„მოტოროლა სოლუშენს დღე საქართველოში“  - კონფერენცია თბილისში

„მოტოროლა სოლუშენს დღე საქართველოში“ - კონფერენცია თბილისში

access_time2018-11-09 14:10:00

 თბილისში კონფერენცია „მოტოროლა სოლუშენს დღე საქართველოში“ გაიმართა. 


აღნიშნული კონფერენცია ტრადიციულად ყოველწლიურად, შემოდგომაზე იმართება და მას ორი თანაორგანიზატორი: ქართული კომპანიები „ციფრულიტექნოლოგიები“ და „კომუნიკომი“ ჰყავს.


პირველად აღნიშნული ღონისძიება გაიმართა 2016 წელს სასტუმრო „ამბასადორ“-ში, შარშან ღონისძიებას უმასპინძლა სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-მა, ხოლო წელს ის„მერიოტ თბილის“-ში გაიმართა.


კონფერენციის მიზანია საქართველოში მოქმედ სახელმწიფო, საერთაშორისო, კომერციულ და სამრეწველო ორგანიზაციებს გააცნოს პროფესიონალური რადიოკავშირგაბმულობის საშუალებების და სისტემების მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლის, ამერიკული კორპორაცია „ მოტოროლა სოლუშენს“-ის უახლესი ციფრულიკავშირგაბმულობის საშუალებები და სისტემები.


კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 80 დარგის სპეციალისტმა და აღნიშნულ სფეროში დასაქმებულმა პერსონალი.



"ამ ღონისძიებას განსაკუთრებული ელფერი დაჰკრავს, რადგანაც „მოტოროლა სოლუშენს“ დაარსებიდან 90 წელი შეუსრულდა და ჩვენც, მწარმოებლის ავტორიზებული პარტნიორები, განსაკუთრებულად აღვნიშნავთ ამ საიუბილეო თარიღს. შესაბამისად, მოკლე შესავალი სიტყვისა და მწარმოებლის წარმომადგენლების წარდგინების შემდეგ რეგიონალური გაყიდვების მენეჯერის ვალერი მაროზის მიერ შემოთავაზებული იყო მოკლე ისტორიული მიმოხილვა, თუ როგორ შეიქმნა და რა განვითარების გზა განვლო ყველასათვის კარგად ნაცნობმა ბრენდმა - „მოტოროლა“ 1928 წლიდან დღემდე, "  აღნიშნულია კონფერენციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.


კონფერენციის ძირითადი ნაწილი 4 პრეზენტაციისგან შედგებოდა. კონფერენციაზე სიტყვიტ გამოვიდა შპს „ციფრული ტექნოლოგიების"  სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულების მენეჯერი გურამ თუშმალიშვილი. მან დეტალურად განიხილა პროფესიონალური ციფრული რადიო კავშირგაბმულობის ორი ციფრული სტანდარტი: DMR და TETRA თანამედროვე გადაწყვეტები, მათ ფუნქციონალური და ტექნიკურ პარამეტრები და შესაძლებლობები.


განსაკუთრებული ყურადღება მიექცა მსჯელობას, თუ რომელი სტანდარტი უნდა იქნას გამოყენებული ამა თუ იმკონკრეტული მომხმარებლისა და სამსახურის მიერ, გამომდინარე მათი ოპერატიული ამოცანებიდან.



შემდეგი პრეზენტაცია, რომელსაც შპს „კომუნიკომ“-ის დირექტორმა გიორგი შვანგირაძემ წარმოადგენა მიეძღვნა ამ ორი ციფრული სტანდარტის რადიოტერმინალებისა და შესაბამისი აქსესუარების მიმოხილვას.


ყურადღება გამახვილდა იმ უახლეს პროდუქციაზე, რომელიც „მოტოროლა სოლუშენს“-მა წელს ჩაუშვა წარმოებაში.


და ბოლოს, კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია DMR სტანდარტის ე.წ. გადასატანი საბაზო ინფრასტრუქტურის შესახებ, რომელსაც შპს „ციფრული ტექნოლოგიებ“-ის მმართველმა დირექტორმა - თეიმურაზ დოლიძემ წარადგინა.






