„ხუთ წელში ბევრი სამშენებლო ბიზნესი გაქრება, წლის ბოლომდე კი ამ სფეროში 20 ათასი ადამიანი დარჩება უმუშევარი - თორნიკე აბულაძე ახალ სამშენებლო რეგულაციაზე

„ხუთ წელში ბევრი სამშენებლო ბიზნესი გაქრება, წლის ბოლომდე კი ამ სფეროში 20 ათასი ადამიანი დარჩება უმუშევარი - თორნიკე აბულაძე ახალ სამშენებლო რეგულაციაზე

access_time2019-07-17 09:00:31

„ყველა თანხმდება იმაზე, რომ ბავშვი 12 კლასს ერთ წელიწადში ვერ გაივლის და ამისთვის  12 წელი სჭირდება. ასევე არ  შეიძლება შვიდი წლის მოსწავლე  მერვე კლასში დავსვათ და შესაბამისი სასწავლო პროგრამით ვასწავლოთ. ასეა სამშენებლო რეგულაციებშიც, რომელთა სიმრავლე და ერთიანად მიღება ბიზნესისთვის ზუსტად იგივე წნეხია“,  ასე აფასებს „მენაშენთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე სამშენებლო რეგულაციებში ამოქმედებულ მორიგ ცვლილებას.


სამშენებლო დოკუმენტის 20%-ის ცვლილების შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის აღება თავიდან უნდა მოხდეს -შესაბამისი ცვლილება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში უკვე შევიდა და დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.


თორნიკე აბულაძის პოზიციით, ბიზნესსაც და ხელისუფლებასაც სამართლიანი არგუმენტები აქვს. ერთი მხრივ, ცალსახად მიუღებელია რეგულაციების  დაჩქარებული წესით შემოღება, რადგან ეს ბიზნესისთვის სერიოზული წნეხი გახდება, მეორე მხრივ კი - თბილისის მერია ქაოტური მშენებლობების ბრძოლისთვის ყველა საჭირო ზომას მიმართავს.


„ჩემთვის, როგორც ბიზნესის წარმომადგენლისთვის, რეგულაციების ასეთი სიმრავლე მიუღებელია. მათ შორის ეს ახალი ცვლილება, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, შემოიღეს იმ მიზნით, რომ მაქსიმალურად ყველა მშენებარე ობიექტს შეეხოს კანონი და არცერთი არ დარჩეს თამაშგარეთ. ბუნებრივია, ამ პროცესში არაერთი კერძო სექტორი შეწყვეტს საქმიანობას და ბაზარზე დარჩება მათი მცირე რაოდენობა. ამ უკანასკნელს კი სერიოზულ წნეხში მოუწევს სამშენებლო ნებართვის მიღება და საბოლოოდ პროექტის განხორციელება. ამიტომ, მომდევნო ხუთ წელში ბევრი ბიზნესი ბაზრიდან საერთოდ გაქრება, რაც არ არის კარგი“.


რაც შეეხება ხელისუფლების არგუმენტებს, თორნიკე აბულაძე ყურადღებას ამახვილებს  თბილისის მერის წინასაარჩევნო დაპირებაზე:



„რეგულაციების მეორე მხარეა ხელისუფლება, რომელსაც ასევე აქვს თავისი საფუძვლიანი არგუმენტები და თბილისის მოსახლეობის უმეტესობა მას ეთანხმება. ეს არის ქაოტური მშენებლობების, რაც შეიძლება სწრაფად შემცირება. ამ ლოგიკით თბილისის მერი კახა კალაძე თავის წინასაარჩევნო დაპირებას ასრულებს. ამასთან, ინდივიდუალურად ყველა სამშენებლო რეგულაცია რომ განვიხილოთ, სამართლიანია - მშენებლობების ზრდის პარალელურად გახშირდა ფატალური შემთხვევები და მისი პრევენციისთვის, შესაბამისი ზომების მიღება მნიშვნელოვანი გახდა“.


გარდა ბიზნესისა და ხელისუფლების არგუმენტებისა, თორნიკე აბულაძე სამშენებლო რეგულაციების შედეგებზეც საუბრობს. საქსტატის მიხედვით, მიმდინარე წელს სამშენებლო ბიზნესში 4 ათასი ადამიანი უმუშევარი დარჩა, ამ ციფრის ზრდა კი გარდაუვალია. უახლეს მომავალში ბაზარზე საცხოვრებელი ბინების დეფიციტიც გაჩნდება და მათი ფასიც მკვეთრად აიწევს.


„რაც შეეხება მოსალოდნელ შედეგებს - დარწმუნებული ვარ წლის ბოლომდე სამშენებლო ბიზნესში 20 ათასი ადამიანი  უმუშევარი დარჩება და ეს ციფრი მზარდია. სხვანაირად შეუძლებელია, როცა ბიზნესს პირდაპირ ურტყამს რეგულაციები. როგორც აღვნიშნე უმრავლესობა ამას ვერ გაუძლებს და ბაზრიდან გავა. ბაზარზე დარჩენილ ერთეულ ბიზნესებს კი სამშენებლო ნებართვების აღება გაუჭირდებათ, რაც აუცილებლად გამოიწვევს ბინის თვითღირებულების გაძვირებას და მის დეფიციტს. ესე იგი, რადგან ბევრი ახალი ბინა აღარ აშენდება, თბილისში დღეს არსებული 350 ათასი საცხოვრებელი ბინის ფასი აიწევს“.


იმ მიზნით, რომ სამუშაო ადგილები არ შემცირდეს, ბიზნესი არ დაზარალდეს და ბაზარზე დეფიციტი არ გაჩნდეს, რამდენად შესაძლებელია სამშენებლო რეგულაციების პარალელურად მხარეებმა კომპრომისი მოძებნონ, ანუ ბიზნესისა და სახელმწიფოს ინტერესებმა ერთმანეთი არ გადაკვეთონ? - ამ კითხვაზე თორნიკე აბულაძეს მარტივი პასუხი აქვს:


„ეს შეუძლებელია. დღეს ბიზნესი და სახელმწიფო ერთდროულად კმაყოფილი ვერ იქნება, რადგან სულ  ორი არჩევანია - ან სწრაფი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ უსახური მშენებლობები, ან მშენებლობების დაპაუზება 5 წლით და ეკონომიკური რეპრესია. მთავრობა არჩევანს მეორე ვარიანტზე აკეთებს, რაც ბიზნესისთვის წამგებიანია“.


შეგახსენებთ, სამშენებლო დოკუმენტის იმგვარი ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს შეთანხმებული ობიექტის განაშენიანების ფართობის ცვლილებას 20%-ზე მეტად ან ამ ობიექტის ფუნქციის ცვლილებას, დაუშვებელია. ასეთ შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის აღების პროცედურა დაწყებული უნდა იქნეს თავიდან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.



განაშენიანების ფართობის ცვლილების შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, როდესაც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის უფლებრივი ზონირების ცვლილებით დამკვეთს ერთმევა შესაძლებლობა, ზონის ცვლილებამდე დადგენილი ან კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული პარამეტრები აითვისოს მშენებლობის ნებართვის აღების პროცედურის თავიდან დაწყების გზით’,-ნათვამია დადგენილებაში.



სალომე ლემონჯავა






საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up