მოსახლეობა სესხის დასაფარად 900 მლნ ლარით მეტს იხდის – "ბანკები წაუგებელ თამაშს თამაშობენ"

მოსახლეობა სესხის დასაფარად 900 მლნ ლარით მეტს იხდის – "ბანკები წაუგებელ თამაშს თამაშობენ"

access_time2016-11-15 19:30:50

 

ლარის კურსის მორიგმა დევალვაციამ მსესხებლების მდგომარეობა მკვეთრად დაამძიმა. როგორც "რეზონანსი" წერს, თუკი შარშან, ლარის გაუფასურების გამო, აღებული კრედიტის მომსახურების სანაცვლოდ მომხმარებელი 500 მილიონი ლარით ზედმეტს იხდიდა, წლეულს ეს თანხა, შესაძლოა, 900 მილიონს გაუტოლდეს.

 

 

ბანკები წაუგებელ თამაშს თამაშობენ, თუმცა ასეთი კაბალური რეჟიმი შეიძლება დიდხანს არც გაგრძელდეს და ბანკებმა ის ტოტი მოჭრან, რომელზეც სხედან. საუბარია იმ შემთხვევებზე, როცა ზემოგებაზე გასულ ბანკებს მომხმარებელი სესხს ვეღარ დაუბრუნებს. ამის პირველი მაცნე ისიცაა, რომ ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა დღითი დღე იზრდება. გაცილებით მძიმე მდგომარეობაა მიკროსაფინანსოებში, რომელთაც კომერციული ბანკებისგან უარით გასტუმრებული მოქალაქეები აკითხავენ.

 

 

თუკი ლარის კურსი დღევანდელ კრიტიკულ ნიშნულს გასციდება და საბედისწერო ზღვარს (2.60-2.70-ს) მიაღწევს, ხალხი დოლარში აღებული ვალების გასტუმრებას დევალვირებული ლარით ვეღარ შეძლებს.

 

 

საბანკო სფეროს ექსპერტი ლია ელიავა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ლარის კურსის ვარდნა უცხოურ ვალუტაში აღებული სესხების მომსახურებას აძვირებს, ვინაიდან მოსახლეობის დიდ ნაწილს შემოსავალი აქვს ლარში და არა დოლარში. შესაბამისად, დევალვაცია მოსახლეობის ჯიბიდან ზედმეტი თანხის ამოღების ძალზე ეფექტური საშუალებაა. ფაქტობრივად, იგი ამცირებს მოსახლეობის განკარგვად შემოსავალს, ანუ იმ ნაწილს, რომელიც რჩება ადამიანს პირადი მოხმარებისთვის.

 

 

"ლარის დევალვაცია დაბლა სწევს მოსახლეობის ცხოვრების დონეს. ამით იზღუდება ხარჯები და ეს ნიშნავს, რომ მთლიანად ვარდება მოთხოვნა ეკონომიკაში; ხოლო მოთხოვნის მკვეთრი შემცირება კი კრიზისის წინაპირობაა. ამიტომ გაუფასურება მოქმედებს არა მარტო სესხების საპროცენტო განაკვეთზე, არამედ მთლიანად ეკონომიკაზე და, მათ შორის, ბიზნეს აქტივობაზეც", - აღნიშნა ლია ელიავამ და შეკითხვის საპასუხოდ, თუ რამდენი მილიონი ლარით გაუძვირდათ მსესხებლებს კრედიტები წლის განმავლობაში, აცხადებს, რომ კონკრეტული ციფრები არ დაუთვლია და ამის ერთადერთი მიზეზია ლარის გამუდმებული ვარდნა. შეჩერდება თუ არა ეს პროცესი, ჯერ კიდევ გაურკვეველია. ამდენად, როდესაც მეტ-ნაკლებად დასტაბილურდება ლარი, მაშინ ექნება აზრი ზედმეტობის დათვლას.

 

 

რაც შეეხება დევალვაციით დაზარალებული მსესხებლების უფლებების დაცვას, ელიავა გამოსავალს იმაში ხედავს, რომ მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა სავალუტო კურსი და საპროცენტო განაკვეთები მართვადი გახადოს. წინააღმდეგ შემთხვევში, ჩვენს ეკონომიკას ნულოვანი პერსპექტივა ექნება.

 

 

ექსპერტის თქმით, დღესდღეობით ეროვნულ ბანკში აღარ არის გიორგი ქადაგიძე, მაგრამ სხვა დანარჩენი "ქადაგიძეები" ისევ ადგილზე რჩებიან. ამდენად, ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზთა გამო სესხების გაძვირება არ უნდა გაგვიკვირდეს.


