„მოსკოვში სი ძინპინის ვიზიტმა შეამცირა ბირთვული ესკალაციის საფრთხე“  - ჟოზეპ ბორელი

„მოსკოვში სი ძინპინის ვიზიტმა შეამცირა ბირთვული ესკალაციის საფრთხე“ - ჟოზეპ ბორელი

access_time2023-03-25 19:58:30




ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის, სი ძინპინის ამასწინანდელმა ვიზიტმა მოსკოვში და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მისმა შეხვედრამ შეამცირა მოსკოვის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების უწყების ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა. 



ბორელის თქმით სიმ ძალიან ნათლად გააგებინა პუტინს, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი 

არ უნდა გამოიყენოს. 



მისივე თქმით ჩინეთის ლიდერს სურს, მინიმუმამდე დაიყვანოს იმის რისკი, რომ დაკავშირებული იყოს უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ჩინეთი სრულად არ უჭერს მხარს რუსეთს და ჯერჯერობით არ არის იმის არავითარი ნიშანი, რომ პეკინი მოსკოვს იარაღს უგზავნიდა.



როგორც financial times - წერს ევროკავშირის ლიდერები ცდილობენ, სი ძინპინი დაარწმუნონ, მოლაპარაკებები გამართოს უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისთან. გაზეთის თანამოსაუბრის თქმით, ბრიუსელი მოითხოვს, რომ ჩინეთმა მოისმინოს არა მხოლოდ რუსეთის, არამედ უკრაინის პოზიციაც.



მოსკოვში სი ძინპინის ვიზიტის მზადების ფონზე დასავლეთის მედიასაშუალებები წერდნენ, რომ ჩინეთის ლიდერი პუტინთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტთან მოლაპარაკებას გეგმავდა. ზელენსკისთან სის შეხვედრის მზადების შესახებ საუბრობდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.




ვოლოდიმირ ზელენსკი ახლახან იაპონიის გამოცემა The Yomiuri Shimbun-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სკეპტიკურად მიუდგა ჩინეთის ინიციატივებს რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მოგვარების საკითხში და აღნიშნა, რომ კიევს პეკინისგან არ მიუღია წინადადება, რომ ის შუამავლის როლში გამოვა ან შეხვედრას გამართავს უკრაინის ლიდერთან. „მაგრამ მე დიპლომატიური არხებით მივაწოდე პირდაპირი ინფორმაცია, რომ მსურს ჩინეთის ლიდერთან ლაპარაკი,“ თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.



სი ძინპინი 20-22 მარტს იმყოფებოდა რუსეთში სახელმწიფო ვიზიტით. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მისი არაფორმალური მოლაპარაკებები ვლადიმირ პუტინთან. 21 მარტს სიმ ოფიციალური შეხვედრები გამართა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up