მოსკოვი და ვაშინგტონი მზად არიან პატიმართა გაცვლის შესახებ მოლაპარაკებისთვის

მოსკოვი და ვაშინგტონი მზად არიან პატიმართა გაცვლის შესახებ მოლაპარაკებისთვის

access_time2022-08-05 16:40:00

ვაშინგტონი და მოსკოვი, ჩანს, მზად არიან განიხილონ შესაძლო პატიმართა გაცვლა მას შემდეგ, რაც ამერიკელი კალათბურთის ვარსკვლავი, ბრიტნი გრაინერი, მოსკოვის ხიმკის სასამართლომ 4 აგვისტოს დამნაშავედ ცნო ნარკოტიკების კონტრაბანდაში და მიუსაჯა ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „მიუღებელი“ უწოდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, 5 აგვისტოს განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის განიხილოს ვაშინგტონთან პატიმრების გაცვლის საკითხი ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის მიერ 2021 წლის ივნისში ჟენევის სამიტზე შეთანხმებული და დღემდე არსებული დიპლომატიური არხის საშუალებით.

„ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ იმ არხის ფარგლებში, რომელიც პრეზიდენტებმა პუტინმა და ბაიდენმა შეათანხმეს“, - განაცხადა ლავროვმა 5 აგვისტოს კამბოჯაში ორგანიზაცია ASEAN-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე.

საპასუხოდ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დასძინა, რომ ვაშინგტონი „შეეცდება“ მიაღწიოს რუსეთის ამ წინადადების რეალიზებას.

„დღეს დილით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა [ლავროვმა] განაცხადა ... რომ ისინი მზად არიან მონაწილეობა მიიღონ პატიმართა გაცვლაში“, - თქვა ბლინკენმა კამბოჯაში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე და დასძინა, რომ აშშ-ი „გააგრძელებს ძალისხმევას, რომ მიაღწიოს“ კალათბურთის ამერიკელი ვარსკვლავის გათავისუფლებას.


მამანდე, ივლისის ბოლოს, რუსეთმა აღიარა, რომ გრძელდება აშშ-თან მოლაპარაკებები პატიმრების, მათ შორის სავარაუდოდ ამერიკული კალათბურთის ვარსკვლავის, ბრიტნი გრაინერისა და იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტის გათავისუფლების შესახებ, მაგრამ არავითარი შეთანხმება მიღწეული არ არის.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა 27 ივლისს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვაშინგტონმა „მნიშვნელოვანი წინადადება“ შესთავაზა მოსკოვს ყოფილი საზღვაო ქვეითის პოლ უილენისა და ბრიტნი გრაინერის გათავისუფლების სანაცვლოდ.

ბლინკენს არ უხსენებია ვიქტორ ბუტი, რომელსაც იარაღის უკანონო ვაჭრობისთვის 25 წლიან პატიმრობა აქვს მისჯილი აშშ-ში. ბუტი დამნაშავედ იქნა ცნობილი შეთქმულებაში, რომლის მიზანი იყო აშშ-ის მოქალაქეთა მოკვლა და დახმარების გაწევაში ტერორისტული ორგანიზაციისთვის. მაგრამ CNN-მა, ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკების ნაწილი შეიძლება 55 წლის ვიქტორ ბუტიც იყოს.

2 აგვისტოს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სერიოზულად არ მიიჩნევს რუსული მხარის პასუხს აშშ-ის წინადადებაზე პატიმრების გაცვლის შესახებ და თვლის, რომ აუცილებელია კეთილსინდისიერი მოლაპარაკება.

წყარო: www.radiotavisupleba.ge




დმიტრო კულება - უკრაინაში ომი მხოლოდ პუტინის არ არის, მას რუსების უმეტესობა უჭერს მხარს, მოდით, რუსები დატკბნენ რუსეთით

დმიტრო კულება - უკრაინაში ომი მხოლოდ პუტინის არ არის, მას რუსების უმეტესობა უჭერს მხარს, მოდით, რუსები დატკბნენ რუსეთით
access_time2022-08-11 23:50:01
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანიის კანცლერს უპასუხა....

კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე უკრაინის დასახმარებლად 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ

კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე უკრაინის დასახმარებლად 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ
access_time2022-08-11 23:00:12
​კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე უკრაინის დასახმარებლად 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ განცხადება დანიის თავდაცვის მინისტრმა, მორტენ ბედსკოვმა გააკეთა. ინფორმაციას...

გაერო-ს გენერალური მდივანი მოითხოვს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან სამხედრო აქტივობა დაუყოვნებლივ შეწყდეს

გაერო-ს გენერალური მდივანი მოითხოვს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან სამხედრო აქტივობა დაუყოვნებლივ შეწყდეს
access_time2022-08-11 22:00:03
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ...

ევროკომისია - რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა

ევროკომისია - რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა
access_time2022-08-11 21:00:11
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა და ცალკეულ სახელმწიფოს შეუძლია საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ანიტა ჰიპერმა...

მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით — ლევან დავითაშვილი

მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით — ლევან დავითაშვილი
access_time2022-08-11 20:00:25
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა მინისტრები ლევან დავითაშვილი და ლაშა ხუციშვილი დღეს საწვავის რეალიზატორი მსხვილი ქსელების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან ერთად ნავთობპროდუქტების სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ასევე კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე მონაწილეობდა, საწვავის ბაზარზე არსებული პროგნოზები, კონკურენციის საკითხები და მარჟების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობები...


მსგავსი სიახლეები

up