მოუწესრიგებელი გზა და გადაადგილების პრობლემა  - როგორ ხვდება გუდაური ზამთრის სეზონს?

მოუწესრიგებელი გზა და გადაადგილების პრობლემა - როგორ ხვდება გუდაური ზამთრის სეზონს?

access_time2017-10-10 11:00:23

ზამთრის სეზონს გუდაური ძველი პრობლემებით ხვდება, კურორტზე ინფრასტრუქტურა – გზა და ტროტუარები კვლავ მოუწესრიგებელია. წყლის პრობლემა ამ ეტაპზე გადაჭრილია, თუმცა როგორც გუდაურში მდებარე სასტუმროების წარმომადგენლები „კომერსანტთან“ საუბარისას აცხადებენ, ზამთარში, როდესაც კურორტი დამსვენებლებით სრულად დაიტვირთება, წყლის პრობლემა კვლავ იქნება თუ არა, წინასწარ არ იციან.

 

სამთო კურორტებზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად დეკემბრის დასაწყისში გაიხსნება.

 

როგორც სასტუმრო „შელეს“  ხელმძღვანელი მარინა რამინაშვილი აცხადებს, მის სასტუმროში ნომრები ახალი წლისთვის უკვე დაჯავშნილია. რაც შეეხება პრობლემებს, იმედი აქვს, რომ წყლის პრობლემა, რაც კურორტზე განსაკუთრებით მწვავედ იდგა, წელს გამოსწორდება.

 

„ინფრასტრუქტურა გუდაურში გაუმართავია, განსაკუთრებით პრობლემაა გზებსა და ტროტუარებზე. რაც შეეხება წყალს, რომელიც წინა სეზონზე ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენდა, გვპირდებიან, რომ წელს მოგვარდება. მილები გამოცვალეს, ახალი რეზერვუარები დაამატეს და ვნახოთ, როგორი სიტუაცია იქნება, როცა კურორტი დამსვენებლებით დაიტვირთება. მოლოდინი არის, რომ წყლის პრობლემა აღარ იქნება, – განაცხადა მარინა რამინაშვილმა.

 

მისი თქმით, გუდაურში აფთიაქი მუშაობს სეზონურად და ესეც პრობლემაა. გარდა ამისა, გასართობი ადგილები არ არის, სადაც დამსვენებლებისთვის გასართობი ღონისძიებები გაიმართება.

 

„აფთიაქი სეზონურია. ზაფხულში, დამსვენებლები რომ გვყავდა, აფთიაქი არ იყო. ზამთარში გაიხსნება. აუცილებლად უნდა იყოს დამატებით მაღაზიები, სილამაზის სალონები, გასართობი ადგილები. კერძო სასტუმროებს საკუთარი სერვისი კი აქვთ, მაგრამ სასტუმროს გარეთაც უნდა იყოს მსგავსი ადგილები. მხოლოდ კაფე და ჭამა-სმა არ ნიშნავს დასვენებას. გუდაურში გასართობი ცენტრი, საკონცერტო ადგილები აუცილებელია“, - აღნიშნავს რამინაშვილი.

 


რაც შეეხება მომსახურების სფეროს, მარინა რამინაშვილის თქმით, გუდაურში კვალიფიციური კადრების დეფიციტია: „გუდაურში პერსონალის კვალიფიკაცია და ზოგადად კადრების პრობლემა დგას. მე უკვე გამოცდილი კადრები მყავს, რომლებიც ჩემთან წლებია მუშაობენ, თუმცა ახალი თანამშრომლის დასაქმება პრობლემას წარმოადგენს.“

 

საოჯახო სასტუმრო „თრუსოს“ ხელმძღვანელის ლევან კარიჭაშვილის თქმით, ზამთრის სეზონისთვის იგივენაირად ემზადება, როგორც წინა წლებში: „ვიწყებთ უკვე მზადებას. განსაკუთრებული ამ მხრივ არაფერი ხდება. მომხმარებელი ნომრებს ონლაინ ჯავშნის. როგორც ვატყობ, ბოლო პერიოდში სტუმრები უფრო მეტად აპარტამენტებისკენ იხრებიან, ვიდრე სასტუმროსკენ.“

 

