მრავალფუნქციური  კომპლექსი ვაკეში მერიისგან მშენებლობის ნებართვას ელოდება

მრავალფუნქციური კომპლექსი ვაკეში მერიისგან მშენებლობის ნებართვას ელოდება

access_time2019-03-25 18:00:10

მრავალფუნქციური  კომპლექსი ვაკეში მერიისგან მშენებლობის ნებართვას ელოდება. საუბარია, პროექტზე, რომლის განხორციელება ძველი სტუდქალაქის ტერიტორიაზე იგეგმება.„კომერსანტი“ დაუკავშირდა თავად, პროექტის განმახორციელებელ კომპანია, შპს „დეველოპმენტი ჭავჭავაძეზე“  ხელმძღვანელ ივერი ჭალიძეს და პროექტის ირგვლივ დამატებითი დეტალების გაჟღერება სთხოვა.  როგორც  ჭალიძე განმარტავს, ამ დროისთვის კომპანიას თბილისის მერიაში სამშენებლო ნებართვის მისაღებად განაცხადი აქვს შეტანილი, შესაბამისად, ცოტა რთულია სათქმელია  მშენებლობის დაწყება/დასრულების ვადებზე ახლა საუბარი.

 

„შეტანილი მაქვს მერიაში განაცხადი,  გრგ-ს დავალების ეტაპზე ვართ. შესაბამისად, საკმაოდ დიდი პროცედურებია, რომელიც დროშია გაწელილი„-აღნიშნავს ჭალიძე.

 


მისივე განმარტებით, პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ნაწილში,რომ კომპლექსის მთავარი შეთავაზება ქალაქისადმი არის ჭავჭავაძის გამზირის არეალში, მიწის დონეზე უპრეცედენტოდ მცირე განაშენიანება, რაც გულისხმობს მიწის ნაკვეთის შენობით მხოლოდ 37%-ით ათვისებას. დანარჩენი 63% (4600 კვ. მეტრი) თავისუფალია ნაგებობებისგან და სრულად დათმობილია საზოგადოებრივ სივრცეზე.

 


„აღნიშნული საზოგადოებრივი დანიშნულების მრავალფუნქციური სივრცის ნახევარი ღიაა, სადაც მოწყობილია გამწვანებული ზონები, ხოლო მეორე ნახევარი გადახურულია შენობით. გადახურული 2300 კვადრატული მეტრის მქონე კეთილმოწყობილი საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცე წელიწადის ორთხივე დროს შეძლებს საჯარო ღონისძიებების მასპინძლობას. მას გარშემო შემოფარგლავს კომპლექსის ოთხი ძირითადი საყრდენი, რომლებშც განთავსდება აღნიშნული სივრცის მომსახურების და კვების ობიექტები“-აცხადებს ჭალიძე.

 


მისივე განმარტებით, ეს საჯარო სივრცე ჭავჭავაძის გამზირიდან მიქელაძის ქუჩამდე მთელს ტერიტორიას მოიცავს და ის არა მარტო თავშეყრის ადგილისა და მომსახურების ობიექტების ერთობლიობას ქმნის, არამედ აჩენს აქტიურ საფეხმავლო კავშირს ჭავჭავაძის გამზირსა და მის ჩრდილოეთით განაშენიანებას შორის. ეს მაშტაბური საფეხმავლო ინფრასტრუქტურა მოთხოვნილი განაშენიანების ინტენსივობის ძირითად მაკომპენსირებელ გარემოებად არის შემოთავაზებული.

 


დამატებით დაგეგმილია საავტომობილო კავშირიც ჭავჭავაძის გამზირსა და მიქელაძის ქუჩებს შორის. კომპლექსს მოემსახურება მრავალდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომელიც  შენობის ფუნქციების შესაბამისად გაიმიჯნება.

 

მაღლივი კოშკების გამაერთიანებელი მოცულობა ძირითადად დათმობილია კომერციულ და საოფისე დანიშნულების ფუნქციებზე. მის გადახურვაზე კი 2300 კვ. მეტრის მქონე კეთილმოწყობილი სარეკრეაციო სივრცეა, რომელიც დაყოფილია სხვადასხვა ზონებად და განკუთვნილია მაცხოვრებლებისა და სასტუმროს სტუმრებისთვის.

