მოსუფთავებული პოლიტიკური ველი ადგილობრივი არჩევნების წინ

მოსუფთავებული პოლიტიკური ველი ადგილობრივი არჩევნების წინ

access_time2017-01-26 13:30:02

თვითმმართველობის არჩევნების წელი დაიწყო და თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიაში არსებული დიდი დაშლა-კრიზისის გამო ოპოზიციური ფლანგი ანგარიშგასაწევი პარტიის გარეშეა დარჩენილი, მმართველი "ქართული ოცნება" კი - კონკურენციის გარეშე და დღეს არსებული სურათი თუ არ შეიცვლება, "ოცნებას" რეგიონებში მანდატების მისაღებად მაინცდამაინც დიდი წინააღმდეგობების გადალახვა არ მოუწევს. ოპოზიციის კრიზისს აჩვენებს ენ-დი-აის ბოლო კვლევაც, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა და სოციოლოგების დიდი უმეტესობის თქმით, თუ ოპოზიცია არ გამოცოცხლდა, არ გაერთიანდა და ახალი სახეები და იდეები არ შესთავაზა ამომრჩეველს, "ოცნებას" უპირატესობა კიდევ უფრო გაიზრდება - წერს გაზეთი „რეზონანსი“. 


საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ „ფსიქო პროექტის" დამფუძნებლის, ზურაბ ბიგვავას თქმით, ოპოზიციური პარტიებისგან ერთგვარად მოწმენდილი ველის გამო თუკი ვინმე თვლის, რომ ხელისუფლებას ხელი-ფეხი გაეხსნა და კონკურენციის აღარ უნდა ეშინოდეს, ეს მხოლოდ ილუზიაა - დღეს ხელისუფლების მთავარი ოპოზიცია არა პარტიები, არამედ არასამთავრობი სექტორი ხდება, ეს არჩევნებზე ხელისუფლებას ხელს მაინცდამაინც ვერ შეუშლის. "ქვეყანაში არსებობს კარგად ორგანიზებული, იდეოლოგიურ ღირებულებებზე ჩამოყალიბებული, ფინანსურად უზრუნველყოფილი ადამიანების ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ძალიან აქტიურები არიან და გარკვეულ, პოლიტიკურად მყარ პოზიციაზე დგანან. მათი სახით საქართველოს ხელისუფლებას საკმაოდ სერიოზული ოპონენტი ჰყავს. ამდენად, შეიძლება გაცილებით უფრო დიდი წინააღმდეგობის შემცველია არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება. ისინი რამდენიმე თემატურ საკითხზე ხელისუფლების წინააღმდეგ ძალიან ორგანიზებულად წავიდნენ. არ ვიცი, რა ფენომენთან გვაქვს საქმე, მაგრამ ჩანს, რომ ხელისუფლების ოპოზიცია არის არა პოლიტიკური პარტიები, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი," - ამბობს ბიგვავა. მისი თქმით, რეიტინგის არქონის მიუხედავად, "არც ოპოზიციური პარტიები მომკვდარან, მათ მხოლოდ სძინავთ", მაგრამ ადგილობრივ არჩევნებში ხმების მიღებას დიდი ალბათობით ვერ შეძლებენ.

 

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მხოლოდ ერთი სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა, „ენ-დი-აის“ დაკვეთით და თუნდაც ამ კვლევაში ჩანს, რომ ოპოზიციის შანსები მინიმუმზეა. შეკითხვაზე, რომელი პარტია დგას ყველაზე ახლოს თქვენს შეხედულებებთან, 40% ამბობს რომ "ქართული ოცნება", იმ დროს, როდესაც არჩევნებიდან ერთი თვეც არ არის გასული, არჩევნებზე კი ამ პარტიამ 48%-იანი მხარდაჭერა მიიღო, მეორე ტურებში კი ყველგან გაიმარჯვა. თუ არჩევნებზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხმათა 27% მიიღო, კვლევაში მისი რეიტინგი არის მხოლოდ 10%. ასევე 1/3 ით შემცირებულია "პატრიოტთა ალიანსის" რეიტინგიც. მან არჩევნებზე მიიღო 5%, კვლევაში კი მხოლოდ 3% ამბობს, რომ "ალიანსის" შეხედულებები მისთვის მისაღებია.

