„მოთხოვნა მხოლოდ ძვირად ღირებულ თაიგულებზე შემცირდა“ - როგორია ყვავილების რეალიზაცია პანდემიურ დღესასწაულებზე

„მოთხოვნა მხოლოდ ძვირად ღირებულ თაიგულებზე შემცირდა“ - როგორია ყვავილების რეალიზაცია პანდემიურ დღესასწაულებზე

access_time2021-03-08 18:00:00

მარტში, ქალთა დღესასწაულებზე, როგორც წესი ყვავილებზე მოთხოვნა მკვეთრად იმატებს.

,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ყვავილების ონლაინ მაღაზიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოთხოვნა კვლავ მაღალია და პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით არ შემცირებულა, მიუხედავად იმისა, რომ ფასი მკვეთრად გაიზარდა.

ყვავილების მაღაზია ,,პიონში“ ამბობენ, რომ ყვავილებზე მოთხოვნა არ შემცირებულა არც ლოქდაუნების დროს, რადგან მაღაზიების დახურვის პირობებში, მოხმარებელი ონლაინ ვაჭრობას და საჩუქრებს ირჩევდა.

,,გასულ წელს, სარვამარტოდ ბევრად უფრო რთული ვითარება იყო. კოვიდის სულ რამდენიმე შემთხვევა იყო დაფიქსირებული და მოსახლეობაშიც სრული პანიკა სუფევდა, მაგრამ მარტის დღესასწაულებზე ადამიანები მაინც ყიდულობენ საჩუქრად ყვავილებს. მეოთხე წელი დაიწყება სულ მალე, რაც ბაზარზე ვართ და მოთხოვნა არცერთ ეტაპზე არ შემცირებულა. ლოქდაუნის დროსაც კი, როცა მუშაობის უფლება არ გვქონდა, სულ იყო შეკვეთები, რადგან სხვა მაღაზიები დაკეტილი იყო, ხალხი ყვავილებს მაინც ყიდულობდა. რა თქმა უნდა, ფასი მომატებულია იმპორტირებულ ყვავილებზე. ჯერ, ადგილობრივი მოსავალი არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხალხი 8 მარტს ქალბატონებს მაინც უგზავნის თაიგულებს“- ამბობენ ყვავილების ონლაინ მაღაზიაში ,,ბიზნსპრესნიუსთან“.

მოთხოვნა რომ დღესასწაულებზე სტაბილურად მაღალია, ამბობს ყვავილების მაღაზია ,,მაკოს ყვავილების“ მფლობელიც. თუმცა, მისი თქმით, მოთხოვნა შედარებით დაბალი ფასის თაიგულებზეა.


,, სიმართლე რომ ვთქვა, არ ველოდი ეს მოთხოვნა თუ იქნებოდა და ამდენი ადამიანი შეუკვეთავდა თაიგულს. სხვა 8 მარტებთან შედარებით მოთხოვნა არ შემცირებულა, თუმცა იმ ფასის თაიგულებს ვეღარ უკვეთავენ, რასაც ადრე. ეს მართლა ძალიან საგრძნობია. ჩემი, მცირე მაღაზიაა და კლიენტების დიდი ნაწილიც მუდმივად ერთიდაიგივეა და მათაც, რომ ვაკვირდები, ცდილობენ უფრო მცირე თანხაში ჩაეტიონ. ამას ემატება ისიც, რომ ყვავილები შემოტანილია საზღვარგარეთიდან და შესაბამისად ფასები მომატებულია, ისე როგორც ყველაფერზე რასაც დოლარში ვყიდულობთ“, - განაცხადა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ მაკო ტაბატაძემ.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს საქართველომ 2,531 მლნ დოლარის ყვავილები შეიძინა, ხოლო 2020 წელს - 1,518 მლნ აშშ დოლარის.



BPN.GE


თეგები:
ყვავილები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up