„მოთხოვნა კარგ უძრავ ქონებაზე იზრდება, უნდა ველოდოთ გაძვირებას“ - ოლეგ ოსინოვსკი, Tbilisi Hills– ის ინვესტორი

„მოთხოვნა კარგ უძრავ ქონებაზე იზრდება, უნდა ველოდოთ გაძვირებას“ - ოლეგ ოსინოვსკი, Tbilisi Hills– ის ინვესტორი

access_time2021-04-19 11:00:39

ოლეგ ოსინოვსკი, Tbilisi Hills– ის მთავარი ინვესტორი და საქართველოში ერთ – ერთი ყველაზე მსხვილი ევროპელი ინვესტორი მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობასა და უძრავი ქონების ფასების ზრდის შესახებ Tbilisi Hills -ის ვიდეოინტერვიუში საუბრობს. ბიზნესმენი, უძრავ ქონებაზე ფასების კოლოსალური ზრდის მოლოდინშია. ოსინოვსკის თქმით, დღეს გვესახება ისეთი ეკონომიკური სურათი, როგორიც აქამდე კაცობრიობას არ უნახავს. 

 

ყოფილა თუ არა მსოფლიო ეკონომიკა ისეთი გამოწვევების წინაშე, როგორსაც დღეს კაცობრიობა ხედავს?


ამჟამინდელი სიტუაცია, რაც მსოფლიოში ხდება უნიკიალურია...  რაც გლობალურ ეკონომიკაში ხდება მსგავს გამოწვევას კაცობრიობა ჯერ არ შეხვედრია და ეს ახალი გამოწვევაა. დღეს ევროპის ცენტრალური ბანკი და აშშ-ს ფედერალური რეზერვები ფულს შეზუდვების გარეშე ბეჭდავენ და არანარიად არ არის ეს ფული დაკავშირებული რეალურ ეკონომიკასთან -  რამდენიც უნდათ იმდენი იბეჭდება -  ეს რა თქმა უნდა სრულებით ახალი სურათია. აქამდე ფული დაკავშირებული იყო ეკონომიკასთან.  ისტორიაში გვქონდა მაგალითი, როცა ესტონური ვალუტა საჭოთა რუბლის შემდეგ ესტონურ კრონზე გადავიდა, ეს კრონა უზრუნველყოფილი იყო თავად ესტონეთის მიერ. გასაგები იყო, რომ „ყოველი კრონითვის იყო ერთი ან ორი ხე, რომელიც შეიძლებოდა მოეჭრათ, გაეყიდათ“ და ეს კრონის არსებობას უზრუნველყოფდა. დღეს ფულისა და ეკონომიკის ურთიერთდამოკიდებულება აღარ არსებობს, მოიშალა. თუ მსოფლიოს ყველა ფულს შევკრებთ დავინახავთ რომ მის დასახარჯად პროდუქტი არ არსებობს, არაფერი იქნება შესასყიდი. ეს რა თქმა უნდა ინფლაციას მოიტანს, ყველაფერი გაძირდება, იმიტომ რომ იმდენი პროდუქტი აღარ იქნება რამდენიც აქამდე, უბრალოდ იქნება ძვირი, რადგან კოლოსალური რაოდენობის თანხებია  დაბეჭდილი. მსოფლიო ვარაუდობს, რომ ფული იქნება უფრო მეტი და მეტი და ეს ბაზარზე აქციების მფლობელებს უფრო მდიდრებად აქცევს. 100 წლის წინ, როცა გერმანია 1 მსოფლიო ომის შემდეგ ფულს ბეჭდავდა, ამან ჰიპერინფლაცია გამოიწვია - ფასები ყოველდღიურეად 10-ჯერ იზრდებოდა. ლოგიკურია, ახლაც ასე იქნება. არ არსებობს ადამიანი, რომელიც იტყოდა, რომ ეთანხმება სტატისტიკას, თითქოს ევროზონაში ინფლაცია 2 პროცენტია ან საქართველოში 6 პროცენტი, ყველა იტყვის, „როგორ არის 6 პროცენტი, როცა ორმაგად გაძვირდა პროდუქტები, ვიდრე გასულ წელს“.