რაც შეეხება პრობლემებს, რომელიც გუდაურში არსებობს, კარიჭაშვილიც ძირითად პრობლემად წყალს ასახელებს. მისი თქმით,  ამ ეტაპზე კი მოგვარდა, მაგრამ ჯერ ტესტირების რეჟიმშია და ზამთარში რა სიტუაცია იქნება, არ იცის: „წინასწარ ვერ ვიტყვით, რა იქნება. მე რასაც ვაკვირდებოდი, მთლიანად კარგად არ არის გაკეთებული. გვპირდებიან, რომ გამოასწორებენ და ზამთარში პრობლემა არ შეიქმნება.“

 

კარიჭაშვილის თქმით, ინფრასტრუქტურული პრობლემები არ შეცვლილა და მიმდინარე სეზონზეც იგივე იქნება. მთის კურორტების განვითარების კომპანია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს, თუმცა არის ბევრი რამ, რაც ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა უნდა მოაგვაროს. როგორც ადრე იყო გუდაური უპატრონოდ, ახლაც ასეა. გზები და ტროტუარები კვლავ პრობლემად რჩება და ვის უნდა მივმართოთ, არვიცით. ერთმანეთისკენ იშვერენ ხელს“, - აცხადებს კარიჭაშვილი.

 

კადრების დეფიციტზე „თრუსოს“ ხელმძღვანელიც საუბრობს და ამბობს, რომ ადგილობრივ კადრებსაც კი არ უფრთხილდებიან. ფასანაური-გუდაურის მიმართულებით ავტობუსი არ დადის, მითუმეტეს ზამთარში, როცა ყველაზე მეტად საჭიროა, რადგან ადგილობრივმა დასაქმებულებმა სახლიდან სამსახურამდე გადაადგილება შეძლონ.

 

„ზამთარში, ყინვაში ადგილობრივები ფასანაურიდან გუდაურში რომ გადაადგილდნენ, ამისთვის საათნახევარი გზაზე დგანან, რომ ვინმემ გაიყოლოს. შეიძლება ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დიდი დრო და თანხები სჭირდება, მაგრამ ავტობუსის დანიშვნა ასეთი რთული რატომ არის, არ მესმის. მხოლოდ ადგილობრივებისთვის კი არა, გუდაურში ტურისტი რომ გადაადგილდეს, ავტობუსი ამისთვისაც საჭიროა “, - აღნიშნავს ლევან კარიჭაშვილი.

 

გუდაურში მდებარე კიდევ ერთი სასტუმროს, „გუდაურას“ დირექტორი ირაკლი კუტალია აღნიშნავს, რომ მათთან ნომრების 40-50% უკვე დაჯავშნილია. ძირითად პრობლემებად კი ისიც ინფრასტრუქტურას ასახელებს. ასევე, კადრების დეფიციტზეც საუბრობს და აცხადებს, რომ სასტუმროში მომუშავე პერსონალი თბილისიდან ჩაჰყავს.

 

„ძირითადი პრობლემა არის სასტუმრომდე მისასვლელი გზა. საფეხმავლო გზა არ არსებობს; პრობლემაა თოვლის გაწმენდა, ქუჩების განათება და ა.შ. მომსახურების სფეროშიც არის სერიოზული პრობლემები. სასტუმროში ახალი თანამშრომლის ადგილზე ძებნა პრაქტიკულად შეუძლებელია, მითუმეტეს გამოცდილი კადრის. ამიტომაც პერსონალი თბილისისდან ჩამოგვყავს“, - აცხადებს ირაკლი კუტალია.

 

სასტუმრო „მარკო პოლოს“ გაყიდვების დირექტორი ირაკლი მამფორიას თქმით კი, მომხმარებელს განახლებულ სერვისს სთავაზობენ. სასტუმროს ნომრები ახალი წლის პერიოდისთვის მთლიანად დაჯავშნილია და ზამთრის სეზონისთვის მომზადებულები არიან. თუმცა ირაკლი მამფორიაც ადგილზე ინფრასტრუქტურული პრობლემების არსებობას უსვამს ხაზს. რაც შეეხება კადრების კვალიფიციურობის პრობლემას, სასტუმრომ ამის მოსაგვარებლად საკუთარი მომსახურე პერსონალის განთავსებისთვის კოტეჯები ააშენა. პერსონალი თბილისიდან ჩაჰყავთ და კოტეჯებში აცხოვრებენ, რადგან გუდაურში კვალიფიციური კადრების მოძიება უჭირთ.