 

მრავალფუნქციური კომპლექსი მოიცავს საცხოვრებელ, სასტუმრო, კომერციულ,საზოგადოებრივი თავშეყრის, გასართობ,სპორტულ-გამაჯანსაღებელ და აღნიშნული სახეობებისთვის საჭირო დამხმარე ფუნქციებს.





ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 






კომპანია „ფრანს ავტო“ საქართველოს მთავრობისთვის 135 თეთრი ფერის Renault Duster-ს რუმინეთიდან ჩამოიყვანს

კომპანია „ფრანს ავტო“ საქართველოს მთავრობისთვის 135 თეთრი ფერის Renault Duster-ს რუმინეთიდან ჩამოიყვანს
access_time2019-07-23 15:30:15
საქართველოს მთავრობა 135 თეთრი ფერის Renault Duster შეისყიდის. ამის შესახებ კომერსანტს კომპანია „ფრანს ავტოს“ გაყიდვებისა და ლოგისტიკის ხელმძღვანელმა განუცხადა. თამარ მეტრეველის თქმით, მანქანებს კომპანია ევროპიდან, კერძოდ კი რუმინეთიდან ჩამოიყვანს. ავტომობილის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები კი შემდეგნაირია: ძრავა 1,6,  115 ცხენის ძალა, გადაცემათა კოლოფი - 6-სიჩქარიანი მექანიკა, 4X4, მაქსიმალური სიჩქარე – 163 კილომეტრია...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,9000 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,9000 ლარად ივაჭრება
access_time2019-07-23 13:16:07
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათზე ერთი დოლარი 2,900 ლარად ივაჭრება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8831 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2357 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.აღსანიშნავია, რომ დღეს დილით, 11 საათისთვის Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი 2.8900 ლარად...

4Hospitals - საიმედო პარტნიორი

4Hospitals - საიმედო პარტნიორი
access_time2019-07-23 10:30:06
4Hospitals წარმოადგენს სამედიცინო პროდუქციის და სერვისის მიმწოდებელ კომპანიას კლინიკებისათვის. კომპანია 5 წლის წინ დაარსდა და დღეს უკვე მრავალი გლობალური ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში და ახლა უკვე - სომხეთშიც. კომპანია 1000-ზე მეტი დასახელების სამედიცინო პროდუქტს აწვდის საქართველოს 100 მეტ კლინიკას, რომელთა მომხმარებელია მრავალი ექიმი და მათი მეშვეობით ასეულ ათასობით პაციენტი. დაარსების დღიდან კომპანიამ...

აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო

აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო
access_time2019-07-22 20:00:40
“ვაშინგტონმა აუკრძალა ანკარას მონაწილეობა გამანადგურებლის F-35-ის შექმნის და წარმოების პროგრამაში. ამის მიზეზია თურქეთის მიერ რუსული საზენიტო კომპლექსების ს-400-ის ყიდვა,“  - ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალური განცხადებაში. დოკუმენტში წერია, რომ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების გამოყენება რუსულ სადაზვერვო ტექნიკასთან გვერდით დაუშვებელია, რადგანაც ამ ტექნიკის ერთ-ერთი ამოცანა არის სწორედ F-35-ს საბრძოლო მახასიათებლებზე ინფორმაციის...

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“
access_time2019-07-22 19:00:11
ყაზბეგის გამზირზე, ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ორი წლის წინ დაავადებული და გამხმარი ფიჭვების მოჭრა სექტემბერში დაიწყება და მათ ადგილას როგორც წიწოვანი, ასევე ფოთლოვანი ხეები დაირგვება.  ამის შესახებ “კომერსანტს“  „ავერსი-ფარმას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ განუცხადა.   როგორც ირაკლი ფურცელაძე ამბობს,  საავადმყოფოს ტერიტორიაზე ფიჭვების დაავადების შესახებ დაახლოებით...


მსგავსი სიახლეები

up