„მოსახლეობის კეთილდღეობა რომ გაიზარდოს, ეკონომიკის ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი უნდა გვქონდეს“

„მოსახლეობის კეთილდღეობა რომ გაიზარდოს, ეკონომიკის ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი უნდა გვქონდეს“

access_time2017-12-01 12:30:00

2017 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა საპროგნოზო ,აჩვენებელზე მეტად იზრდება. ოქტომბერში კი მშპ  5,7%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ეს ყველაფერი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ნაკლებად აისახება, ქვეყნის მოსახლეობის 6% გადახდისუუნაროა.  

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა, რამდენად რეალურად ასახავს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული პროცენტული მაჩვენებლები იმ სოციალური ფონს, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ეკონომიკის დოქტორის, ირაკლი მაკალათიას განცხადებით, ეკონომიკური ზრდის ტემპი ძალიან დაბალია იმისთვის, რომ მოქალაქეებმა ეს საკუთარ ჯიბეზე მოკლე პერიოდში იგრძნონ.

 

„იანვრიდან გვაქვს ეკონომიკური მაჩვენებლის შედარებით მაღალი ზრდა, თუმცა მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრდის ეს ტემპი ჯერ ვერ აისახება.  საერთაშორისოდ მიჩნეულია, რომ ეკონომიკური ზრდა მოკლევადიან პერიოდში ვერ იძლევა სწრაფ ეფექტს, შედეგის დასანახად უნდა გავიდეს 5-10 წელი.

 

რაც შეეხება ჩვენს ეკონომიკურ ზრდას, მაღალი ზრდა არ არის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინა წლებთან შედარებით უკეთესია, მაგრამ ძალიან დაბალი მაჩვენებელია, განსაკუთრებით ჩვენნაირი განვითარებადი ქვეყნისთვის. გერმანიისთვის, საფრანგეთისთვის და ასეთი ტიპის ქვეყნებისთვის ეს მაჩვენებელიც კარგია, რადგან მთლიანი რესურსები რაც აქვს ქვეყანას, უკვე ბრუნვაში აქვთ გაშვებული. საქართველოში, სადაც მთელი რიგი რესურსები ჯერ კიდევ სახელმწიფოს საკუთრებაშია, მაჩვენებელი გასაუმჯობესებელია. მითუმეტეს ჩვენ გვაქვს პოტენციალი, რომ ორნიშნა ზრდაზე გავიდეთ და შემდეგ უკვე მოსახლეობაც იგრძნობს ეკონომიკურ ეფექტს.


 

ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იყო ექსპორტის ზრდა. ექსპორტი გაიზარდა რუსეთში, სადაც გაგვაქვს ალკოჰოლური სასმელები და ფეროშენადნობი პროდუქცია. ამ დარგებში წარმოების გაზრდა ვერ აისახება მოსახლეობაზე. რამდენი ყურძენი და სპილენძი უნდა გავიტანოთ? ისევ საბჭოთა კავშირში ვართ - ღვინოს და მინერალურ წყლებს ვერ გავცდით. მხოლოდ ღვინით და მინერალური წყლებით გაზრდილი ექსპორტი და შემდეგ ეს ასახული მთლიან შიდა პროდუქტში, ვერანაირ ეკონომიკურ ეფექტს ვერ მოგვცემს“,-განაცხადა ირაკლი მაკალათიამ.

 

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ეკონომიკურ კეთილდღეობას არ ნიშნავს.

 

„ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საკმაოდ პოზიტიურია, თუმცა ეკონომიკური ზრდა პროცენტებში ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ რეალურად ქვეყანაში ეკონომიკური კეთილდღეობა გაიზარდა. შესაძლოა, ეკონომიკური ზრდა თუნდაც მაღალი ფასების ხარჯზე იქნას მიღწეული, რაც ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად გვაქვს. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთან ერთად საკმაოდ მაღალია ინფლაციის მაჩვენებელი, რაც მოსახლეობის ჯიბეზე პირდაპირ ურტყამს. ხოლო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მოსახლეობაზე აისახება არა იმავე წელს, არამედ პერსპექტივაში, რამდენიმე წლის შემდეგ. ეკონომიკური ზრდით ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ ქვეყანაში გაიზარდა წარმოება ან ნაწარმოები პროდუქციის ფასები, ან შემოვიდა უფრო მეტი ინვესტიცია, ან გაიზარდა წმინდა ექსპორტი - მსგავსი ფაქტორებით შეიძლება იქნას მიღწეული ეკონომიკური ზრდის უკეთესი მაჩვენებელი, თუმცა ეს ყველაფერი მოსახლეობაზე არ აისახება იმავე წელს. ჩვენ ახლა ეკონომიკური ზრდის დაბალ მაჩვენებელს უფრო ვიმკით, რომელიც გვქონდა რამდენიმე წლის განმავლობაში, ვიდრე დღევანდელ მაღალი ზრდის მაჩვენებელს. ეს მოსახლეობაზე ვერ აისახებოდა ვერც ერთ ქვეყანაში, ამას სჭირდება გარკვეული დრო. თუმცა უნდა ვთვათ, რომ სამწუხაროდ, ინფლაცია ნამდვილად აწუხებს საქართველოს მოსახლეობას და შემოსავალი, რაც მათ აქვთ საკმაოდ სუსტია იმასთან შედარებით, რა ტემპითაც ინფლაციის მაჩვენებელი იზრდება“,-განაცხადა „კომერსანტთან“ ვახტანგ ჭარაიამ.

 

 

 

ავტორი: ნათია სოსიაშვილი




მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი

მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი
access_time2019-06-18 20:00:21
ისრაელის სამართალდამცველებმა გამოავლინეს ქვეყანაში ქართველი არალეგალების შეღწევის საინტერესო და ორიგინალური ხერხი  - კერძოდ, ისრაელში ჩამოსვლისთანავე არალეგალებს აცმევდნენ აეროპორტის თანამშრომლის უნიფორმებს, რის შემდეგაც ისინი მშვიდად, ყოველგვარი შემოწმების და კონტროლის გარეშე შედიოდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე. ამ სქემით მოქმედებდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც 2017 წლიდან ქართველი არალეგალები ისრაელში შეჰყავდა. გამომძიებლების...

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა
access_time2019-06-18 19:00:38
დღევანდელ ხელისუფლებაში საკადრო გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს - როდის და რა ხასიათზეა.  ეს არ არის პოლიტიკური მსჯელობის საგანი. წარმოიდგინეთ „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა. ორი მინისტრი იყო, რომელსაც ეს ცვლილება არ შეხებია 7 წლის განმავლობაში.  “უკანასკნელი მოჰიკანად“ დარჩა  თეა წულუკიანი. 7 წლის განმავლობაში  ოქროც რომ იდოს, ისიც დაჟანგდება. მინისტრების განთავისუფლება მაინც შიდა ინტრიგების შედეგია, პირადი ურთიერთობებიდან...

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე
access_time2019-06-18 18:00:10
რატომ გვატყუებს მუდმივად “ქართული ოცნება“? - ამ რუბრიკით “კომერსანტი“  factcheck.ge-ს უკვე მეშვიდე მასალას აქვეყნებს,  რომლებიც  ფაქტ-მეტრის ანალიზს ემყარება.  კვლევა ძირითადად მმართველი გუნდის დაპირებებს და ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებს ეხება — დასკვნა კი უმეტეს შემთხვევაში უარყოფითია.  ამჯერად გთავაზობთ ქართული ოცნების დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება
access_time2019-06-18 16:45:48
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე  16:30 საათზე ერთი დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრებოდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის  1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7559 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ, დღის განმავლობაში მოქმედებდა, 2.7468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0091 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დღეს 17:00 სთზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 1 აშშ დოლარის...

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე
access_time2019-06-18 14:51:48
საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა მიმოიხილა ჯანდაცვის რეფორმა და განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვაზე გააკეთა. ბახტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ჯანდაცვის სისტემა თითოეულ ადამიანზე ორინეტირებული...


მსგავსი სიახლეები

up