„მოხალისე მასწავლებელი“ - პროექტი, რომლის დახმარებით ბავშვები გახანგრძლივებულ არდადეგებს საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატარებენ

„მოხალისე მასწავლებელი“ - პროექტი, რომლის დახმარებით ბავშვები გახანგრძლივებულ არდადეგებს საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატარებენ

access_time2020-04-02 20:54:03

„მოხალისე მასწავლებელი“ - გიმნაზია „შავნაბადას“ ინიცირებული პროექტია, რომლის მიზანი საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე, სასკოლო საზოგადოების გაერთიანება და მომავალი თაობებისთვის ხელმისაწვდომი უფასო ონლაინ განათლების შესაძლებლობის მიცემაა. 


• ვინ არის “მოხალისე მასწავლებელი“?

ადამიანი, რომელიც მზად არის ონლაინ პლატფორმის მეშვეობით თავისი ცოდნა და გამოცდილება უსასყიდლოდ გაუზიაროს მომავალ თაობას. 


• ვის შეუძლია გახდეს მოხალისე მასწავლებელი?
საქართველოს მასშტაბით არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებს, ლექტორებს...



• როგორ ჩაერთვებიან მოსწავლეები პროგრამაში?
მოხალისე მასწავლებლის პროგრამაში ჩართვა ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია. ამისთვის საჭიროა მოსწავლე დარეგისტრირდეს და აირჩიოს სასურველი პროგრამა.


• რამდენ ხანს გაგრძელდება პროექტი?
პროექტი 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა, მოთხოვნის შემთხვევაში სამომავლო გეგმებსაც განვიხილავთ.



„მას შემდეგ რაც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის თავიდან ასაცილებლად საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შეჩერდა ჩვეული ფორმით სასწავლო პროცესი და 16 მარტიდან დავიწყეთ დისტანციური სწავლება, ბევრი პრობლემა გამოიკვეთა. ბევრი მოსწავლისთვის სწავლის ახალი ფორმა ხელმიუწვდომელი იყო, ყველა სკოლამ ერთიანად ვერ აუღო ალღო ახალ გამოწვევბს (ეს ყველაზე ნაკლებად კერძო სკოლებს შეეხეოთ). ხშირ შემთხვევაში ინდივიდუალური პედაგოგები უფრო ართმევდნენ თავს პროცესებს, ვიდრე სისტემები, ამიტომ გიმნაზია „შავნაბადას“ გუნდმა გადავწყვიტეთ ამ რთულ პერიოდში მხოლოდ ჩვენი სკოლის მოსწავლეებზე არ უნდა გევზრუნა და დავიწყეთ მოხალისეობრივი საქმიანობა. ჩვენი სკოლის 20-მდე მასწავლებლის ინიციატივას, ქვეყნის მასშტაბით, ბევრი ძალიან კარგი პედაგოგი შემოუერთდა და ასე გაჩნდა პროექტი „მოხალისე მასწავლებელი“. უკევ პირევლი გაკვეთილებიც ჩატარდა და დღითიდღე უფრო მეტი მასწავლებელი გამოთქვამს სურვილს თავის ცოდნა უსასყიდლოდ გადასცეს მოსწავლეებს და თავის მხრივ მოსწავლეებიც აქტიურობენ. უახლოეს პერიოდში მოახალისე მასწავლებელს ექნება თავის ვებგვერდი (ამჟამად გიმნაზია „შავნაბადას“ გვერდს ვიყენებთ) და ვვარაუდობთ, პროექტი სასწლო პროცესის ჩვეულ რიტმში დაბრუნებდამდე ბევრი მოსწავლის ინტერესების გაღვიძებას და დაკმაყოფილებას შეუწყობს ხელს“, -აცხადებს გიმნაზია „შავნაბადას დირექტორი, პროექტის თანაავტორი ავთო აბდუშელიშვილი.



https://www.facebook.com/mokhalisemastsavlebeli/



თეგები:
covid19



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up