„მოვითხოვთ სავაჭრო ცენტრებს ფუნქციონირების საშუალება 15 დეკემბირდან 3 იანვრის ჩათვლით მოგვეცეს, ამ პერიოდში ზარალი მილიარდ ლარამდე იქნება“ - რითეილის სექტორის მოთხოვნები მთავრობას

„მოვითხოვთ სავაჭრო ცენტრებს ფუნქციონირების საშუალება 15 დეკემბირდან 3 იანვრის ჩათვლით მოგვეცეს, ამ პერიოდში ზარალი მილიარდ ლარამდე იქნება“ - რითეილის სექტორის მოთხოვნები მთავრობას

access_time2020-12-03 15:15:16

საცალო სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები და დიდი სავაჭრო ცენტრები  სითი მოლი, თბილისი მოლი, ისთ ფოინთი, თბილისი ცენტრალი, გლდანი მოლი, ქარვასლა, რითეილ გრუპ ჯორჯია, ICR Holding, LC Waikiki GE, თრეიდლაინ -დრესაპ, ჯითექსი მთავრობას განცხადებით მიმართავენ. "კომერსანტი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

„კომერციული უძრავი ქონების და რითეილის (საცალო ვაჭრობის) სექტორი საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ დამსაქმებელს, ბიზნეს აქტივობის გენერატორს და ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მნიშვნელოვან წყაროს. ტურისტული ბაზრის კოლაფსით, სასტუმროების და რესტრონების შემდეგ, სწორედ რითეილის და კომერციული უძრავი ქონების სეგმენტმა განიცადა ყველაზე დიდი ზარალი და ფაქტიურად ყველა სავაჭრო ცენტრს და რითეილერს უწევს ფორს-მაჟორში თვითგადარჩენის რეჟიმში ფუნქციონირება.

 

მოგეხსენებათ, საგანგებო მდგომარეობის შემდგომ, ჩვენ, ჩვენი ძალებით შევძელით შეგვენარჩუნებინა ფუნქციური ბიზნესი და ადამიანური რესურსის მნიშვნელოვანი ნაწილი. მაქსიმუმი გავაკეთეთ იმისათვის, რომ შეგვენარჩუნებინა საიჯარო ურთიერთობები სავაჭრო ცენტრებში. როგორც მეიჯარეებს, ასევე მოიჯარეებს, სამი თვის დანაკლისის აღდგენის იმედი გვქონდა წლის ყველაზე დატვირთულ წინასაახალწლო პერიოდში, რაზეც ვაკეთებდით ოპტიმისტურ პროგნოზებს.

 

·         ჩვენს სავაჭრო ცენტრებში პირდაპირ დასაქმებულია 2000–მდე თანამშრომელი (მოლის ადმინიტრაცია, მომსახურება), ხოლო მაღაზიებში პირდაპირ არის დასაქმებული 15 000–მდე თანამშრომელი; სავაჭრო ცენტრში არაპირდაპირ დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა გაცილებით მეტია. ჩვენ, ჩვენი რესურსებით მოვახერხეთ საგანგებო მდგომარეობის პირობებში თანამშრომელთა ამ რაოდენობის შენარჩუნება, თუმცა რესურსი სრულად, წინასწარ და გადაჭარბებით გახარჯულია. ასევე, ამოწურულია ყველა ის ლიმიტი, რაზე გათვლაც გვქონდა ოპერირების აღდგენიდან წლის ბოლომდე. ოპერირების შეზღუდვის პირობებში თანამშრომლების შენარჩუნებას ბიზნესი ვერ შეძლებს.

 

 

 

·         ფაქტიურიად ყველა სავაჭრო ცენტრს და საცალო სავაჭრო ობიექტებს ექმნება მიმდინარე საბანკო ვალდებულებების მომსახურების პრობლემა და დღის წესრიგში დგას სესხების შემდგომი რესტრუქტურიზაციის აუცილებლობა. სავაჭრო ცენტრის ოპერირების აღდგენას სჭირდება ბევრად მეტი ფინანსური რესურსი და დრო  ჩაკეტვის პერიოდში მის მიერ გენერირებადი შესაძლო შემოსავლის ოდენობასთან შედარებით.

