მოზიდული პრემიისა და ბაზრის წილის თვალსაზრისით სადაზღვევო ბაზარზე ტოპ 5 კომპანიის შემადგენლობა 2020 და 2021 წლის 9 თვის მონაცმებით სრულად იდენტურია. ამის შესახებ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU Business Institute) მიერ 2021 წლის 9 თვის მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ სადაზღვევო ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული.
2021 წლის 9 თვის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია და ბაზრის წილი ტოპ 5 კომპანიის ჭრილში შემდეგნაირად ნაწილდება: ჯიპიაი 29% (70,24); იმედი L 21% (51,89); არდი 15%, (37,66); ირაო 8% (18,69); პსპ 6% (13,95).
2021 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. 2021 წლის 9 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 606,7 მილიონი ლარი, რაც 18,2%- ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. (2020 9 თვე 513,2 მლნ. ლარი). მზღვეველების სადაზღვევო მოგება 131,2 მილიონ ლარს გაუტოლდა. აღნიშნული წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედრებით შემცირებულია 28%-ით და შეადგენს 31,9 მლნ. ლარს. (2020 9 თვე 44,3 მლნ ლარი)
მიმოხილვის მიხედვით, საინტერესოა ის ფაქტი, რომ საქართველოს მოსახლეობის 17% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით. სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის მოქმედი პოლისების რაოდენობის თვალსაზრისით ბოლო სამი წლის განმავლობაში ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა. 2021 წლის 9 თვის მონაცემებით აღნიშნული მაჩვენებელი 640,695-ს უტოლდება, რაც 5,2%-ით აღემატება 2020 წლის შესაბამის პერიოდს.
2021 წლის 9 თვის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ სულ 243,9 მლნ. ლარი შეადგინა. აღნიშნული, 15,4%-ით აღემატება 2020 წლის 9 თვის მაჩვენებელს