 

ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

 



რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?

რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?
access_time2021-02-28 13:00:02
1-ელ მარტს, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო.ბათუმში 1-ლი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი, 8 მარტიდან რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ, შაბათ-კვირის გარდა.კონფერენციები და ტრენინგები...

ბიზნეს საზოგადოება გაცილებით პატრიოტულად არის განწყობილი ქვეყნის მიმართ და გაცილებით ერთგულია, ვიდრე პოლიტიკოსები

ბიზნეს საზოგადოება გაცილებით პატრიოტულად არის განწყობილი ქვეყნის მიმართ და გაცილებით ერთგულია, ვიდრე პოლიტიკოსები
access_time2021-02-28 11:00:17
“მინდა ვუთხრა პოლიტიკოსებს და პარლამენტარებს, რომ ბიზნესს არ აინტერესებს მათი აბდაუბდის მოსმენა”-ეს განცხადება bm.ge-თან ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გააკეთა.ის ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ბიზნესის როლზე საუბრობს და პოლიტიკოსებს ბიზნესის კრიტიკის ნაცვლად ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვისკენ მოუწოდებს.“ბიზნესი მიეჩვია განვითარდეს, იპოვოს თავისი გაზა, მოუაროს თავის ბიზნესს. აღმოჩნდა, რომ ბიზნეს საზოგადოება...

თიბისი კაპიტალი 2021 წელს ეკონომიკის 4%-იან ზრდას ელის

თიბისი კაპიტალი 2021 წელს ეკონომიკის 4%-იან ზრდას ელის
access_time2021-02-28 10:00:11
თიბისი კაპიტალში საქართველოში იანვარში ეკონომიკის ორნიშნა ვარდნას მოლოდინებთან შესაბამისს უწოდებენ. ამავდროულად საინვესტიციო კომპანია არც წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ცვლის და მიიჩნევს, რომ მომდევნო 2 თვეში ქვეყანაში იანვართან შედარებით ეკონომიკური ატივობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება.საინვესტიციო კომპანიაში განმარტავენ, რომ კლება ასახავს გასული წლის იანვრის მაღალ საბაზო ეფექტს, ლოქდაუნის შემოღების შედეგებს და ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული...

ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის ერთი თვის შედეგები

ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის ერთი თვის შედეგები
access_time2021-02-27 20:30:47
20 იანვარს დემოკრატი ჯი ბაიდენი აშშ-ს პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. რისი გაკეთება მოასწო მან 1 თვეში?   1.ვაქცინაციის დაჩქარება აშშ-ს მოსახლეობის ვაქცინაცია ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში დაიწყო თუმცა, ნელი ტემპებით მიმდინარეობდა.   1 თვეში ბაიდენის ადმინისტრაციამ ამ პროცესის დაჩქარება მოახერხა - ყოველკვირეულად სხვადასხვა შტატში 11 მლნ. დოზა იგზავნება, რაც დეკემბერთან შედარებით 57%-ით...

სატვირთო ავიაგადამზიდავები COVID-ვაქცინების მიწოდების მიზნით ერთიანდებიან

სატვირთო ავიაგადამზიდავები COVID-ვაქცინების მიწოდების მიზნით ერთიანდებიან
access_time2021-02-27 15:00:07
UNICEF-მა და 16 მსხვილმა საერთაშორისო ავიაკომპანიამ წამოიწყეს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც COVID-19-ის ვაქცინების და სხვა ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ერთობლივი ძალებით მოახდენენ. გაეროს მიერ დაფინანსებულმა ორგანიზაციამ ინიციატივა – UNICEF Humanitarian Airfreight Initiative შემდეგ ავიაკომპანიებთან ერთად ჩამოაყალიბა: AirBridgeCargo, Air France – KLM, Astral Aviation, Brussels Airlines, Cargolux, Cathay Pacific, Emirates SkyCargo, Ethiopian Airlines,...


მსგავსი სიახლეები

up