დასაკეცი სმარტფონი Motorola Razr-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში 6 თებერვლიდან გაიყიდება. მობილურის გაყიდვის შესახებ ცნობა ოპერატორ Verizon-ის ვებგვერდზე გავრცელდა.
არსებული ინფორმაციით, 26 იანვრიდან ოპერატორის ვებგვერდზე წინასწარი შეკვეთების გაკეთება იქნება შესაძლებელი. 6 თებერვლიდან კი დასაკეცი სმარტფონი თავისუფლად გაიყიდება Verizon-ზე, Wallmart-ის ქსელსა და Motorola-ს ვებგვერდზე.
Motorola Razr-ის ღირებულება 1500 დოლარი იქნება. გამოცემა GSMArena-ს ცნობით, მობილური არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ დიდ ბრიტანეთშიც გაიყიდება. ჯერჯერობით უცნობია გავა თუ არა ან როდის Motorola Razr-ი საერთაშორისო ბაზარზე.
Imedinews.ge