„სესხის ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს თავიდან ითხოვენ“

„სესხის ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს თავიდან ითხოვენ“

access_time2020-02-21 16:10:21

„სესხის ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს თავიდან ითხოვენ“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ ადვოკატმა მარიკა არევაძემ განუცხადა. მისი თქმით, კვირის განმავლობაში უკვე მესამე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მას დახმარებისთვის მიმართავენ.

 

 „გვახსოვს ყველას, რომ 2018 წლის დეკემბერში „ფონდმა ქართუმ“ პრობლემური აქტივების შეძენა გადაწყვიტა და მოსახლეობას სესხები გაუნუნლა. მონაცემები აღბეჭდილი იყო vali.ge-ზე, მაგრამ დღესდღეობით საიტი აღარ არსებობს. ცნობები დავალიანების არ ქონის შესახებ ამ ადამიანებს არ აქვთ, ანუ მტკიცებულება იმისა, რომ სასესხო ვალდებულება არ აქვთ.  მსესხებლებს არ ჰქონდათ იმის მოლოდინი, რომ შემდეგში ვინმე შეეხმიანებოდა. ან „ქართუ ფონდმა“ მოატყუა მომხმარებელი ან გამსესხებლები არიან არა კეთილსინდისიერები, რადგან „ქართუ ფონდასც“ მიჰყიდეს აქტივები და ამოიღებ კომპანიებსაც“, - აცხადებს მარიკა არევაძე.

 

მარიკა არევაძის თქმით, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სესხის ამომღები კომპანიები დაუკავშირდნენ ამ ეტაპზე მედიასთან საუბარი არ სურთ. როგორც ადვოკატი ამბობს, ამ ადამიანებს, არ აქვთ ცნობა აღებული განულებული სესხების შესახებ, ამიტომ ადვოკატმა „ფონდ ქართუს“ კითხვები გაუგზავნა:

 

„პრობლემის გარკვევის მიზნით ქართუ ფონდს გარკვეული კითხვებით მივმართე. მაგალითად, რამდენი სესხის განულება მოხდა პროგრამის ფარგლებში, თითოეული კომპანიიდან რამდენი პრობლემური აქტივი იქნა შეძენილი, ვის უნდა მიმართონ პროგრამაში ჩართულმა პირებმა, რათა აიღონ განულებულ სესხებზე ცნობები დავალიანების არ ქონის შესახებ. გვაინტერესებს ამ სესხების შესახებ ინფორმაცია სად ინახება. გამსესხებლებთან მიდიან ადამიანები და ეუბნებიან, რომ „ქართუ ფონდში“ მივიდნენ, „ქართუ ფონდში“ მიდიან და გამსესხებლებისკენ ამისამართებენ. რაღაც წრე შეიკრა, საიდანაც ინფორმაციის ამოღება შეუძლებელი გახდა. მტკიცებულებების გარეშე ვერ ვისაუბრებ, ამიტომ გავგზავნე წერილი და ველოდები პასუხს“, განმარტავს მარიკა არევაძე.  

 


პრობლემების შესაძლო არსებობას აღიარებს პრობლემური აქტივების ბიურო. მარიკა არევაძის თქმით, ერთ-ერთ მოქალაქეს სწორედ პრობლემური აქტივების ბიუროდან დაურეკეს.  კომპანიის დირექტორი ნიკა ეზუგბაია „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ შეუძლებელია, რომელიმე სესხის ამომღებმა კომპანიამ მომხმარებელს სესხის გადახდა ხელმეორედ, შეგნებულად  სთხოვოს.

 

„როდესაც სესხი იხურება, ჯერ იხურება პროგრამაში, შემდეგ იგზავნება კრედიტ ინფოში და ა.შ. რა თქმა უნდა, შეიძლება მოხდა ისეთი გამონაკლისი და ტექნიკური ხარვეზი, რომ თუნდაც ჩვენმა  კომპანიამ ან სხვა კომპანიამ უბრალოდ კლიენტს დაურეკა და  ამის შესახებ უთხრა. ეს შემთხვევითობაა. ჯერ არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ კლიენტი მოსულიყო ან მისი წარმომადგენელი დაგვკავშირებოდა, აეხსნა რომ სესხი დახურულია და პრობლემა არ მოგვარებულიყო. ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია. ჩვენ შეგვიძლია შევამოწმოთ ის ქეისები, რომელიც ჩვენს კომპანიას ეხება, რის შემდეგაც გეტყვით ზუსტ მიზეზს თუ რა მოხდა, რომელიმე თანამშრომლის გულგრილობის საკითხი ხომ არ დგება, მართლა იყო დასარეკი თუ ტექნიკური ხარვეზი იყო. აბსურდია იმაზე საუბარი, რომ კომპანია ავალებს თავიანთ თანამშრომლებს ხელახლა დაურეკოს ადამიანს. ეს ჩვეულებრივი კანონის დარღვევაა და ამას არავინ იზამს. ყველა სესხი რომელიც ნულდება, იყიდება, გადაიყიდა თუ რაც მოხდება ყოველ კვარტალური ანგარიში ეროვნულ ბანკში, ჩაშლილად მიდის“-  განაცხადა ნიკა ეზუგბაიამ.   


საკითხზე სასუბროდ „კომერსანტი“ „ფონდ ქართუსაც“ დაუკავშირდა, რომლის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ჩხეტიანმა მედია ჰოლდინგის არც ზარს და არც შეტყობინებას არ უპასუხა.


როგორც ცნობილია, მთავრობამ 2018 წლის დეკემბერში, სესხების განულება დააანონსა. მაშინ გაჟღერდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხებოდა ყველა იმ პირს, რომელსაც 2000 ლარამდე, გაპრობლემებული სესხი ჰქონდა. სესხების განულება ე.წ. შავ სიაში არსებულ 600,000 მსესხებელს შეეხო, რომელთაც ერთ წელზე უფრო მეტად ვადაგადაცილებული სესხები ჰქონდათ. მთავრობისა და “ქართუს” ინფორმაციით, ამ სესხების პორტფელის ღირებულება 1.5 მილიარდი ლარი იყო.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up