 

ბიგვავას თქმით, ხელისუფლების რეიტინგის დაწევა არჩევნების შემდეგ ლოგიკურია და ხშირად ხდება ასე, "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგის ასეთი ვარდნა კი უკვირს ხელისუფლების მიმართ ნდობის 8%-ით დაკლება, ეს ცოტათი ვარდნაა და არ არის ისეთი სერიოზული, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" 17%-ით დაკლება. "ნაციონალების" რეიტინგი იყო 27% და დაეცა 10%-მდე და არ მოველოდი ასეთი ვარდნა თუ იქნებოდა. კი, ვნახეთ, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" წინააღმდეგობები იყო და პარტია გაიყო. ასეთი მომენტები სერიოზულად მოქმედებს ამომრჩევლებზე და მომხრეებზე. ამიტომ ველოდებოდი სადღაც 30%-იან ვარდნას, მაგრამ ვხედავთ, რომ რეიტინგის დაახლოებით 60%-იანი ვარდნა აქვთ," - აღნიშნავს ბიგვავა.

 

„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის" დირექტორის, კობა თურმანიძის თქმით, „ენ-დი-აის“ კვლევა პარტიების მხარდაჭერის რეიტინგს არ აჩვენებს, საუბარი იყო, რომელი პარტია დგას ამომრჩეველთა ახლოს. მისი თქმით, ამ კვლევამ აჩვენა, რომ ამომრჩეველი ისევ ახალი პარტიის ძიებაშია. "საკმაოდ ბევრია ისეთი ამომრჩეველი, რომელიც თავისთვის სასურველ პარტიას ეძებს და ელის. ამ მომენტში ოპოზიცია დასუსტებულა. ახლა ალბათ ამ ოპოზიციური ჯგუფების გადალაგება მიმდინარეობს და ცოტა ხანში დავინახავთ რა მოხდება. შეიძლება ახალი პარტიები და ახალი სახეები მივიღოთ. უკანასკნელი წლების კვლევის შედეგებით აშკარაა ის, რომ ამომრჩევლის გარკვეული ნაწილი უპარტიოა და მისი მიმხრობა შეუძლია ნებისმიერ პარტიას, რომელიც კარგად იმუშავებს ამ ველზე. დღევანდელი სისუსტე ხვალისთვის არაფერს არ ნიშნავს, თუ გაყოფილი და ახლადშექმნილი პარტიები ხელს გაანძრევენ. დღეს ისეთი მდგომარეობაა, რომ ყველა ოპოზიციური პარტია მუშაობას თანაბარი პირობებიდან იწყებს," - აღნიშნავს თურმანიძე. მისი თქმით, ახალ პარტიას თუ გაერთიანებას უპირველესად სწორი მუშაობა სჭირდება.

 

„ახალმა პარტიამ, რომელიც სწორად იმუშავებს, გაიგებს რა ტიპისაა მისი ამომრჩეველი, რა აწუხებს და რა უნდა მას, შეიძლება საკმაოდ დიდი მხარდაჭერა მიიღოს. თუმცა ჯერჯერობით ასეთი პარტია არ გამოჩნდა. დღეს პარტიები ოპოზიციურ ფლანგზე საერთოდ არ ჩანს," - მიიჩნევს თურმანიძე. რომელ პარტიას რა შანსები შეიძლება ჰქონდეს ადგილობრივ არჩევნებზე, ამაზე თურმანიძეს ამბობს, რომ კვლევის გარეშე საუბარი რთულია. თუმცა მისი თქმით, თუკი უახლოეს თვეებში ძლიერი ოპოზიციური ძალის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდება. მმართველი პარტიის უპირატესობა მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან შედარებით კიდევ უფრო გაიზრდება.

 

ზურაბ ბიგვავას განცხადებით, რა სურათი შეიძლება მივიღოთ ადგილობრივ არჩევნებზე, ამის ახლა, 10 თვით ადრე გამოთვლა შეუძლებელია, რადგან ამომრჩეველი ლაბილურია, ხშირად და ადვილად იცვლის დამოკიდებულებებს. ის აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე გამოჩნდება, რომელმა ოპოზიციურმა პარტიამ შეძლო სიცოცხლის შენარჩუნება და გამოღვიძება. მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს შანსი საკრებულოებში მანდატები მიიღონ, მაგრამ ალბათ 10%-ს ვერ მიიღებენ, ხოლო ბოკერია-უგულავას ახალ გაერთიანებას "ევროპულ საქართველოს" შეიძლება 4%-იანი ბარიერის გადალახვა ძალიან გაუჭირდეს. "ოცნება" დამაჯერებელ გამარჯვებას რომ მოიპოვებს და გაცილებით მძლავრად რომ იქნებიან წარმოდგენილები, ამაზე ლაპარაკიც საჭირო არ არის. არჩევნებამდე არის საკმაოდ დრო და გააჩნია "ნაციონალები" რას დაგეგმავენ, რა პიარ-აქციებს ჩაიდენენ და რას მოიმოქმედებენ. ისინი პოლიტიკაშ გამოუცდელები არ არიან, მაგრამ ამისდა მიუხედავად იმხელა წარმატებას მიაღწიონ, რაც საპარლამენტო არჩევნებზე შეძლეს, ამის შანსი არ აქვთ," - მიიჩნევს ბიგვავა. ის ამბობს, რომ ასევე ბარიერის გადალახვის შანსი აქვს "პატრიოტთა ალიანსს" და შესაძლოა ნინო ბურჯანაძის "დემოკრატიულ საქართველოსაც". "თავისუფალი დემოკრატები" ალასანიას წასვლის შემდეგ, მისი თქმით, უშანსოდ არიან. ბიგვავას თქმით, არც დავით უსუფაშვილის მიერ დაანონსებულ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას აქვს შანსი ბარიერი გადალახოს, რადგან დრო ცოტაა ახალი პარტიის გაცნობისა და ნდობისთვის. თუმცა ეს ძალა ასპარეზზე ჯერ არ გამოჩენილა და მასზე საუბარი ძალიან ძნელია.

