„მოსახლეობაში შეიქმნა მოლოდინი, რომ 16.5 მლრდ.-ის მოცულობის თანხას ბანკები უპროცენტოდ გადაგვივადებდნენ“ - რას გულისხმობს საშეღავათო პერიოდი

„მოსახლეობაში შეიქმნა მოლოდინი, რომ 16.5 მლრდ.-ის მოცულობის თანხას ბანკები უპროცენტოდ გადაგვივადებდნენ“ - რას გულისხმობს საშეღავათო პერიოდი

access_time2020-03-19 11:00:15

მომდევნო 3 თვის განმავლობაში საქართველოს ბევრ მოქალაქეს შეუძლია სესხი არ გადაიხადოს. კორონავირუსის გავრცელების რისკებთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კომერციული ბანკების გარკვეულმა ნაწილმა მომხმარებლებს სესხების 3 თვით გადავადება შესთავაზა. ბანკების განცხადებით, დეტალური გეგმა თითოეულ მსესხებელს ინდივიდუალურად დაეგზავნება.


რას გულისხმობს საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებული ინიციატივა და რა დამატებით ხარჯს მოიცავს ის, ამ თემაზე დეტალურად „კომერსანტთან“  „საზოგადოება და ბანკების“ საბანკო პროდუქტების ექსპერტმა ანი ალიბეგაშვილმა ისაუბრა და განმარტა, რომ თუ მაგალითად, გვაქვს ერთი წლით (12 თვე) აღებული 10 000 ლარის სესხი, რომელსაც ერიცხება 12% ანუ მთლიანობაში 1200 ლარი, გამოდის რომ ჯამში 11200 ლარის გადახდა გვიწვეს, რაც თითო თვეზე დაახლოებით 888 ლარს უდრის, საიდანაც დაახლოებით 100 ლარი არის პროცენტი. ვინც შეღავათით ისარგებლებს, ეს პროცენტი 3 თვის განმავლობაში დაერიცხებათ და ეს 300 ლარი გადანაწილოდება დარჩენილ პერიოდზე. საბოლოოდ გამოდის რომ, 3 თვის გასვლის შემდეგ მსესხებელს 888 ლარის ნაცვლად, ყოველთვიურად 913 ლარის (დამატებით 25 ლარის) გადახდა მოუწევს.


„კომერციული საბანკო სექტორის არსებული ინიციატივა თითქმის ყველა მსესხებელს ეხება. ეს არის დაახლოებით 16.5 მლრდ. მოცულობის სასესხო პორტფელი, რომელიც დღეს არის აქტიური და 3 მლნ-ზე მეტ ხელშეკრულებას მოიცავს, რომელიც 3 თვის ვადით გადავადდება. მსესხებლებს შეიქმნა მოლოდინი, რომ ამხელა მოცულობის თანხას კომერციული საბანკო სექტორი შეძლებდა, რომ ჩვენთვის უპროცენტოდ გადაევადებინა, აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მოსახლეობაში ფინანსური განათლების დონე დაბალია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მოსახლეობას ავუხსნათ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში სესხზე პროცენტის დარიცხვა ხდება, რაც გულისხმობს, რომ ვთქვათ მე თუ დღეს მაქვს აღებული სესხი და ხელშეკრულების თანახმად 12 თვის განმავლობაში უნდა დამეფარა, საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ სესხის დასაფარად ისევ ის 12 თვიანი ვადა მექნება, ხოლო ამ  3 თვის პერიოდში სესხის ძირ თანხაზე დამერიცხება პროცენტი, რომელიც ამ დროის გასვლის შემდეგ იმ 12 თვეზე გადანაწილდება. ამის ნახვა მარტივად არის შესაძლებელი, თუ შეხედავენ დაფარვის გრაფიკის მიხედვით მომდევნო თვეს სესხის შენატანიდან რა თანხა მიიმართება სესხის ძირზე და რა თანხა მიიმართება პროცენტზე, პროცენტის ეს რაოდენობა 3 თვის განმავლობაში დაერიცხებათ და დარჩენილ გრაფიკზე გადანაწილდება თვეების მიხედვით - ეს იქნება სწორედ ის თანხა რამდენითაც მათ საშეღავათო პერიოდის გამოყენებისთვის სესხი გაუძვირდებათ“, - აცხადებს ანი ალიბეგაშვილი.



