მოსახლეობა ლომბარდებს საშეღავათო პერიოდს სთხოვს

მოსახლეობა ლომბარდებს საშეღავათო პერიოდს სთხოვს

access_time2020-03-24 14:30:45

კორონავირუსის ზარალი უკვე მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზეც აისახა. ადამიანებმა, იმისთვის რომ ფინანსები მოიზიდონ, ნივთების დალომბარდება დაიწყეს. ასეთია ის, რეალობა, რომელშიც ქვეყანა უკვე რამდენიმე კვირაა ცხოვრობს.  


„მოსახლეობა პროცენტს ვერ იხდის, თუმცა,   ნივთების დალომბარდების მაჩვენებელი გაიზარდა“-ამის შესახებ „ კომერსანტს“ კერძო ლომბარდების მესაკუთრემ  განუცხადა. “შპს. LT”-ს მეპატრონე  ლალი თანდიაშვილი ამბობს, რომ  არის მეორე ტენდენციაც -შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანები,პროცენტის გადახდას ვერ ახერხებენ და ლომბარდისგან საშეღავათო პერიოდს ითხოვენ.

 

„ნივთების დალომბარდების მაჩვენებელმა მოიმატა, ამის მიზეზი ხელფასის გარეშე დარჩენილი მოსახლეობაა. ხალხი სრულ პანიკაშია, შემოსავლის გარეშე დარჩნენ და   ცდილობენ სახსრები მოიძიონ. ასევე  გვთხოვენ საპროცენტო  შეღავათს, ჩვენის მხრივ თუ რამე შეგვიძლია დათმობაზე მივდივართ, მაგრამ ჩვენც ბანკებზე ვართ დამოკიდებულები და სრული დათმობა არ გამოგვდის.“-ამბობს ლალი თანდიაშვილი.

 

მოსახლეობის მხრიდან პროცენტის გადახდის პრობლემაზე საუბრობს კერძო ლომბარდის მესაკუთრე ნატალი გრძელიშვილიც, რომელიც  მომხმარებლებს მხოლოდ ჯარიმას უხსნის, პროცენტისგან კი ვერ ათავისუფლებს.

 

„მასობრივად უჭირთ შემოსავლის გარეშე დარჩენილ ადამიანებს პროცენტის გადახდა. ხშირია მომართვიანობა, რომ გადავუვადოთ ან ჯარიმები არ დავაკისროთ. საურავს არ ვახდევინებთ, თუმცა,ჩვენი შიდაგანაწესი არ გვაძლევს უფლებას, რომ პროცენტი გავუჩეროთ.“-ამბობს ნატალი გრძელიშვილი.


 

საშეღავათო პერიოდი მოითხოვა შპს  „კრო კრედიტისგან“ თორნიკე კაპანაძემ, რომელმაც გარკვეული თანხის სანაცვლოდ რამდენიმე თვის წინ მანქანა დაალომბარდა და თვეში მანქანის ღირებულების 40% იხდის. თუმცა, საშეღავთო პერიოდზე ავტოლომბარდმა უარი განუცხადა.


„მანქანიის ლომბარდი მაქვს „კრო კრედიტში“, შექმნილი ვითარების გამო დავურეკე ვთხოვე გადავადება, მაგრამ უარი მივიღე. პასუხად მითხრეს, რომ მათთან არ ვრცელდება გადავადება. სხვა გზა არ მაქვს და ვაგრძელებ სესხის გადახდას. “-ამბობს თორნიკე კაპანაძე.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკური გუნდის, ეროვნული ბანკისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან, ეკონომიკური სტიმულირების გეგმა განიხილა. საბანკო სექტორმა კოორდინირებულ რეჟიმში თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა და მსესხებლებისთვის საშეღავათო პერიოდის შეთავაზება აქტიურად დაიწყო. მომდევნო 3 თვის განმავლობაში საქართველოს ბევრ მოქალაქეს შეუძლია სესხი არ გადაიხადოს. კორონავირუსის გავრცელების რისკებთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კომერციული ბანკების გარკვეულმა ნაწილმა მომხმარებლებს სესხების 3 თვით გადავადება შესთავაზა.



ნათია ლომიძე







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up