მოსკოვის და მინსკის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები უმწეობის ნიშანია

მოსკოვის და მინსკის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები უმწეობის ნიშანია

access_time2020-10-16 20:00:40

ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკა მძიმე მდგომარეობაშია. ის ერთ ნაბიჯს წინ დგამს, ორს კი  - უკან. არავითარი მკვეთრი სტრატეგია არ ჩანს, დადებით ზემოქმედებაზე კი საუბარიც ზედმეტია.

 

ეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო გადაწყვეტილებასაც ეხება. კვირაზე დიდხანს ისინი ბელარუსის ხელმძღვანელობის წინაამღდეგ სანქციებზე ვერ შეთანხმდნენ. დავა დიდხანს გაგრძელდა, თუმცა, როდესაც გადაწყვეტილება გამოცხადდა, აღმოჩნდა, რომ შეზღუდვები პირადად ლუკაშენკოს არ შეეხო.

 

რა აზრი აქვს სანქციებს ქვეშემდგომების მიმართ მაშინ, როდესაც მთავარი პირი უვნებელი რჩება?

 

მოგვიანებით, ევროკავშირმა ეს შეასწორა და ამიერიდან სანქციები ლუკაშენკოს, მისი ოჯახის წევრებს და რამდენიმე მოსამართლესაც ეხება. თუმცა, გაუგებრია, ეს თავიდანვე რატომ არ გაკეთდა.

 

ლუკაშენკოს რეჟიმის ასობით მოწინაამღდეგე ციხეებში აღმოჩნდა მანამ, სანამ ევროკავშირის მაღალჩინოსნები მიხვდნენ, რომ დიქტატორი ოპოზიციასთან მრგვალ მაგიდასთან დაჯდომას არ აპირებს.

 

ახალი სანქციები - უმწეობის მაჩვენებელია, ისინი ბელარუს ლიდერს პუტინთან დაახლოებისკენ კიდევ უფრო მეტად უბიძგებენ, თუმცა ახალ პერსპექტივებს ბელარუსისთვის და დემოკრატიული მოძრაობისთვის არ ჰქმნიან.


 

არაფრითაა უკეთესი ევროკავშირის პოზიცია პუტინის მთავარი მტრის, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მოწამვლის საკითხში.

 

ამ თემის სიმწვავე ძირითადად ევროკავშირზეა გადაბარებული მაშინ, როდესაც ძირითადი პასუხისმგებლობა წესით გერმანიას უნდა ეკისრებოდეს - სწორედ ბერლინმა, რუს ოპოზიციონერს თავისი ხარჯებით უმკურნალა, დაცვის ქვეშ აიყვანა და ზოგადად, ის, როგორც ქვეყნის საპატიო სტუმარი, ისე მიიღო.

 

თანაც პუტინის მისამართით პირველი ბრალდებები სწორედ ბერლინიდან გაჟღერდა.

მაგრამ, არა - გერმანიას პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება ჯიუტად არ სურს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ რუსული გაზსადენის „ ჩრდილოეთ  ნაკადი-2“-ს მშენებლობის შეწყვეტის საკითხიც კი არ განიხილება.

 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰაიკო მაასს არც თუ ისე საპატიო როლი ერგო - ნავალნის საქმეში მან პასუხისმგებლობა ბრიუსელს გადააბარა. სწორედ ევროკავშირი უწესებს სანქციებს რუსეთს ნავალნის მოწამვლის გამო.

 

გაზსადენის მშენებლობა კი გრძელდება, და ეს სანქციების  პოლიტიკის სიყალბეს ნათლად აჩვენებს - ის პრობლემებს არა თუ არ წყვეტს, არამედ მათ მიმართ ყურადღებას ასუსტებს.

 

გერმანია კი ამ საქმეში ძირითად როლს ასრულებს.

 

DieTageszeitung.de

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up