მოსწავლეთა ტრანსპორტირებას მომავალი წლიდან თვითმმართველობები უზრუნველყოფენ

მოსწავლეთა ტრანსპორტირებას მომავალი წლიდან თვითმმართველობები უზრუნველყოფენ

access_time2018-08-12 11:42:53

სქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ილია ბეგიაშვილი და მზია გიორგობიანი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდნენ. 



შეხვედრა საირმეში გაიმართა და მას აჭარის, გურიის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებში შემავალი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



მთავარი განსახილველი თემა სამინისტროებს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და მუნიციპალიტეტებს შორის თებერვალში გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხების აღსრულება იყო.



„სამუშაო შეხვედრა გაიმართა და საშუალება მოგვეცა დაგვენახა რამდენად მზად არიან მუნიციპალიტეტები, რომერთი კონკრეტული ფუნქცია - სკოლების სატრანსპორტო მომსახურება თვითმმართველობებში გადავიდეს. გამოჩნდა სირთულეები, პრობლემები, რაც ახლავს ამ საკითხს და დავინახეთ სადაა საჭირო ჩვენი დახმარება“ - განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.




შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ დეცენტრალიზაცია ევროინტეგრაციის პროცესის განუყოფელი ნაწილია, რომელიც თვითმმართველობებისთვის მეტი შესაძლებლობებისა და ფინანსების გადაცემას ითვალისწინებს.



„დღეს ერთ-ერთი აქტუალური თემაა მოსწავლეთა ტრანსპორტირების საკითხი, რასაც მომავალი წლიდან თვითმმართველობები უზრუნველყოფენ. ამ საკითხის გარდა, ჩვენ მზად ვართ, დეცენტრალიზაციის პროცესში, ბევრი სხვა უფლება და შესაძლებლობა გადავიტანოთ ადგილებზე“ - განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ.



შეხვედრა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.



„მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ცენტრალური ხელისუფლებიდან თვითმმართველობებში გარკვეული ფუნქციების დელეგირება ძალიან საინტერესოა პროცესია, ამჯერად საუბარია სკოლების მოვლა-პატრონობისა და მოსწავლეთა ტრანსპორტირების საკითხებზე. შეხვედრები გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ გვექნება ხელშესახები შედეგები ყველა მიმართულებით“ - განაცხადა ბაღდათის მერმა არჩილ გოგსაძემ.







NDI- საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემები უმუშევრობა, სიღარიბე, ფასების ზრდა და ლარის გაუფასურებაა

NDI- საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემები უმუშევრობა, სიღარიბე, ფასების ზრდა და ლარის გაუფასურებაა
access_time2021-01-25 13:26:18
NDI-ის უახლესი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა (59%) საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს.   კვლევის თანახმად, რომელიც 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდს მოიცავს, ქვეყნის ეკონომიკის წინაშე მდგარ სხვა პრობლემებს შორის დასახელებულია: ფასების ზრდა (45%); სიღარიბე (28%); ლარის გაუფასურება (27%); პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები (14%); დაბალი ხელფასები (11%) და საზღვრების ჩაკეტვა (6%).   ამასთან,...

ხელისუფლება ჭორებს ავრცელებს, თითქოს სექტორთან კომუნიკაცია აქვს - INN Group

ხელისუფლება ჭორებს ავრცელებს, თითქოს სექტორთან კომუნიკაცია აქვს - INN Group
access_time2021-01-25 13:00:03
ჭორებს ავრცელებენ თითქოს სექტორთან გარკვეული კომუნიკაცია არის, - Inn Group -ის  დირექტორმა ერეკლე კოკაიამ  უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან ბიზნესის იგნორირებაზე  რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ  კერძო სექტორს სურს მთავრობის დახმარება, თუმცა საკონსულტაციო შეხვედრაზე არ მოდინ. ყოველ დღე ვწერთ თუმცა  არ რეაგირებენ, — ეს ერეკლე კოკაიას ალოგიკურად ეჩვენება. ფრენების დაშვება, სახმელეო  საზღვრების დაკეტვით და აინტერესებს...

კარგი იქნებოდა, რომ ჩვენთვის აეხსნათ, თუ რატომ არის შეზღუდვა სამთო კურორტებზე

კარგი იქნებოდა, რომ ჩვენთვის აეხსნათ, თუ რატომ არის  შეზღუდვა  სამთო კურორტებზე
access_time2021-01-25 11:00:07
კარგი იქნებოდა, რომ  ჩვენთვის აეხსნათ თუ რატომ არის  შეზღუდვა  ბაკურიანზე  და  ზოგადად  სამთო კურორტებზე , როდესაც  სხვა  კურორტებზე ძალიან ბევრი  ხალხია და ფაქტობრივად ამ ადამიანებს ერთმანეთთან კონტაქტი მაინც აქვთ. ვერ  ვხვდები პანდემიის  გავრცელების პრევენციის  კუთხით სამთო კურორტებოის დაკეტვა რას შველის. -  ამის შესახებ "კომერსანტს" დაბა ბაკურიანში მდებარე სასტუმრო  კრისტალის დირექტორმა ქეთევან...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 11 248 ტესტი ჩატარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 11 248  ტესტი ჩატარდა
access_time2021-01-24 10:57:00
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 248 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 979 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 269 PCR...

საქართველოს რადიომაუწყებლების გაერთიანება პრემიერ-მინისტრს მიმართავს

საქართველოს რადიომაუწყებლების გაერთიანება პრემიერ-მინისტრს მიმართავს
access_time2021-01-24 09:30:35
საქართველოს რადიომაუწყებლების გაერთიანება პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას მიმართავს. მიმართავაში ნათქვამია, რომ უნდა გადაიხედოს შპს „საქართველოს ტელე-რადიო ცენტრის“ სატარიფო...


მსგავსი სიახლეები

up