„მოზიდული სახსრების უფრო მომგებიანად განთავსება შეიძლებოდა, მაგრამ საინვესტიციო საბჭოს ეს ჯერ კიდევ არ გაუკეთებია“

„მოზიდული სახსრების უფრო მომგებიანად განთავსება შეიძლებოდა, მაგრამ საინვესტიციო საბჭოს ეს ჯერ კიდევ არ გაუკეთებია“

access_time2020-02-26 11:00:39

საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის ვინაობა მაქსიმუმ 1 თვეში გახდება ცნობილი, საინვესტიციო ოფიცრის გარეშე  კაპიტალდაბანდებებს კანონი ზღუდავს და შესაბამისად, საპენსიო თანხების მომგებიან ინსტრუმენტებში დაბანდება უკვე თვეებია ვერ ხერხდება. შესარჩევია დეპოზიტარიც, რომელიც მარტის ბოლომდე უნდა მოხდეს.


პროცესების გაჭიანურების გამო საპენსიო რეფორმის  მიმართ  ბევრი კითხვები ჩნდება, განსაკუთრებით აქტუალური და მუდმივი სპეკულირების საგანია მოზიდული სახსრების დაბანდების თემა. ამ საკითხს პრობლემატურად მიიჩნევს საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი ლევან სურგულაძე და აღნიშნავს, რომ მოზიდული სახსრების ინვესტირება არ ხდება და ის მხოლოდ ბანკის მიმდინარე ანგარიშზეა განთავსებული, ეს მაშინ, როდესაც საინვესტიციო საბჭო ვალდებულია მოზიდული თანხების ინვესტირებაზე იზრუნოს.


„მოზიდული სახსრები ბანკებშია განთავსებულია მიმდინარე ანგარიშზე, ეს არ არის ინვესტიცია და პროცესი არც დაწყებულა, რაც ძალიან ცუდია. ეს საინვესტიციო საბჭოს პრეროგატივაა, რადგან მათი გასაკეთებილია, საკმაო დრო გავიდა, თუმცა აქამდე ეს პრობლემა არ გადაჭრილა. ჯერ ერთი, როგორც მინიმუმ შესაძლებელი იყო ამ თანხების სადეპოზიტო სერთიფიკატებზე გადატანა, სადაც ბანკი დაახლოებით 4-5%-ით მეტს იხდის და ახლა თუ 9%-ია, ეს დაახლოებით 14%-მდე ავიდოდა, დანაზოგსაც გაცილებით მეტი შემოსავლიანობა ექნებოდა. გარდა ამისა, ბაზარზე კორპორატიული ობლიგაციებიც არსებობს, სადაც შესაძლებელი იყო ამ თანხის უფრო მომგებიანად განთავსება. საინვესტიციო პოლიტიკა აქამდე უნდა ყოფილიყო დაწერილი, ეს საინვესტიციო საბჭოს დასაწერია, რაც ჯერ არ მომხდარა და შესაბამისად ამის შემდეგ თანხების ინვესტირება უნდა დაწყებულიყო. ჯერჯერობით ყველაფერი როგორც დავტოვე ისევ ისეა“, - განაცხადა ლევან სურგულაძემ.


კაპიტალის ბაზრის ექსპერტი ვახტანგ ხომიზურაშვილიც მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემა დაბანდებაშია, რადგან დეპოზიტების გარდა სხვა ალტერნატიული შესაძლებლობა საპენსიო სააგენტოს არ გააჩნია.