ყაზახეთში ოპერაცია „მემკვიდრე“ დაიწყო

ყაზახეთში  ოპერაცია „მემკვიდრე“ დაიწყო
access_time2019-03-20 20:30:32
ყაზახეთის უცვლელი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის გადადგომასთან დაკავშირებით ბოლო წლებია აქტიურად საუბრობენ. ეს თემა აქტუალური განსაკუთრებით  2019 წლის თებერვალში გახდა, როდესაც მან საკონსტიტუციო საბჭოს პრეზიდენტის ნებაყოფლობითი გადადგომის პროცედურის განმარტებასთან დაკავშირებით მიმართა. პროცესი კი  ბევრად უფრო დიდი ხნის წინ დაიწყო - ჯერ კიდევ 2010 წელს, როდესაც ყაზახეთში მიღებულ იქნა კანონი ეროვნული ლიდერის - ელბასის - თაობაზე,...

სპა-კურორტების განსავითარებლად საქართველოში ყველანაირი ბუნებრივი პირობაა და ამის არგამოყენება დიდი დანაშაულია

სპა-კურორტების განსავითარებლად საქართველოში ყველანაირი ბუნებრივი პირობაა და ამის არგამოყენება დიდი დანაშაულია
access_time2019-03-20 18:30:00
საქართველოს მასშტაბით 2000-ამდე მინერალური და სამკურნალო წყლის რესურსი არსებობს, რომლებიც ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების მოგვარების საუკეთესო და ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალებაა. წყალტუბო, შოვი, ახტალა, აბასთუმანი, ურეკი - ეს ის კურორტებია, რომლებიც სპა-ტურიზმის განვითარებისთვის მთავარი რესურსია, თუმცა როგორც  „საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ია თაბაგარი „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნავს, ეს მიმართულება ქვეყანაში ძალიან ნაკლებად არის...

Instagram-ის ახალი ფუნქცია - ნივთების შეძენა პირდაპირ აპლიკაციიდან იქნება შესაძლებელი

Instagram-ის ახალი ფუნქცია - ნივთების შეძენა პირდაპირ აპლიკაციიდან იქნება შესაძლებელი
access_time2019-03-19 19:30:55
Instagram-ი შოპინგის მოყვარულთ სიახლეს სთავაზობს - სოციალური პლატფორმა მომხმარებელს პროდუქტების შეძენისა და შეკვეთების განხორციელების საშუალებას აძლევს. ფუნქცია ყველაზე ადრე აშშ-ში იქნება ხელმისაწვდომი 20 ცნობილი ბრენდისთვის, მათ შორისაა H&M, Kyle cosmetics, Nike, Warby Parker და Zara. კომპანიის განცხადებით, სხვა ბრებდების დამატება უახლოეს თვეებში იგეგმება. „ Instagram-ი არის ადგილი იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ საკუთარ თავს მეტი...

ანა დოლიძე: საბოლოოდ, მივალთ იქამდე, რომ ნელ-ნელა მოხდება საქართველოს უზბეკიზაცია

ანა დოლიძე: საბოლოოდ, მივალთ იქამდე, რომ ნელ-ნელა მოხდება საქართველოს უზბეკიზაცია
access_time2019-03-20 19:30:00
„ხელისუფლებას საერთოდ არ აინტერესებდა, რა მოუვიდა სასამართლო ხელისუფლებას, სანამ ეს არ გახდა პოლიტიკურად მოგებიანი, მაგრამ სასამართლო სისტემასთან ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ. გამორიცხულია, არ გავჩერდებით და ეს არ იქნება ხავერდოვანი პროცესი. პროტესტის ყველა ფორმას მივმართავთ, რათა სასამართლოში არ დაინიშნონ კლანის წევრები“, — აცხადებს იუსტიციის უმაღლესი...

სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa ვიზიტორებს სხეულის თერაპიის,„ენდერმოლოგიის“ კურსს სთავაზობს

სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa ვიზიტორებს სხეულის თერაპიის,„ენდერმოლოგიის“ კურსს სთავაზობს
access_time2019-03-20 16:00:10
სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa ვიზიტორებს სხეულის თერაპიის,   „ენდერმოლოგიის“ კურსს სთავაზობს. ენდერმოლოგია მთლიანი სხეულისა თუ სხვადასხვა, ცალკეული ზონების თერაპიის იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ერთდროულად გაშორებთ ცელულიტს და ისეთ პრობლემატურ ჩივილებს,...


მსგავსი სიახლეები

up