„მოხარული ვარ, რომ გლობალურ დონეზე საქართველოს ღვინის ტურიზმის ინდუსტრია დადებითადაა შეფასებული“

„მოხარული ვარ, რომ გლობალურ დონეზე საქართველოს ღვინის ტურიზმის ინდუსტრია დადებითადაა შეფასებული“

access_time2022-09-22 15:00:00

საქართველოს ღვინის ტურიზმის განვითარებისა და მიღწევების შესახებ ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღვინის ტურიზმის გლობალურ კონფერენციაზე, რომელიც იტალიის ქალაქ ალბაში გაიმართა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


კონფერენცია, რომელმაც თავი მოუყარა ევროპის წამყვანი მეღვინეობის ქვეყნების სამთავრობო და ბიზნეს დელეგაციებს, რიგით მე-6-ედ ჩატარდა და მიეძღვნა ინოვაციებზე ღვინის ტურიზმის სამომავლო განვითარების პროცესში, აგრეთვე აქცენტი გაკეთდა ტურიზმის ამ მიმართულების მდგრად განვითარებაზე, ციფრული და სოციალური ტექნოლოგიების გამოყენებით ღვინის ტურიზმისა და მეღვინეობის მხარეების უპირატესობების უფრო მეტად აქცენტირებასა და პოპულარიზებაზე.



„ასეთი მაღალი დონის ღონისძიებაში მონაწილეობა ჩვენი ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელია. ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, საერთაშორისო ღვინისა და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს გავაცნოთ საქართველოს ღვინის, ტურიზმის და ღვინის ტურიზმის განვითარებისა და მიღწევების შესახებ, ასევე შევხვდეთ საერთაშორისო პარტნიორებს და მათთან სამომავლო თანამშრომლობა განვიხილოთ. მოხარული ვარ, რომ გლობალურ დონეზე საქართველოს ღვინის ტურიზმის ინდუსტრია დადებითადაა შეფასებული და ბევრი ქვეყნისთვის სახელდება მაგალითად, თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ მეღვინეობისა და ტურიზმის სექტორებმა, რათა საქართველოს მსგავსად მაღალ შედეგებს მიაღწიონ,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ.




მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს დელეგაციამ გამართა მნიშვნელოვანი შეხვედრები საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, რომლის დროსაც დაისახა ერთობლივი სამოქმედო გეგმები, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში ტურიზმის სწრაფ აღდგენას და უფრო მეტად გაძლიერებას.



გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღვინის ტურიზმის გლობალურ კონფერენცია სიტყვით გახსნა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.



კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ მსოფლიოში ღვინის ტურიზმის წამყვანი ქვეყნების იტალიის, პორტუგალიის, საბერძნეთისა, მოლდოვის, სან-მარინოს, ბულგარეთისა და სერბეთის წარმომადგენლები.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up