რუსეთში სომხეთს ელჩმა ვარდან ტოგანიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი ბიზნესმენის არაზ აგალაროვის კუთვნილ სავაჭრო ქსელ «Твой дом»-ის გაყიდვებიდან სომხური პროდუქცია ამოიღეს -ამის შესახებ რუსული სააგენტო РБК იუწყება.
„მსხვილმა ექსპორტიორებმა სომხეთიდან განაცხადეს, რომ ქსელის მაღაზიებიდან ერთდროულად სომხური კონსერვები, მინერალური წყლები და ალკოჰოლი გაქრა. ამავე დროს მაღაზიები აზერბაიჯანში წარმოებული პროდუქციითაა გავსებული. ეს არის პროვოკაცია, რომლის მიზანიცაა რუსეთის მსხვილი სავაჭრო ქსელების „დიდ მთიან ყარაბაღად გადაქცევა, რაც ძალიან საშიშია“ - განაცხადა ელჩმა.
დიპლომატმა განაცხადა, რომ სავაჭრო ქსელის მენეჯერები ხელმძღვანელობის მხრიდან ამ ტიპის ბრძანებაზე პირდაპირ საუბრობენ.
რამდენიმე დღის წინ, ტოგანიანმა განაცხადა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლოდროინდელი დაპირისპირების შემდეგ სომეხ ბიზნესმენებს თავიანთი პროდუქციის გაყიდვა ბაზარ «Фуд Сити»- ში აეკრძალათ - ამ ობიექტს აზერბაიჯანელები ფლობენ.
მოგვიანებით მოსკოვის მერიის ვაჭრობის დეპარტამენტის უფროსმა ალექსეი ნემერიუკმა განაცხადა, რომ «Фуд Сити»-სთან დაკავშირებული პრობლემები მოიხსნა, რაც თავად ელჩმა დაადასტურა.
თუმცა, სავაჭრო ქსელ «Твой дом»-ის ირგვლივ სიტუაცია კვლავ გაურკვეველი რჩება.
rambler.ru
მოამზადა თენგიზ აბლოთიამ