მოსკოვში აცხადებენ, რომ საქართველოსთან ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილება „ყველა გარემოების“ გათავალისწინებით უნდა მიიღონ

მოსკოვში აცხადებენ, რომ საქართველოსთან ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილება „ყველა გარემოების“ გათავალისწინებით უნდა მიიღონ

access_time2019-10-09 21:00:18

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი ვერშინინი აცხადებს, რომ ნიუ-იორკში გამართულ დავით ზალკალიანსა და სერგეი ლავროვის მოლაპარაკებებზე ორ ქვეყანას შორის ავიარეისების განახლების საკითხი განიხილებოდა. ამის შესახებ სერგეი ვერშინინმა გამოცემა „იზვესტაისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ეს საკითხი განიხილებოდა. მე შემიძლია, მხოლოდ დავეყრდნო განცხადებებს, რომლებიც თავად მინისტრმა და პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთეს. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს იმის გათვალისწინებით, თუ როგორია მდგომარეობა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ“, – განაცხადა ვერშინინმა.

კითხვაზე, ხედავს თუ არა რუსეთი უახლოეს პერსპექტივაში ავიამიმოსვლის განახლების წინაპირობებს, რუსი დიპლომატი აცხადებს, რომ ამგვარი ნაბიჯები მხოლოდ ყველა გარემოების გათვალისწინებით გადაიდგმება.

„ჩვენთვის ძვირფასია ქართველ ხალხთან მეგობრული ურთიერთობები. ამ ურთიერთობების გაუმჯობესებისა და მათი ნორმალიზებისკენ ნებისმიერ ნაბიჯს ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, თუმცა ასეთი ნაბიჯები უნდა გადაიდგას მხოლოდ ყველა გარემოების გათვალისწინებით“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.


1tv.ge


თეგები:
ფრენები



„საქართველოს პოსტკრიზისული ეკონომიკური აღორძინების გეგმაზე კემბრიჯში და ნიუ-იორკის დელოიტის ოფისში მუშაობენ“ - გახარია

„საქართველოს პოსტკრიზისული ეკონომიკური აღორძინების  გეგმაზე კემბრიჯში და ნიუ-იორკის დელოიტის ოფისში მუშაობენ“ - გახარია
access_time2020-05-27 17:08:38
„საქართველოს პოსტკრიზისული ეკონომიკური აღორძინების  გეგმაზე კემბრიჯში და ნიუ-იორკის დელოიტის ოფისში მუშაობენ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.   „მერწმუნეთ, რომ ჩვენ უახლოეს დრეებში გვექნება გარკვეული ანტიკრიზისული პროგრამების წარდგენა. ეს არის დეველოპმენტი შემდეგ იქნება სამედიცინო სფერო. რაც შეეხება პოსტ კრიზიულ გეგმებს ჩვენი სერთაშორისო მეგობრების დახმარებით მინდა გითხრათ, რომ გარდა ადგილობრივი ჯგუფების ან...

რატომ არის StopCov ფონდი გაუმჭვირვალე, რაში ხარჯავთ ჩარიცხული თანხას? - გოცირიძე გახარიას

რატომ არის  StopCov ფონდი გაუმჭვირვალე, რაში ხარჯავთ  ჩარიცხული თანხას? - გოცირიძე გახარიას
access_time2020-05-27 16:20:02
„დაასახელეთ მსოფლიოში ერთი ქვეყანა მაინც გარდა საქართველოსი, რომელმაც კორონავირუსის პანდების პერიოდში საკუთარ მოქალაქეებს არ გაუწია არც ერთი თეთრი ფულადი დახმარება“ - ამ კითხვით მიმართა პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მისულ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ. ოპოზიციონერმა დაპუტატმა თავის გამოსვლაში ყურადღება  StopCov ფონდში ჩარიცხული თანხაზე გაამახვილა. „ბ.ნ პრემიერო დაასახელეთ...

აპირებთ თუ არა გადახედოთ 520-ე დადგენილებას, რომელმაც ჯანდაცვის სისტემის ფინანსურ მდგრადობას უზარმაზარი ზარალი მიაყენა- ჭაბერაშვილი გახარიას

აპირებთ თუ არა გადახედოთ 520-ე დადგენილებას, რომელმაც  ჯანდაცვის სისტემის ფინანსურ მდგრადობას უზარმაზარი ზარალი მიაყენა-  ჭაბერაშვილი გახარიას
access_time2020-05-27 15:50:33
„აპირებთ თუ არა გადახედოთ 520-ე დადგენილებას, რომელმაც პანდემიამდე უზარმაზარი ზარალი მიაყენა  ჯანდაცვის სისტემის ფინანსურ მდგრადობას“, - ამ კითხვით მიმართა პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მისულ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. ოპოზიციონერმა დაპუტატმა თავის გამოსვლაში ყურადღება ჰოსპიტალურ სექტორში შექმნილ პრობლემებზე გაამახვილა. „ბ.ნ გიორგი, თქვენ თქვენი დროის უდიდესი ნაწილი დაუთმეთ იმაზე საუბარს...

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის ტემპების დაჩქარებას

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის ტემპების დაჩქარებას
access_time2020-05-27 15:00:56
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ ეკონომიკის გახსნასთან დაკავშრიებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს,რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: `ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის მორიგ ეტაპს, რომლის მიზანია, აღდგეს ეკონომიკური აქტივობა და ბიზნესი დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. საბედნიეროდ, საქართველოში გვაქვს ვითარება, როდესაც სამედიცინო პერსონალისა და ეპიდემიოლოგების ძალისხმევით, საქართველოს მთავრობის აქტიური მუშაობის, ბიზნეს სექტორისა და მოქალაქეების...

რატომ ვერ მოხერხდა, რომ დღეს თქვენ ამ მოხსენების ფონზე გქონოდათ წარმოდგენილი ბიუჯეტი - კაკულიას კითხვები პრემიერს

რატომ ვერ მოხერხდა, რომ დღეს თქვენ ამ მოხსენების ფონზე გქონოდათ წარმოდგენილი ბიუჯეტი - კაკულიას კითხვები პრემიერს
access_time2020-05-27 15:00:24
„რატომ ვერ მოხერხდა, რომ დღეს თქვენ ამ მოხსენების ფონზე გქონოდათ წარმოდგენილი ბიუჯეტი“, - ამ კითხვით მიმართა პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მისულ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ. ამასთან მმართველი გუნდის წევრმა საქართველოს პრემიერს ჰკითხა როგორ დაიხარჯება StopCov ფონდში ჩარიცხული თანხა. „რატომ ვერ მოხერხდა რომ დღეს თქვენ ამ მოხსენების ფონზე გქონოდათ წარმოდგენილი ბიუჯეტი...


მსგავსი სიახლეები

up