„Motorola solutions“-ის რეგიონული მენეჯერი: „საქართველოში რთულია ხარისხიანი პროდუქტების გაყიდვა“

„Motorola solutions“-ის რეგიონული მენეჯერი: „საქართველოში რთულია ხარისხიანი პროდუქტების გაყიდვა“

access_time2018-11-09 19:00:00

ვალერი მოროზი „Motorola solutions“-ის  რეგიონული მენეჯერია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში (ცენტრალური აზია, ავღანეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო). ადამიანი, რომელიც უკვე წლებია ციფრული ტექნოლოგიის მიმართულებით ოპერირებს , საერთაშორისო ბაზარზე არსებული სტანდარტების მუდმივი თანმდევია და რაც მთავარია ერთ-ერთი გავლენიანი ბრენდის სახეა, „კომერსანტთან“ ექსკულუზიურ ინტერვიუში საქართველოს საინვესტიციო კლიმატსა და არსებულ გამოწვევებზე საუბრობს.

 

ბატონო ვალერი, პირველ რიგში, საინტერესოა უშუალოდ თქვენი შეფასება ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე, რას ფიქრობთ? როგორია საქართველოს მდგომარეობა ამ მიმართულებით?

 

„საქართველო ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი ქვეყანაა და მთავარია ეს ტემპი არ შენელდეს. რაც შეეხება ინვესტიციას, არ იქნება სწორი „მოტოროლას“ სახელით ვისაუბრო, ამიტომ ჩემს პერსონალურ პოზიციას დავაფიქსირებ. უკვე 10 წელია, რაც საქართველოში ძალიან ხშირად ჩამოვდივარ- წელიწადში რამდეჯერმე, ამიტომ ვხედავ როგორ შეიცვალა ქვეყანა დადებითი კუთხით. უამრავი უცხოური კომპანია შემოდის საქართველოში; იდება მსხვილი ხელშეკრულებები... ასევე ვფიქორბ, რომ ეკონომიკური ზრდაც კარგი ტემპით ვითარდება, რაშიც შეუძლებელია დიდი წვლილი არ მიუძღვოდეს სწორედ უცხოურ ინვესტიციებს. საერთო ჯამში, ვფიქრობ წინსვლის კარგი ტემპია საქართველოში“.

 

რაც შეეხება სირთულეებს, როგორ ფიქრობთ რა არის დღეს ადგილობრივი ბაზრის მთავარი გამოწვევა?

 

„მაგალითად, როდესაც ხდება კონკრეტულ პროექტზე მუშაობა, ხშირად დროში ძალიან იწელება პროცესები-გადაწყვეტილების მიღება, კონტრაქტის გაფორმება და ა.შ. ოპერატიულობა მნიშვნელოვანია და ვისურვებდი ამ მხრივ ვითარება უფრო სტაბილური გახდეს“.


ბიუროკრატიული პროცესების გარდა, ასევე მნიშვნელოვანია უშუალოდ თქვენი შეფასება იმასთან დაკავშირებით, რას ფიქრობენ ინვესტორები; რა პრეტენზიები აქვთ, რა სურვილები ან რეკომენდაციებია საქართველოს მიმართ?


 

„პარტნიორები ძალიან ხშირად საუბრობენ  მაღალი კონკურეციის შესახებ ბაზარზე. კერძოდ, საქართველოში რთულია ხარისხიანი პროდუქტების გაყიდვა, რაც თავის მხრივ შესაბამისი ფასიც ღირს. როგორც წესი, მოსახლეობა შედარებით იაფფასიან პროდუქტს ყიდულობს, რაც უკვე ბაზრის სპეციფიკასაც განსაზღვრავს. ზოგადად ბევრ ქვეყანაშია მსგავი პრობლემა, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე“.

 

გამოდის, რომ სოციალური ფენა საკმაოდ მძიმეა საქართველოში და სიღარიბის მაღალი დონე მათ შორის პირდაპირ დაკავშირებულია ინვესტიციების მოზიდვასთანაც...

