მოხარულები ვიქნებით თუკი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ვიხილავთ

მოხარულები ვიქნებით თუკი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ვიხილავთ

access_time2019-12-06 16:44:31

„გამოვიყენებ ამერიკულ გამოთქმას და ვიტყვი საქართველო ბევრად უსწრებს წონით კატეგორიის კლასს. აქ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან საქართველოს მნიშვნელობა, ღრმა და ნამდვილი მეგობრობა, რაც ქართველებსა და ამერიკელებს შორის არსებობს და ჩვენ მოხარულები ვიქნებით ვიხილოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსთან“,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენმა, ადამ კიზინგერმა განაცხადა.


კონგრესმენი დემონსტაციის უფლებაზე საუბრობს და იმედს გამოთქვამს, დემონსტრაციები დარჩება არა ძალისმიერი და გააგზავნის თავის მესიჯს



,,ღია საუბარი მქონდა საქართველო-ამერიკის ალიანსს და ამ ალიანსის მნიშვნელობაზე, ასევე საქართველოს მნიშვნელობაზე ისეთ საკითხებში, როგორიც არის ვაჭრობა და თავისუფალი მომავალი. ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ ამჟამინდელ სიტუაციაზე. ჩემი შეხედულებაა, რომ პროცესში ყველაა ჩართული. ეს ისეთი რამ არის, რაც დაპირებულ იქნა. აუცილებელია, რომ ამასთან გამკლავება მოხდეს პოლიტიკური სისტემის ფარგლებში. რა თქმა უნდა ადამიანებს დემონსტრაციის უფლება აქვთ, რასაც ჩვენ ხშირად ვაკეთებთ აქ. იმედი მაქვს დემონსტრაციები დარჩება არა ძალისმიერი და გააგზავნის თავის მესიჯს. საბოლოოდ იმედია ორივე მხარე გაერთიანდება, ალბათ ყველა მხარე რადგან მრავალი განსხვავებული მხარეა ჩართული და მონახავენ გამოსავალს, რომელმაც შესაძლოა არ დააკმაყოფილოს ყველა მხარე, თუმცა იყოს დამაკმაყოფილებელი საბოლოო ჯამში. როგორც სულ ვამბობ და ამ შემთხვევაშიც გამოვიყენებ ამერიკულ გამოთქმას და ვიტყვი საქართველო ბევრად უსწრებს წონით კატეგორიის კლასს. აქ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან საქართველოს მნიშვნელობა, ღრმა და ნამდვილი მეგობრობა, რაც ქართველებსა და ამერიკელებს შორის არსებობს და ჩვენ მოხარულები ვიქნებით ვიხილოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსთან. არის ეს მომგებიანი შეერთებული შტატებისთვის ? დიახ და ის ასევე ძლიერ სიგნალს უგზავნის რუსეთის ფედერაციას და ეს ძალიან კარგია საქართველოსთვის. სავაჭრო გზა , რომელიც საქართველოზე გადის უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა წაერთვას რუსეთსა და ირანს გავლენის შესაძლებლობები“,- განაცხადა ადამ კიზინგერმა.







დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-14 21:00:21
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1.გაყიდვები დაახლოებით 80%-ით შემცირდა - ღვინის მაღაზიები დახურვის პირას არიან გლობალური პანდემიის შედეგად, ტურისტების გარეშე დარჩენილი ბიზნეს სექტორი ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მსოფლიო ლოქდაუნმა ღვინის მაღაზიები დახურვის პირას...

პანდემიის დროს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა 6000 ლარამდე იზარალა

პანდემიის დროს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა 6000 ლარამდე იზარალა
access_time2020-08-14 16:30:58
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა კორონავირუსის პანდემიის გამო 5000-დან 6000 ლარამდე იზარალა. როგორც „კომერსანტს“ მუზეუმის დირექტორმა თინათინ მამასტარაშვილმა უთხრა, სხვა მუზეუმების მსგავსად ივნისის თვეში მუშაობის განახლება  ვერ შეძლეს, რადგან ფინანსების არქონის გამო რეგულაციებით გათვალისწინებული ნივთები ვერ  შეიძინეს. „ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაშია და...

„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა

„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა
access_time2020-08-14 12:55:34
„სმარტმა“ ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზე მდებარე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა მომსახურების კომპლექსში „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა და ამიერიდან მომხმარებლებს „სმარტის“ ქსელში ყველაზე გემრიელი „დედა ხაჭაპურის“ დაგემოვნება გამარჯვებული ხაჭაპურის ავტორის რეცეპტით შეეძლებათ. „დედა ხაჭაპური“ იგივე იმერული ხაჭაპურია, რომელიც კონკურსის მონაწილე „სმარტის“ თანამშრომლემა კომპეტენტური ჟიურის რეკომენდაციებით და წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით მოამზადეს. „გასტრონავტის“...

რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს - რა რაოდენობის პროდუქტი გადის საქართველოდან

რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს - რა რაოდენობის პროდუქტი გადის საქართველოდან
access_time2020-08-14 14:10:52
რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს. სწორედ ამ მოთხოვნით მიმართეს ადგილობრივმა ფერმერებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს. მათ აზრით, იმპორტირებული ხილის დიდი რაოდენობა, ადგილობრივი პროდუქციის ფასებს ამცირებს. ამის შესახებ ინფორამციას AgroTimes ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის რუსეთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. მეტიც, გასულ წელს იმპორტირებული ვაშლის 87,2 %, ხოლო ქლიავის 89,2% სწორედ რუსეთში...

„ლონდონის ბირჟიდან თავისი სურვილით არავინ გადის, GHG-ში სერიოზული ფინანსური პრობლემებია“ - სერგო ჩიხლაძე

„ლონდონის ბირჟიდან თავისი სურვილით არავინ გადის, GHG-ში სერიოზული ფინანსური პრობლემებია“ - სერგო ჩიხლაძე
access_time2020-08-14 13:00:41
„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით, ბირჟიდან მოხსნის შემდეგ ლიკვიდურობა შენარჩუნებულ იქნა, GHG კერძო კომპანია გახდა და მისი აქციები Georgia Capital-მა გამოისყიდა, რომელიც აქამდე „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 70.6%-იანი წილის მფლობელი იყო. ბოლო დღეებში ქართულ მედიაში საქართველოს საფონდო ბირჟის დირექტორი გიორგი ფარესიშვილის და რამდენიმე ექსპერტის მიერ გამოთქმული გამამართლებელი არგუმენტების...


მსგავსი სიახლეები

up