მოსახლეობის ფინანსური ზარალი მილიარდ ლარს აჭარბებს

მოსახლეობის ფინანსური ზარალი მილიარდ ლარს აჭარბებს

access_time2021-08-13 13:00:46

პანდემიის გამო საქართველოშო ოჯახების შემოსავალი 2020 წელს 1,3 მილიარდი ლარით შემცირდა. ცალკეა აუნაზღაურებელი ზარალი, რასაც ჩვენი მოქალაქეები ინფიცირებულთა გარდაცვალების, ჯანმრთელობის გაუარესებისა და მორალური სტრესის გამო განიცდიან.

 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობა მათთვის და მათი ოჯახებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებად სამუშაო ადგილებს, სიღარიბესა და ფასების ზრდას/ინფლაციას ასახელებს, რაც პანდემიის ფონზე კიდევ უფრო გაუარესდა. უმრავლესობა (68%) ამბობს, რომ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, ნაკლები რაოდენობის სურსათისა და სერვისის შეძენის ფინანსური საშუალება აქვს.

 

მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე, რომლის ინფორმაციითაც, მოქალაქეებმა 1,3 მილიარდ ლარზე მეტით უკვე  იზარალეს. დანაკარგები მუდმივად მატულობს, რაც შინამეურნეობებისთვის განსაკუთრებით მძიმეა, რადგან ოჯახებს უჭირთ ყოველდღიურ ხარჯთან გამკლავება.



„შრომითი შემოსავლების მიხედვით, ხალხი დიდ ზარალს განიცდის, განკარგვადი შემოსავლები მცირდება და ამას მასიურად აქვს ადგილი. კოვიდ-19-ს 6000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 100 000-ით შემცირდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა, რაც შრომით ბაზარზე სერიოზული პრობლემაა. მძიმე სტატისტიკაა, მაგრამ გამსოწორების პროცესიც დაწყებულია. მიუხედავად იმისა, რომ კვლავ მძიმე ეპიდსიტუაცია გვაქვს და ტენდენცია ამ მხრივ ჯერჯერობით გაუარესებისკენაა, ლოქდაუნი არ არის და დასაქმებასთან დაკავშირებითაც მეტი შესაძლებლობაა. სიტუაციის გამოსწორების იმედს იძლევა  ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, რის შენარჩუნებასაც შევძლებთ, თუკი მოქალაქეები უფრო მეტად იქნებიან მობილიზებული და გააცნობიერებენ, რომ რეგულაციების დაცვა აუცილებელია“, - აცხადებს სოსო არჩვაძე.

 

აღსანიშნავია, რომ მძიმე სოციალური მდგომარეობის ფონზე ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მაინც დამაიმედებელია. კიდევ ერთი კვლევით, რომელიც Galt & Taggart-მა ჩაატარა, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 8.6%-ის დონეზეა ნავარაუდევი. მანამდე ორგანიზაცია 7%-იან ზრდას ვარაუდობდა.


პროგნოზის გაუმჯობესების მიზეზად სახელდება წლის პირველი ნახევრის მაღალი, 12.7%-იანი ეკონომიკური ზრდა. ამასთან, Galt & Taggart არ გამორიცხავს, წელს საქართველომ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს (11.2%) თუ ქვეყანა COVID-თან დაკავშირებულ მკაცრ შეზღუდვებს აიცილებს თავიდან და ვაქცინაციის ტემპი დაჩქარდება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up