რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი, რომელიც 9 მაისს უნდა ჩატარებულიყო, 24 ივნისს გაიმართება.
„გამოვცემ ბრძანებას, რომ მოსკოვში და სხვა ქალაქებში დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის ჩატარებისთვის მზადება დაიწყოს. აღლუმი 24 ივნისს გაიმართება“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყნის თავდაცვის მინისტრს დაავალა, რომ აღლუმის ჩატარებისას ჯანმრთელობისთვის ნებისმიერი რისკები გამოირიცხოს.
16 აპრილს კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო რუსეთის პრეზიდენტმა ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი 9 მაისის სამხედრო აღლუმის ჩატარება გადადო.
IMEDINEWS.GE