Mountain City Pantiani - თბილისთან ახლოს ახალი დასასვენებელი კურორტი მოეწყობა (ფოტოები)

Mountain City Pantiani - თბილისთან ახლოს ახალი დასასვენებელი კურორტი მოეწყობა (ფოტოები)

access_time2020-11-26 12:30:53

თბილისთან ახლოს, ბეთანიიდან 4 კილომეტრში მრავალფუნქციური სასტუმრო, საცხოვრებელი და გამაჯანსაღებელი კომპლექსი მოეწყობა. ერთ ჰექტარამდე ტერიტორიის კურორტად გადაკეთებას შპს,“პანტიანი“ გეგმავს.  Pantiani Mountain Resort-ის დასასვენებელი კომპლექსი თბილისიდან 20 კილომეტრით იქნება დაშორებული. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ბექა ბიაშვილმა „კომერსანტს“ განუცხადა კომპლექსში მოეწყობა ტყე, სასტუმრო, კოტეჯები, მარანი, სპა და საქართველოში პირველი ნეპალური ყავახანა.


„ პანტიანი“ თბილისთან ძალიან  ახლოს იქნება,  ცენტრიდან   დაშორებულია 20 კილომეტრით. აქ არის აბსოლუტურად განსხვავებული, უნიკალური კლიმატი.  

„პანტიანი“ არის ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეების მიქსი, ამ  ყველაფერს ავსებს ის, რომ ქვემო ქართლის მიკროკლიმატური ზონა რეალურად ამ ადგილს განასხვავებს სხვა დანარჩენი,  თბილისთან ახლოს მყოფი ადგილებისგან.

ტერიტორია დიდი არ არის,  თუმცა დასასვენებელი კურორტისთვის  დიდი  ზონაა - დაახლოებით 1 ჰექტარი ჯამში.

სასტუმრო იქნება 12 ნომრიანი და ტერიტორიაზე იქნება განთავსებული 13 კოტეჯი.  ტერიტორიაზე იფუნქციონირებს  გამასაჯანსაღებელი სპა - ცენტრი,  ყავახანა , სადაც  მოხდება  ყოველ დილით ჰიმალაიდან გამოგზავნილი ორგანული ყავის  მარცვლების  დაფქვა. ეს ერთადერთია ადგილი იქნება, სადაც  ნეპალური  ყავის  დისტრიბუცია და მოხალვა მოხდება.  საქართველოში  ნეპალური  ყავა  არც  შემოდის.  გარდა ამისა, იფუნქციონირებს  ღვინის მარანი, სადაც  წარმოდგენილი იქნება, რეგიონალური უნიკალური ჯიშის  ღვინოები , იქნება  საბავშვო სათამაშო მოედანი,  ასევე  საბავშვო  გასართობი სივრცე,  ტყე-პარკი , სადაც იქნება  მოწყობილი რეკრეაცია.  „პანტიანში“  ასევე  ორი  რესტორანი აშენდება, ერთი  ძირითადი -  ადმინისტრაციულ  შენობაში,  მეორე  იქნება  ღია  ტიპის  ტერასაზე  მოწყობილი,“ - განმარტავს ბექა ბიაშვილი.

 

 


 

პირველი დეკემბრიდან კომპლექსში კოტეჯების გაყიდვები დაიწყება. პროექტის დასრულება  იგეგმება 2022 წლის  ზაფხულის  დასაწყისში იგეგმება. პროექტი სრულად ქართული ინვესტიციით ხორციელდება, თუმცა დამფუძნებელი თანხების მოცულობაზე საუბრისგან თავს იკავებს.

 




მარიამ მორგოშია

თეგები:
Mountain City Pantiani



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up