„მოწოდებები სამოქალაქო თვითშეგნებაზე მშიერ საზოგადოებაში არ მუშაობს“ - „ბასიანის“ დამფუძნებელი

„მოწოდებები სამოქალაქო თვითშეგნებაზე მშიერ საზოგადოებაში არ მუშაობს“ - „ბასიანის“ დამფუძნებელი

access_time2020-10-19 14:30:53

„მალე უიმედო და სასოწარკვეთილ საზოგადოებად ვიქცევით, უკვე ძალიან საშიშ ფაზაშიც ვართ შესული. მოწოდებები სამოქალაქო თვითშეგნებაზე მშიერ საზოგადოებაში არ მუშაობს“, - ამის შესხაბ სოციალურ ქსელში ნაჯა ორაშვილი წერს. კლუბ „ბასიანის“ თანადამფუძნებელი აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაცია მიანიშნებს იმაზე, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება და მოსახლეობა უდიდესი კოლაფსისთვის უნდა მოემზადოს.

 

„სტუმარ-მასპინძლობის სექტორში დასაქმებულია მოსახლეობის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანები, ჩვენი მეგობრები, რომლებსაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვთ. პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც სოციალური სიკეთეები მიუწვდომელია, იმისთვის რომ ადამიანები გადარჩნენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შენარჩუნება. სექტორი კი ვალდებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხს პასუხისმგებლობით მოეკიდოს და დაიცვას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.

 

ვირუსის გავცელების თავიდან ასაცილებლად ევროპის მასშტაბით დაწესდა მკაცრი რეგულაციები, მაგრამ უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის სოციალური სარგებელიც მაღალია. ჩვენი ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე სტუმარ-მასპინძლობის სექტორზე დაწესებული მსგავი აკრძალვები მოსახლეობის დიდი ნაწილის, კიდევ უფრო გაღატაკებას იწვევს. ვირუსის გავრცელების რისკიც გაცილებით დაბალია იმ სივრცეებში, რომლებიც ზედმიწევნით იცავენ არსებულ რეკომენდაციებს.

 


ისტორიულად, რეპრესიული პოლიტიკის გატარების შედეგად საჯარო სივრცე ყოველთვის მიწისქვეშეთში გადადის, ხდება გაცილებით უკონტროლო და უმართავი, რაც დღევანდელ მოცემულობაში ნიშნავს ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამძრაფრებას და  უფრო მეტად დამძიმებას.

 

იმის გარდა, რომ ძალიან მალე უიმედო და სასოწარკვეთილ საზოგადოებად ვიქცევით, უკვე ძალიან საშიშ ფაზაშიც ვართ შესული. მოწოდებები სამოქალაქო თვითშეგნებაზე მშიერ საზოგადოებაში არ მუშაობს, ამას ემატება პოლიტიკური ელიტების მხრიდან დაკანონებული ტერორისტული აქტები და საკუთარი კეთილდღეობისთვის, და რაც მთავარია ერთმანეთის ჯინაზე, მოსახლეობის მსხვერპლად შეწირვა.

 

ვირუსის დასამარცხებლად და საერთო მიზნის მისაღწევად ერთსულოვნებაა საჭირო, რაც უკვე შეუძლებელია. ზამთარი მოდის და მოვემზადოთ უდიდესი კოლაფსისთვის“, - წერს ნაჯა ორაშვილი სოციალურ ქსელში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up