„მოვაჭრე ვალდებულია, მომხმარებელს პროდუქტის თავდაპირველ ფასსა და ფასდაკლებაზე ინფორმაცია სრულად მიაწოდოს“ - სერგო სანიკიძე

„მოვაჭრე ვალდებულია, მომხმარებელს პროდუქტის თავდაპირველ ფასსა და ფასდაკლებაზე ინფორმაცია სრულად მიაწოდოს“ - სერგო სანიკიძე

access_time2022-11-28 15:00:46

გრანდიოზული ფასდაკლებების დღემ ანუ ე.წ. „შავმა პარასკევმა“ ჩაიარა, თუმცა ბევრი მაღაზია და ბრენდი ფასდაკლებული პროდუქციის გაყიდვას მიმდინარე კვირაშიც აგრძელებს. ერთ თვეში კი მომხმარებლები მაღაზიებისგან უკვე საახალწლო ფასდაკლებების შეთავაზებებს მიიღებენ.


რამდენად არიან მომხმარებლები დაცული ფასდაკლებების დროს, არის თუ არა ეს ფასდაკლებები რეალური, ავალდებულებს თუ არა კანონი მეწარმეებს ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ პროდუქციისა თუ მომსახურების შესახებ, არეგულირებს თუ არა კანონი ამ მიმართულებას და რა ხდება დარღვევის შემთხვევაში ამ თემებზე „კომერსანტთან“ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა სერგო სანიკიძემ ისაუბრა.


„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „მომხმარებლის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია, მომხმარებლის პატივისცემაზე დამყარებული ქცევის კულტურის ხელშეწყობა, სადაც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების უფლება.


კერძოდ, მოვაჭრე ვალდებულია, საქონლის ან მომსახურების შეძენამდე მომხმარებელს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიაწოდოს საქონლის ან მომსახურების მახასიათებლების, ფასის, მოვაჭრის დასახელების, საკონტაქტო ინფორმაციის, სავაჭრო პოლიტიკის (მიტანის ღირებულება, ვადები, გაცვლის/დაბრუნების წესი, საგარანტიო პირობები) და კანონით განსაზღვრული სხვა სახის უტყუარი და სრული ინფორმაცია.


რაც შეეხება ფასდაკლებებს, კანონი არ ერევა მოვაჭრის ფასწარმოქმნის პოლიტიკაში. თუმცა, მოვაჭრე ვალდებულია, მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია საქონლის ან მომსახურების ფასის შესახებ, ძირითადი და დამატებითი ხარჯების მითითებით, ხოლო თუ, საქონლის ან მომსახურების ბუნებიდან გამომდინარე, აღნიშნული ფასის წინასწარ გამოთვლა შეუძლებელია − მისი გამოთვლის წესის თაობაზე.



და ბოლოს, თუ მოვაჭრე დაარღვევს დამატებით ხარჯებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნებს, მომხმარებელს არ დაეკისრება შესაბამისი დამატებითი ხარჯის გაწევა“, - აღნიშნავს სერგო სანიკიძე.


მისი თქმით, მართალია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტი არ ერევა მოვაჭრის ფასწარმოქმნის პროცესში, თუმცა, მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს პროდუქტის თავდაპირველი და ფასდაკლებული ფასის თაობაზე ინფორმაცია სრულად მიაწოდოს.


„კანონი კრძალავს შეცდომაში შემყვან რეკლამას ანუ საქონლის ან მომსახურების სპეციალურ ფასად შეძენის შეთავაზებას და შემდეგ მომხმარებლისთვის რეკლამირებული საქონლის ჩვენებაზე, შეკვეთის მიღებაზე ან მის გონივრულ ვადაში მიწოდებაზე უარის თქმას. აგრეთვე, აკრძალულია სხვა საქონლის გაყიდვის ხელშეწყობის განზრახვით, სხვა საქონლის ნიმუშის ჩვენება. აგრეთვე, ცრუ განაცხადის გაკეთება, რომ საქონელი ან მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება ან/და განსაკუთრებული პირობები იმოქმედებს მხოლოდ დროის მცირე მონაკვეთში, იმ მიზნით, რომ მომხმარებელმა მყისიერი გადაწყვეტილება მიიღოს და მას არ მიეცეს საკმარისი დრო და შესაძლებლობა ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად, მომხმარებლისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება, ან ინფორმაციის იმგვარად მიწოდება, რამაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოიწვიოს მომხმარებლის მოტყუება და რის გამოც მომხმარებელმა დადო ან შესაძლოა დადოს გარიგება, რომელსაც სხვაგვარად არ დადებდა. აღსანიშნავია, რომ არასამართლიანი და შეცდომაში შემყვანი საქმიანობა აკრძალულია“, - ამბობს სერგო სანიკიძე.


მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ განმცხადებელს უფლება აქვს, სააგენტოს წარუდგინოს განცხადება მომხმარებლის უფლების სავარაუდო დარღვევის შესახებ, რომლის ფორმაც მათ საიტზეა განთავსებული.


„სააგენტო იწყებს მომხმარებლის უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტის შესწავლას, თუ მას აქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული მოვაჭრის ქმედების შედეგად ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლება.


კონკურენციის სააგენტო საქმეს შეისწავლის საქმის შესწავლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში, რომელიც, შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვისა და შემდეგ ერთ-ერთ გადაწყვეტილებას:


მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის დადასტურების ან უარყოფის შესახებ, ან მოვაჭრის მიერ საქმის შესწავლის პროცესში პირობითი ვალდებულებების აღების თაობაზე.


მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში სააგენტო თავისი გადაწყვეტილებით მოვაჭრეს განუსაზღვრავს ვადას და მოსთხოვს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობის შესრულებას:


• დარღვეული უფლების აღდგენას;
• კანონით გათვალისწინებული აკრძალული ქმედების შეწყვეტას.

აღსანიშნავია, რომ დადგენილ ვადაში სააგენტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრეს კისრება ჯარიმა წინა ფინანსური წლის ბრუნვის 2%-მდე ოდენობით“, - აღნიშნავს სერგო სანიკიძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up