გამოკვლევის თანახმად, მოსკოვის მოსახლეობის 12%-ს კორონავირუსზე იმუნიტეტი აღმოაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მასობრივი ტესტირების შედეგად მოსკოველთა ნაწილი, 50,000 ადამიანი გამოიკვლიეს, საიდანაც კორონავირუსზე იმუნიტეტი 12,5 პროცენტს აღმოაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაცია ქალაქის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ალექსეი ხრიპუნმა გაავრცელა.
ხრიპუნის თქმით, მონაცემები სხვადასხვა რაიონში ცოტათი განსხვავდება. მაგალითად, ანტისხეულების მქონე ადამიანების წილი დედაქალაქის სამხრეთ-დასავლეთით არის 11%, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთში - 13% -ზე მეტი.
Imedinews