მოსკოვის ავტოსალონი წამყვანი ბრენდების გარეშე ჩაივლის – საავტომობილო გიგანტები მარკეტინგულ კამპანიას ცვლიან

მოსკოვის ავტოსალონი წამყვანი ბრენდების გარეშე ჩაივლის – საავტომობილო გიგანტები მარკეტინგულ კამპანიას ცვლიან

person access_time2016-02-11 15:00:29

მოსკოვის საერთაშორისო ავტოსალონზე, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში, „კროკუს ექსპოში“ გაიხსნება, წამყვანი საავტომობილო ბრენდები წარმოდგენილი არ იქნებიან. Autonews.ru–ს ინფორმაციით, რუსეთის უმსხვილეს მოტორშოუს გამოტოვებენ  Toyota, Lexus, Volkswagen, Skoda, BMW, Audi, Honda, Acura და Volvo.

 

ჩამონათვლიდან, რომელიც ევროპული ბიზნესის ასოციაციის ავტომწარმოებელთა კომიტეტმა შეიმუშავა, ჩანს, რომ რიგ ბრენდებს მოსკოვის ავტოსალონში მონაწილეობის გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღიათ. მათ შორისაა Ford, Chery, Ferrari, Isuzu, Maserati, Porsche, SsangYong, Subaru და რუსული „გაზ“–ი.


სალონზე წარმოდგენილი იქნება ავტოვაზი, რომელიც რვა სამოდელო რიგს გამოიტანს.

 

Autonews.ru–ს ერთერთი წყაროს განცხადებით, ბევრი ავტომწარმოებლის აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა ღონისძიების დაბალმა ეფექტიანობამ, ასევე „კროკუს ექსპოს“ ფართების მაღალმა საიჯარო გადასახადმა და სხვა ხარჯებმა. ფასები ევროპულ ვალუტაშია დაფიქსირებული.

 

იაპონური კომპანიის Toyota–ს წარმომადგენელმა ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი თქვა რუსეთში არსებული არასტაბილური ეკონომიკური სიტუაციის გამო.

 

„Toyota ყოველთვის ძალიან ყურადღებით უდგება პროექტების შერჩევას და მათ ეფექტურობას იკვლევს. ყველა პროექტი უნდა იყოს გამართლებული ინვესტიციების დაბრუნების თვალსაზრისით. ახლა პირველი პრიორიტეტია ჩვენი კლიენტების ლოიალობის შენარჩუნება ტრადიციულად მაღალ დონეზე. ამიტომაც მარკეტინგული ამოცანებიც სწორედ ამ სიბრტყეზე დევს,“ – განაცხადა Toyota–ს წარმომადგენელმა.

 

„დღეს  ბაზარი მოითხოვს ახალ მიდგომებს კლიენტთან მუშაობისადმი. ჩვენ ვთვლით, რომ აუცილებელია კლიენტთან შეხვედრა საკუთარ ტერიტორიაზე. მასობრივმა ღონისძიებებმა, სადაც ერთდროულად მრავალი საავტომობილო ბრენდია წარმოდგენილი, რუსეთში აქტუალობა დაკარგა. სწორედ ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ საკუთარ პლატფორმებზე, სადაც კლიენტებთან შუამავლების გარეშე ვურთიერთობთ. BMW 7-Series–ის ბუტიკი „გუმ“–ში ამ მიდგომის ნათელი დადასტურებაა,“ – განაცხადა BMW Group–რუსეთის გენერალურმა დირექტორმა ელენა სმირნოვამ. 

 

Volvo–ს წარმომადგენელი ანტონ სვეკოლნიკოვი აცხადებს, რომ კომპანიამ შემოიღო ახალი სტრატეგია Volvo Way to Market, რომელიც გულისხმობს უარის თქმას სტანდარტულ მიდგომებში ინვესტირებაზე უფრო ინოვაციური მიდგომების სასარგებლოდ. სტანდარტული სვლების კატეგორიაში მოხვდა ავტოსალონებიც. 