რატომ გაიზარდა გასულ წელს უძრავი ქონების ფასები ესტონეთში და არის თუ არა მსგავსი ტრენდი საქართველოში?



მე ვიტყოდი, რომ ორი დიდი სხვაობაა ქვეყანას, რომელსაც თავისი ფულის საჭრელი აქვს და იმ ქვეყანას შორის, რომელიც საკუთარ ფულს არ აწარმოებს. ევროკავშირსა და ამერიკას აქვთ თავისი საბეჭდი მანქანა და შეუძლიათ იმდენი ფული ბეჭდონ, რამდენიც უნდათ. ერტონეთმა 2 მილიარდი ევროს მოცულობის საგარეო ვალი აიღო და გაორმაგა თავისი ვალდებულება. ეს ფული ეკონომიკაში მოვიდა, მაგრამ რაში უნდა დაიხარჯოს? ხალხმა ფულის შეტანა ბანკებში დაიწყო , რის შედეგადაც დეპოზიტები გასულ წელს 16 პროცენტით გაიზარდა.  ამ ფულმა გავლენა მოახდინა ბაზარზე - ხალხმა არ იცოდა სად დაეხარჯა ეს ფული და გაძვირდა არსებული პროდუქტები. სიტუაცია შეხო უძრავ ქონებას, გასულ წელს ისტორიაში უდიდესი გაძვირება დაფიქსირდა უძრავი ქონების ბაზრის. გაძვირდა სამუშაო ძალაც, გაიზარდა ხელფასებიც, ეს კლასიკური ინფლაცია იყო.


მეორე საკითხი ეხება იმ ქვეყნებს, რომელთაც არ აქვთ მაღალლიკვიდური ვალუტა, საქართველოში სიტუაცია განსხვავებულია. მსოფლიო ღიაა - სადღაც ფული მეტია, სადღაც ცოტა.  ეს ნიშნავს, რომ გაწონასწორება მოხდება და ეს ფული საქართველოშიც დაიწყებს დინებას. ის ფული რომელსაც ამერიკელები იღებენ ეს არის ფული, რომელიც დაბეჭდეს და გასცეს, ამ თანხას არასდროს უარსებია.  ამერიკელებზე  ტრილიონობით დოლარი გაიცა და მივიდა მოსახლეობასთან.  ეს ფული უნდა დაიხარჯოს, მაგრამ შესაძენი არაფერია. ამიტომ დაბალანსების და დინების პრინციპით ეს ფული საქართველოში მოვა და ეს გაზრდის ფასებს ქართულ აქტივებზე, გაძვირდება მიწა, გაძვრიდება უძრავი ქონება, ქარხნები და პროცესი უკვე დაწყებულია. დღეს „თბილისის ჰილსის“ მაგალითზე ვხედავთ, რომ მოთხოვნა კარგ უძრავ ქონებაზე გაზრდილია, კარგ აქტივებში ფული აქტიურად შემოდის.


თქვენ თუ განახორციელეთ ინვესტიცია უძრავ ქონებაში გასულ წელს?


მთელი ცხოვრება იმ პრინციპს მივყვებოდი რომ არ ღირს არაფრის ყიდვა, უბრალოდ უნდა იქირავო. ქირა მათემატიკურად უფრო მომგებიანია. მე თითქმის არ მაქვს კერძო საკუთრება... მაგრამ, გასულ წელს აზრი შევიცვალე და ბინაც ვიყიდე რიგაში იმიტომ, რომ ახალი რეალობიდან უძრავ ქონებაზე მკვეთრი ზრდა იქნება. დღეს კარგი ინვესტიცია ნიშნავს, რომ პირველივე დღიდან გამოიმუშავებ ფულს.  ადამიანი ვინც კარგ აქტივებს ფლობს უძრავ ქონებაში, გაყიდვას არ ჩქარობ, რადგან გასაგებია, რომ ის გაძვირებას დაიწყებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up