მოსკოვის 50-ე საავადმყოფოში ხანძარმა ერთი პაციენტი იმსხვერპლა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი რეანიმაციის განყოფილებაში გაჩნდა, საიდანაც 5 პაციენტის ევაკუაცია მოხერხდა, ერთი კი დაიღუპა.
მეხანძრეებმა ცეცხლის ლიკვიდირება რამდენიმე საათში შეძლეს. შენობიდან სულ 295 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულები იმყოფებოდნენ. რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 10 817 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 198 676-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 104 პაციენტი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვი 1 827-მდე გაიზარდა. დღე-ღამეში გამოჯანმრთელების ყველაზე მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა - ვირუსი 5 308 ადამიანმა დაამარცხა.
Imedinews