიო ბანკმა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმსხვილეს...

სილქროუდ ჯგუფის განცხადება „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით: ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას, ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის გასაცემად

სილქროუდ ჯგუფის განცხადება „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით:  ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას, ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის გასაცემად
access_time2019-08-20 16:30:56
  პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით სილქროუდ ჯგუფი ავრცელებს საჯარო განცხადებას. “კომერსანტი გთავაზობთ ტექსტს უცვლელად: „რივიერას ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით უკვე ჩატარდა 8 საჯარო განხილვა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოში განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტებისთვის. ჩვენ ყველა დაინტერესებულ მხარეს მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია და მოვისმინეთ მათი პოზიცია. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე შეხვედრა...


მსგავსი სიახლეები

up