 

„ჩვენ მონაწილეობას არ ვიღებთ არც ფრანკფურტის და არც პარიზის მოტორშოუში. კომპანიის პოლიტიკაა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ წარმოდგენილნი წელიწადში მხოლოდ ერთ მსხვილ ავტოსალონზე, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია.“ – განმარტა სვეკოლნიკოვმა.

 

კორეული მარკები Kia და Hyundai კი, პირიქით, ავტოსალონზე წარმოდგენილნი იქნებიან. „კროკუს ექსპოში“ ასევე გამოჩნდება ისეთი ბრენდების ავტომობილები, როგორებიცაა Nissan, Renault, Citroen, Infiniti, Jaguar, Land Rover, Mazda, Mercedes-Benz, Mitsubishi, Peugeot, Suzuki და UAZ. 

 

სტატისტიკის თანახმად. 2015 წელს რუსეთში მსუბუქი და კომერციული ავტომობილების გაყიდვა 35,7%–ით შემცირდა 2014 წელთან შედარებით, და 1,6 მილიონი ავტომობილი შეადგინა. რუსეთის საავტომობილო ბაზრის ვარდნა წელსაც გრძელდება. 



ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ სტუმრებს 8 ივნისიდან მიიღებს

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“  სტუმრებს  8 ივნისიდან მიიღებს
access_time2020-05-26 17:15:05
სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია” 8 ივნისიდან სტუმრებთან შესახვედრად ემზადება.სასტუმროს გუნდი მოხარულია კვლავ უმასპინძლოს სტუმრებს და აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე – 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროს გარე სივრცეები: “ივერია ტერასა” და “ივერია კაფე”. მეორე ეტაპზე -15 ივნისიდან სასტუმრო სრული დატვირთვით ამუშავდება, გაიხსნება ღია და დახურული აუზები.მესამე ეტაპზე – 22 ივნისს გაიხსნება იტალიური და აზიური რესტორნები – “ფილინი” და “უმამი” რადისონის ჯგუფისთვის...

„საქართველოს ხელისუფლებამ „გაზპრომთან“ მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -"ნაცმოძრაობას” გიორგი გახარიასთან კითხვები აქვს

„საქართველოს ხელისუფლებამ  „გაზპრომთან“  მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -
access_time2020-05-26 15:00:12
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით,როდესაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში კითხვებზე საპასუხოდ მივა, "ნაციონალური მოძრაობა” აპირებს „გაზპრომთან“ დაკავშირებით დაუსვას კითხვა. "რა თქმა უნდა, ჩვენ დავუდებთ პრემიერს გათვლებს, ამ სამი წლის განმავლობაში, როდესაც კონტრაქტი შეცვალა საქართველოს მთავრობამ რუსეთთან, რა რაოდენობის ზარალი განიცადა ქვეყანამ, რატომ აზარალეს ქართული სახელმწიფო, რატომ არაფერს ვიღებთ ჩვენ გაზის...

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას
access_time2020-05-26 12:00:56
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოც წერილს უგზავნის. აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის გამოგზავნილ მილოცვაში ხაზს უსვამს ათწლეულების განმავლობაში აშშ-სა და საქართველოს შორის მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საერთო ღირებულებებს და ინტერესებს ეფუძნება. „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ...

როგორც შეძლებს მომხმარებელი ელექტროენერგიის ღირებულების შემცირებას

როგორც შეძლებს მომხმარებელი ელექტროენერგიის ღირებულების შემცირებას
access_time2020-05-26 18:30:36
საათობრივი ვაჭრობის ამოქმედების შემდეგ, მივიღებთ აქტიურ მომხმარებელს, რომელსაც მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების შემცირება შეეძლება – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელმა ირინა მილორავამ გადაცემა “ბიზნესპარტნიორის ოთხეულში” განახადა. როგორც მილორავამ განმარატა, ახალი ბაზრის წესებით, საათობრივი ვაჭრობა ინერგება საბითუმო დონეზე და შემდეგ გავრცელდება...


მსგავსი სიახლეები

up