საფინანსო ორგანიზაციები განმარტავენ, რომ სესხების სამთვიანი გადავადებით სარგებლობა ნებაყოფლობითია, ანუ მსესხებელს შეუძლია დათანხმდეს ბანკის პირობებს და ისარგებლოს გადავადებით, ან არ დათანხმდეს შეთავაზებულ პირობებს და სესხის დაფარვა ჩვეულებრივად გააგრძელოს. აქვე საბანკო პროდუქტების ექსპერტი ამბობს, რომ თუ მსესხებელი  დარწმუნებულია, რომ ამ პერიოდში სესხის გადახდა არ გაუჭირდება, რა თქმა უნდა უმჯობესია, რომ გრაფიკის მიხედვით დაფაროს და ის თუნდაც შედარებით მცირე დანახარჯიც თავიდან აირიდოს.


„ეს არის სურვილისამებრ, მაგრამ უნდა გაითვალისწინონ რომ ყველას უაქტიურდება და შეეხება ყველა საკრედიტო პროდუქტს (განვადება, საკრედიტო ბარათი, სამომხმარებლო და იპოთეკურ სესხებს და ა.შ.) თუ არ სურთ ისარგებლონ ამ შეღავათით მან თავად უნდა მიმართონ მომსახურე ბანკს და ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ, თუმცა უარის თქმის შემთხვევაში მათ ყველა პროდუქტზე თუ პარალელურად რამდენიმე სესხით სარგებლობენ, ავტომატურად შეეზღუდებათ შეღავათით სარგებლობა ანუ მომხმარებელი ან ყველა სესხზე სარგებლოს ამ დახმარებით ან არცერთზე. ყველაფერს აქვს თავისი ღირებულება და ის საპროცენტო ხარჯი, რომელიც ძირ თანხაზე ერიცხება მომხმარებელს იქნება სწორედ ეს და შესაბამისად გადაწყვეტილების მიღების დროს შეუძლიათ ეს ფაქტი გაითვალისწინონ და დათვალონ რამდენად უღირთ ამ პერიოდში ასეთი ხარჯის გაწევა. ასევე არის მეორე საკითხი, თუ ისარგებლებენ ამ შეღავათით და 3 თვის განმავლობაში მათი მდგომარეობა არ გაუარესდება და დამატებით ხარჯებთან არ იქნება დაკავშირებული პანდემიის პერიოდი, შეუძლიათ ეს თანხა დაზოგონ ანაბარზე ან ოფსეტზე განთავსებით, 3 თვის გასვლის შემდეგ კი შეძლებენ წინსწრებით სესხის დაფარვას, თუ ხელშეკრულებაში თავიდანვე ჰქონდათ გაწერილი რომ სამმაგ შენატანზე 0% საკომისიოა, მათ ყველანაირი დამატებითი ხარჯის გარეშე შეეძლებათ ამ სერვისით სარგებლობა. თუ დარწმუნებულია მსესხებელი, რომ ამ პერიოდში სესხის გადახდა არ გაუჭირდება რა თქმა უნდა უმჯობესია, რომ გრაფიკის მიხედვით დაფაროს და ის თუნდაც შედარებით მცირე დანახარჯიც არ ჰქონდეს. დადებითი მხარეა, ის რომ ეს ნაწილობრივ ქვეყნის ეკონომიკის სტიმული იქნება, რადგან ამხელა სასესხო პორტფელის ყოველთვიური შენატანი რომელიც მოსახლეობის შემოსავლის 30-40%-მდე მერყეობს, იქნება გამოთავისუფლებული და სხვადასხვა სექტორებისკენ მიმართული“, - განმარტა ანი ალიბეგაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკური გუნდის, ეროვნული ბანკისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან, ეკონომიკური სტიმულირების გეგმა განიხილა. საბანკო სექტორმა კოორდინირებულ რეჟიმში თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა და მსესხებლებისთვის საშეღავათო პერიოდის შეთავაზება აქტიურად დაიწყო. ბანკები სესხების რესტრუქტურიზაციას  3 თვის მანძილზე უზრუნველყოფენ. შეთავაზება პირველ ეტაპზე საქართველოს ბანკმა და თიბისი ბანკმა გააცნო თავის მომხმარებელს, შემდეგ კი მათ „ლიბერთი ბანკი“, „ბაზისბანკი“ და „ვითიბი ბანკი“ შეუერთდა.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up