 

„რეზონანსი

 



„დანკინმა“ ინფექციურის და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა

„დანკინმა“  ინფექციურის  და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა
access_time2020-04-07 12:30:35
ამერიკული რესტორნების ქსელმა „დანკინმა“ ინფექციურის და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკების ბოქსირებული განყოფილების მედიკოსებს დაუღალავი შრომისთვის მადლობის ნიშნად საუზმე მიართვა და საშუალება მისცა „დანკინის“ ყავით და დესერტებით ენერგიულად დაეწყოთ დილა. აქცია „ვისოლ ჯგუფის“ სოციალური კამპანიის ნაწილია, რომელიც საზოგადოებას თანამედროვე გმირებს გააცნობს დევიზით #შექმენიისტორია. შეგახსნებთ, რომ „დანკინის“ რესტორნები ახალი რეგულაციების გათვალისწინებით განაგრძობენ მუშაობას და...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1794 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2200 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1794 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2200 ლარი ღირს
access_time2020-04-07 12:30:10
ლარი გაუფასურების ტენდენციას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1762-ით დაიწყო, 12:20 საათისთვის 1 დოლარი 3.1794-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 6 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1740 ლარი შეადგინა.  შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2000 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.1500 ლარად. „საქართველოს...

უაქციზო სასაქონლო ნომენკლატურის კოდზე გაურკვეველი, სავარაუდოდ აქციზური პროდუქტის იმპორტი ხორციელდება რაც გონივრულ ეჭვებს აჩენს-შავლეგ მიშველაძე

უაქციზო სასაქონლო ნომენკლატურის კოდზე  გაურკვეველი, სავარაუდოდ აქციზური პროდუქტის იმპორტი ხორციელდება რაც გონივრულ ეჭვებს აჩენს-შავლეგ მიშველაძე
access_time2020-04-07 12:25:48
ყოველდღიური ზარალი სახელმწიფო ბიუჯეტს: უაქციზო სასაქონლო ნომენკლატურის კოდზე (2901 10 000 00) გაურკვეველი, სავარაუდოდ აქციზური პროდუქტის იმპორტი ხორციელდება რაც გონივრულ ეჭვებს აჩენს - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის თავმჯდომარე, შავლეგ მიშველაძე. მიმდინარე წლის მარტის თვეში 2901 10 000 00 სასაქონლო კოდით (ორგანული ქიმიური ნაერთები, ნახშირწყალბადები, აციკლური გაჯერებული) - რეკორდული რაოდენობის...

6 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა მცირედით გამყარდა

6 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა მცირედით გამყარდა
access_time2020-04-06 19:00:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 6 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული...

ბაზისბანკის ციფრული არხებით სარგებლობა უფასოა

ბაზისბანკის ციფრული არხებით სარგებლობა უფასოა
access_time2020-04-06 17:30:46
ბაზისბანკი შექმნილი ვითარებისა და მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, თავის მომხმარებლებს ინტერნეტ და სმს ბანკინგს 3 თვის განმავლობაში უფასოდ მიაწოდებს. ბანკის ელექტრონული სერვისების საშუალებით საჭირო საბანკო ოპერაციების განხორციელებას სახლიდან გაუსვლელად, ბანკის ოფისებში ვიზიტის გარეშე, უწყვეტ რეჟიმში შეძლებთ. ბაზისბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკით თქვენ შეგიძლიათ: უფასოდ...


მსგავსი სიახლეები

up