 

„ხალხი პირველ რიგში ფასს უყურებს და ბევრი ამიტომაც არ დარდობს ხარისხზე, სერვისსზე, მომსახურებაზე... ალბათ, დიახ, ეს სოციალური პრობლემაა. ბევრი ღარიბია, თუმცა ამ მხრივ საქართველო არ არის გამონაკლისი ქვეყანა მსოფლიოში“.

 

რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ არსებული ვითარების შესაცვლელად და პრობლემების მოსაგვარებლად?

 

„ჩემი მხრიდან რთულია ამაზე საუბარი. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ საერთო ჯამში მე მომწონს საქართველოს განვითარების ტემპი... კიდევ ერთი რამ, ძალიან კარგი ახალგაზრდა თაობა მოდის - განათლებული, ორგანიზებული...

მთავრობას ვურჩევდი ინვესტიცია სწორედ განათლებაში განახორციელოს, რადგან ეს არის ქვეყნის რეალური მომავალი. ახალგაზრდები თავიანთი ხედვებით, მიდგომებით, პრობლემების გადაჭრის სხვაგვარი ხერხებით ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ვისურვებდი, რომ საქართველოში ახალგაზრდა თაობას სამშობლოშივე ჰქონდეს განვითარების  მეტი საშუალება და რესურსი, რათა ქვეყნის დატოვება არ მოუწიოს. აქვე გახდნენ რეალიზებულები“,- განმარტავს ვალერი მოროზი.

 


შეგახსენებთ, „Motorola solutions“-ის  რეგიონული მენეჯერი  ვალერი მოროზი საქართველოში  კონფერენციის ფარგლებში იმყოფებოდა. ღონისძიება სახელწოდებით „მოტოროლა სოლუშენს დღე საქართველოში“ ტრადიციულად ყოველწლიურად შემოდგომაზე იმართება ქ. თბილსში და მას ორი თანაორგანიზატორი: ქართული კომპანიები „ციფრული ტექნოლოგიები“ და „კომუნიკომი“ ჰყავს.




სალომე ლემონჯავა





"ყაზტრანსგაზი" და კალაძის ინტერესები - კომპანიის წამყვან თანამდებობებს თბილისის მერის პროტეჟეები იკავებენ

access_time2019-01-20 21:29:31
დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა - ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი? დედაქალაქის მერია პასუხისმგებლობას იხსნის და ხელს კანონში არსებული რეგულაციებისკენ იშვერს, რომლის მიხედვითაც, ექსპლუატაციაში მიღებამდე კორპუსში ადამიანების ცხოვრება დაშვებულია. დიდი დიღომში მომხდარი უბედური შემთხვევისგან ქალაქის მერის მიერ პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობას პოლიტიკური ოპონენტები უზნეობად აფასებენ. კახა კალაძე...

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდების ნაკლებად ცნობილი შემქნელები

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდების ნაკლებად ცნობილი შემქნელები
access_time2019-01-20 20:00:48
მსოფლიო ბრენდების მფლობელების და დამაარსებლების...

ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“

ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“
access_time2019-01-19 21:30:38
ფარული ჩანაწერები, რომელმაც პრემიერი გიორგი კვირიკაშვილის პოსტი შეიწირა - ამბავი, რომლის გამოც ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მთავარ ბანკირს - მამუკა ხაზარაძეს, დაუპირისპირა და გიორგი კვირიკაშვილს გადადგომა აიძულა, ფარულ ჩანაწერს უკავშირდება. წყარო კურიერს უყვება, რომ...

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ
access_time2019-01-20 12:00:01
გასული 10 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი გარდაქმნები გაიარა, ამიტომ გადავწყვიტეთ წარმოგვედგინა რამდენიმე ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ 2008 წლისა და 2018 წლის...

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“
access_time2019-01-19 20:00:36
ზურაბ გურული — აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ასევე მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური ანესთეზიოლოგიის პროფესორი — დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად...


მსგავსი სიახლეები

up