მოსკოვი გეგმავს, დაფინანსება შეუმციროს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს

მოსკოვი გეგმავს, დაფინანსება შეუმციროს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს

access_time2022-03-11 00:00:16

რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, დიმიტრი ვოლვაჩი აცხადებს, რომ მათი მიზანია, შემცირდეს ოკუპირებული სოხუმისა და ცხინვალის დამოკიდებულება რუსულ დახმარებაზე მომდევნო 3 წლის განმავლობაში. ამის შესახებ ვოლვაჩმა რუსულ სახელისუფლებო მედია გამოცემა TASS-თან ინტერვიუში ისაუბრა. ის 9 მარტს აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.


როგორც გამოცემა წერს, რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი გადავლენ უფრო დამოუკიდებელ ეკონომიკურ ფორმატზე, რაც შეამცირებს დამოკიდებულებას რუსულ სუბსიდიებზე.


ამასთან, მინისტრის მოადგილის თქმით, მომდევნო წლებში შემცირდება რუსეთის თანადაფინანსების წილი სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებზე.


სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდის თვალსაზრისით რუსეთის თანადაფინანსების წილი თანდათან შემცირდება - 2022 წლის 85%-დან 2025 წლისთვის კი 15%-მდე, - ამბობს ვოლვაჩი.



მისივე თქმით, დახმარების პირველი ეტაპი დასრულებულია.


დახმარების პირველი ეტაპი, როცა შეგვიძლია უბრალოდ ფულის მიცემა, ინფრასტრუქტურის განვითარება, უკვე დასრულებულია. ყველაფერი, რისი მიღებაც შეგვეძლო ამ ეტაპიდან ეკონომიკური ზრდის კუთხით, მივიღეთ, - ამბობს ის.


ეკონომიკის მინისტრის მოადგილის აზრით, ოკუპირებულმა რეგიონებმა უნდა მოიზიდონ ინვესტიციები, გაამარტივონ რეგულაციები და გააუმჯობესონ საინვესტიციო კლიმატი, რათა გაზარდონ თავიანთი ბიუჯეტის შემოსავლები.


ყველა საუკეთესო [წესი] რაც რუსეთშია, იქ უნდა იყოს შეტანილი, რათა გარანტირებული იყოს ინვესტორის უფლებები - ამბობს ვოლვაჩი.


formulanews.ge

თეგები:
ვოლვაჩი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up