„აქ მთავარი პრობლემა დაბანდებაშია, რადგან საპონსიო ფონდს ერთადერთი გამოსავალი აქვს, რომ თანხები დეპოზიტებში დააბანდოს, მას სხვა ალტერნატიული შესაძლებლობა არ გააჩნია, იმიტომ რომ ჩვენთან არსებობს ორი ტიპის დაბანდება - სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები/ობლიგაციები, რომელიც დაბალშემოსავლიანია და მეორე ბანკების დეპოზიტებზე. საპენსიო ფონდისთვის რეალურად ეს ორი აქტივია, იმისთვის რომ საპენსიო თანხების დაგროვება შესაბამის დონეზე მოხდეს, ეს არ არის საკმარისი, უნდა იყოს შესაძლებლობა უფრო მაღალ შემოსავლიან აქტივებში დაბანდების რაც ამ შემთხვევაში საპენსიო ფონდს არ გააჩნია, თანხები საბანკო სექტორში უნდა წავიდეს ან სახელმწიფოს ფასიან ქაღალდებში, რომელიც დაბალშემოსავლიანია და რისკ ფაქტორი არსებობს, რადგან ისინი ლარშია გამოსახული და სავალუტო რისკები არსებობს. რაც არ უნდა ილაპარაკონ ახალ კანონზე და რაიმე ცვლილებებზე, ეს არაფერს ნიშნავს“, - აცხადებს ვახტანგ ხომიზურაშვილი.


ნინო თამაზაშვილი




Bloomberg-მა რუსეთს დიდი ეკონომიკური რეცესია უწინასწარმეტყველა

Bloomberg-მა რუსეთს დიდი ეკონომიკური რეცესია უწინასწარმეტყველა
access_time2020-04-07 20:00:11
კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის მარათონში რუსეთი ყველაზე ნაკლებ რესურსს ხარჯავს ეკონომიკის მხარდასაჭერად, ვიდრე სხვა ქვეყნები, რაც მძიმე რეცესიის საწყისი შეიძლება გახდეს -  წერს Bloomberg-ი. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რეზერვების გამოყენებისგან თავის შეკავების მიზეზი არის რუსეთის ხელისუფლების შიში ნავთობის დაბალ ფასებზე.   სანამ მსოფლიო ლიდერები მთელი პლანეტის მასშტაბით, კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ ეკონომიკის...

7 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა გამყარდა

7 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა გამყარდა
access_time2020-04-07 19:00:39
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან...

„ქართული ღვინო ყველაზე დიდ დიპლომატიურ როლს თამაშობს“- კომპანია „მტევინო“ ჰობით დაწყებული ბიზნესი

„ქართული ღვინო ყველაზე დიდ დიპლომატიურ როლს თამაშობს“- კომპანია „მტევინო“ ჰობით დაწყებული ბიზნესი
access_time2020-04-07 17:55:17
ხამში- ეს არის ძველისძველი ისტორიული სოფელი გარე კახეთში, რომელიც საფერავის საუკეთესო ღვინოსთან ასოცირდება. უახლოეს მომავალში, როდესაც კორონავირუსის პანდემია გადაივლის და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ეს პატარა სოფელი,...

„20-მდე კომპანიის გადამოწმების შედეგად, 6-ს საქმიანობის გაგრძელებაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილდა“

„20-მდე კომპანიის  გადამოწმების შედეგად, 6-ს საქმიანობის გაგრძელებაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილდა“
access_time2020-04-07 16:45:20
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის ინფორმაციით, საქმიანობის ნებართვის გაგრძელების სურვილის მქონე 20-მდე კომპანია გადამოწმდა, რომელთაგან 6-ს განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო არ დაუკმაყოფილდა. როგორც ბექა ფერაძემ „ინტერპრესნიუსს“ საწარმოების მხრიდან რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესის შესახებ განუცხადა, ერთი დღის განმავლობაში COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით...

პაატა ბაირახტარი: ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებს ახლა. უბრალოდ, ეს უნდა გაეკეთებინა თავის დროზე

პაატა ბაირახტარი: ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებს ახლა. უბრალოდ, ეს უნდა გაეკეთებინა თავის დროზე
access_time2020-04-07 15:00:16
მარტის თვის მდგომარეობით ქვეყანაში ინფლაციის დონე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, 6.1%-ს შეადგენს და მიზნობრივ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. ჩნდება კითხვა, - რატომ ვერ ართმევს ცენტრალური ბანკი თავს თავის უმთავრეს მოვალეობას  და რატომ ვერ ახერხებს ფასების საერთო დონის მოთოკვას. ამ კითხვებით „კომერსანტმა“, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის - „აფბას“ ვიცე-პრეზიდენტს, პაატა ბაირახტარს მიმართა. - პაატა,...


მსგავსი სიახლეები

up