მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის დასაფარად ალდაგი ჯივიპის ნახევარ მილიონ ლარს აუნაზღაურებს

მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის დასაფარად ალდაგი ჯივიპის ნახევარ მილიონ ლარს აუნაზღაურებს

access_time2019-08-21 13:57:13


სადაზღვევო კომპანია ალდაგი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს დაზარალებული მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ნახევარ მილიონზე მეტ ლარს გადასცემს. მაგისტრალური წყალსადენის ქსელის დაზიანება რამდენიმე თვის წინ მგალობლიშვილისა და ბარნოვის ქუჩებზე მოხდა. შედეგად, ზარალი მიადგა რამდენიმე კერძო და იურიდიულ პირს. ალდაგის მიერ ანაზღააურებული თანხით კომპანია შეძლებს, სრულად გაისტუმროს დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული ვალდებულება.



„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს ალდაგში დაზღვეული ჰქონდა მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობა, რამაც მას საშუალება მისცა სრულად აენაზღაურებინა თანხა მოსახლეობისათვის. მოხარული ვართ, რომ შედგა წარმატებული თანამშრომლობა ორ კომპანიას შორის. ალდაგი მზადაა, მასთან დაზღვეულ კორპორაციულ კლიენტებს შესთავაზოს მაქსიმალურად სწრაფი და საიმედო მხარდაჭერა, რათა კომპანიება შეძლონ სტაბილური განვითარება და გარემოსა თუ ადამიანების წინაშე აღებული პასუხისმგებლობის შესრულება,- განაცხადა თეონა კვიციანმა, ალდაგის იურიდიული და სადაზღვევო შემთხვევების მართვის დირექტორმა.




(R)


თეგები:
ალდაგი



ლარი გამყარდა - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8422 ლარი გახდა

ლარი გამყარდა - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8422 ლარი გახდა
access_time2020-02-19 17:05:52
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8422 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8422 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8631 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0209 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0701 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1010 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0309...

TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-კომპანია, რომელსაც გზების დეპარტამენტმა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება მეორედ შეუწყვიტა

TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-კომპანია, რომელსაც გზების დეპარტამენტმა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება მეორედ შეუწყვიტა
access_time2020-02-19 17:00:28
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო უცხოურ კომპანია TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-სთან ხელშეკრულება მეორედ გაწყვიტა. თავდაპირველად მაშინ, როდესაც კომპანიამ სამტრედია-გრიგოლეთის მესამე ლოტზე სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულა და მეორედ ახლა, როდესაც ხულო-ზარზმის გზის 2 მონაკვეთს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ვერ ჩაუტარა. არადა, TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-სთან ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე 110-მილიონიანი ხელშეკრულება მაშინ...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-19 21:30:46
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„საქართველოში რამდენიმე წამყვანი ბანკია, რომლებიც გაცილებით დიდ პორტფელს ფლობენ ვიდრე „ფინკა“ და „კრისტალი“ ერთად, ამიტომ კონკურენციას ვერ...

მიხაილ ხოდორკოვსკი: კრემლმა სასამართლო წააგო

მიხაილ ხოდორკოვსკი: კრემლმა  სასამართლო წააგო
access_time2020-02-19 19:30:28
„კრემლმა წააგო სასამართლო „იუკოსის“ აქციონერებთან. სწორედ კრემლმა და არა რუსეთმა“  -წერს   Twitter-გვერდზე კომპანიის ყოფილი დამფუძნებელი მიხაილ ხოდორკოვსკი.მისი თქმით, ჯერ კიდეც 2005 წელს, ციხეში ყოფნის დროს, მან  თავისი წილები „იუკოსში“ მის პარტნიორს, ლეონიდ ნევზლინს გადასცა, შესაბამისად, მას  ამ საკითხში არავითარი პირადი ფინანსური დაინტერესება არ გააჩნია.   სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ნევზლინმა განაცხადა,...

„მარცვლეულის წარმოების განვითარებას საბიუჯეტო რესურსები არ ჰყოფნის“

„მარცვლეულის წარმოების განვითარებას  საბიუჯეტო რესურსები  არ ჰყოფნის“
access_time2020-02-19 16:00:47
მარცვლეულის წარმოების მხრივ ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ამბობს, რომ მარცვლეულის წარმოება არის სექტორი, რომელიც სახელმწიფოსგან სათანადო მხარდაჭერას ვერ იღებს. ამ მიმართულების განსავითარებლად სამინისტროს შემუშავებული აქვს შესაბამისი პროექტები, თუმცა საბიუჯეტო რესურსები ყოველთვის საკმარისი არ არის. “ჩვენ ყოველწლიურად დაახლოებით, 50-55 000 ჰექტარი ქერისა და ხორბლის ნათესი ფართობი...


მსგავსი სიახლეები

up