 

 

 


მოგეხსენებათ, სავაჭრო ცენტრები და მათი მოიჯარეები იცავენ  ვირუსთან ბრძოლისთვის საჭირო ყველა რეკომენდაციას. სავაჭრო ცენტრი ერთ–ერთი ყველაზე კარგად დაცული სავაჭრო გარემოა. აღნიშნულს მოწმობს ის ფაქტიც, რომ პანდემიის პერიოდში სავაჭრო ცენტრი არ გამხდარა  მნიშვნელოვანი ვირუსის   გავრცელების წყარო.

 

მთავრობის მიერ შემოღებულმა სრულმა შეზღუდვამ სავაჭრო ობიექტების მუშაობაზე 28 ნოემბერიდან - 24 დეკემბრის ჩათვლით და შემდგომ 3 იანვრიდან - 1 თებერვალმდე, რისკის ქვეშ დააყენა ქვეყანაში მინიმუმ 25000 სამუშაო ადგილის და ასეულობით მცირე და საშუალო ბიზნესის არსებობა.

 

საქართველოს ეკონომიკას და საცალო ვაჭრობის სექტორს ამ პერიოდში მიადგება 1 მილიარდ ლარამდე ზარალი, რაც უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდებს ათი-ათასობით ოჯახს. სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ მიიღებს ასეულობით მილიონ შემოსავალს სხვადასხვა გადასახადების სახით და მნიშვნელოვნად შეარყევს იმ საერთაშორისო ინვესტორების ნდობას, რომლებმაც 500 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს ამ დარგში.

 

ზემოაღნიშნული გამოწვევების გათვალისწინებით, მოვითხოვთ, მოხდეს მიღებული გადაწყვეტილების კორექტირება ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, კერძოდ:

 

·         გაიხსნას და მიეცეთ სავაჭრო ცენტრებს ფუნქციონირების საშუალება 15 დეკემბირდან 3 იანვრის ჩათვლით. დროის ამ მონაკვეთზე მომხმარებელთა გადანაწილება რეალურად შეამცირებს მასიური თავყრილობების რისკს და ინფექციის გავრცელების ალბათობას. სავაჭრო ცენტრები და საცალო სავაჭრო ობიექტები მზად არიან გაზარდონ კოვიდ-უსაფრთხოების ზომები ამ პერიოდში და უზრუნველყონ მომხმარებელთა ნაკადის რეგულირება;

 

 

 

·         მოხდეს 2020 წლის ივლისში გადავადებული ქონების გადასახადისგან გათავისუფლება. ეს საშუალებას მოგვცემს გამოთავისუფლებული თანხები მივმართოთ საოპერაციო სტაბილურობის შენარჩუნებაზე და ასევე, მინიმუმ შემდგომი 4 თვის განმავლობაში, შევინარჩუნოთ დასაქმებული პერსონალის 80%-ზე მეტი.

 

 

 

ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია ოპერატიული კომუნიკაცია სამთავრობო სტრუქტურებთან  სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რათა ყველა ჩართულ მხარესთან ერთად  განვიხილოთ ზემოთ ნახსენები საკითხი, იმისთვის რომ ერთად გამოვნახოთ შექმნილი კრიზისის მინიმალური დანაკარგებით გადატანის გზები.

 

ამავდროულად, გვსურს შეხვედრა სახელისუფლებო ბლოკთან და ეპიდემიოლოგებთან, რათა განვიხილოთ რიგი დამატებითი ღონისძიებებისა, რომლებიც უზრუნველყოფენ კიდევ უფრო მაღალი დონის უსაფრთხოების ზომებს და განტვირთავენ პიკურ პერიოდებს. მზად ვართ პასუხისმგებლობა ავიღოთ ამ ღონისძიებების გატარებაზე, რათა უფრო ეფექტურად მოხდეს ნაკადების მართვა სავაჭრო ობიექტებში უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით.

 

 

სითი მოლი, თბილისი მოლი, ისთ ფოინთი, თბილისი ცენტრალი, გლდანი მოლი, ქარვასლა, რითეილ გრუპ ჯორჯია, ICR Holding, LC Waikiki GE, თრეიდლაინ -დრესაპ, ჯითექსი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up