 

 

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე სესხების გაძვირებას ორმაგ პრობლემას უკავშირებს, რომელიც, როგორც წესი, იშვიათად ემთხვევა ერთმანეთს. ეს გახლავთ ლარის დევალვაცია და ინფლაცია, რაც გამოწვეულია იმით, რომ საქართველოში შიდა სამომხმარებელო ბაზრის 70% დამოკიდებულია იმპორტზე.

 

 

შესაბამისად, ლარის კურსის დაცემას წესით უნდა მოჰყვეს ფასების საერთო დონის მატება, მაგრამ ჩვენთან თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ პირველად დაფიქსირდა წლიური დეფლაცია. შარშანდელ ოქტომბერთან შედარებით, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში ფასების საერთო დონე არათუ არ გაზრდილა, არამედ, პირიქით, 0.2%-ით შემცირდა. ამას თავისი ახსნა აქვს. კერძოდ, მოსახლეობის ხარჯები შეიძლება მიმართული იყოს როგორც კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად (საქონლის შესაძენად, მშენებლობისთვის ან ძვირადღირებული ნივთის შესაძენად), ასევე ადრე აღებული ფინანსური ვალდებულებების გასასტუმრებლად. მარტივად რომ ვთქვათ, საბანკო კრედიტის დასაფარად.

 

 

"რადგანაც კრედიტების დიდი ნაწილი უცხოურ ვალუტაშია (კერძოდ, ამერიკულ დოლარშია) გაცემული, რა თქმა უნდა, ლარის კურსის დაცემა პირდაპირ გავლენას ახდენს იმ საპროცენტო განაკვეთზე, რასაც მოსახლეობა იხდის ვალის გასასტუმრებლად. ამ დროს შემოსავლის ძირითადი წყარო საქართველოში დასაქმებულთათვის გაიცემა ლარში. ამიტომ, რომ ავიღოთ ბოლო ოთხი წლის (2012-16) პერიოდი, 2012 წელს, თუკი მარტო პროცენტის სახით მომსახურებაზე მიემართებოდა შინამეურნეობათა, საშუალოდ, ერთი თვის ფულადი შემოსავლის დაახლოებით 40%, 2016 წელს უკვე ფულადი შემოსავლის 80% მიდის სესხის მომსახურებაზე. ამდენად, სახსრების სულ უფრო დიდი ნაწილი, რომელსაც ადამიანი საქონლის შესაძენად უნდა იყენებდეს, მიემართება არა სამომხმარებლო ბაზარზე, არამედ საბანკო ვალდებულებების გასასტუმრებლად.

 

 

ამ შემთხვევაში ბანკები თამაშობენ წაუგებელ თამაშს. თუ კურსი დაეცემა, ისინი მაინც მოგებას ნახავენ. უცხოურ ვალუტაში არსებული მათი აქტივების ნაწილის საფასური ეროვნულ ვალუტაში კიდევ უფრო გაიზრდება", - აცხადებს სოსო არჩვაძე.

 

 

ხელისუფლებაც მაინცდამაინც არ იკლავს თავს არსებული კურსის გამყარებაზე. მართალია, ოფიციალურად "კანონით სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" 2016 წელს ლარის კურსი უნდა ყოფილიყო 2,40, მაგრამ ახლა ათი თვის საშუალო მაჩვენებელი არის 2,32. წლის ბოლო ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იქნება.

 

 

"ახლა დაგისახელებთ ციფრს, რომელიც ქართულ მედიაში პირველად უნდა გაჟღერდეს. იმისათვის, რომ წლის განმავლობაში ლარის კურსის 2.40 მივიღოთ, საჭირო იქნება, რომ ბოლო ორ თვეში, ანუ ნოემბერ-დეკემბერში (ნოემბერი უკვე დაწყებულია) ლარის საშუალო კურსი დაახლოებით 2.76 გვქონდეს. ამ დროს რას ნიშნავს ხელისუფლების განცხადებები, რომ ლარის კურსი გაწონასწორებულია?! რა პერიოდთან მიმართებით ამბობენ ამას? ფაქტი ის არის, რომ ლარის მუდმივი რყევა ჩვენს ეკონომიკაზე ახდენს გავლენას და ბიზნესმენი, ინვესტორი თუ რიგითი მომხმარებელი არ არის დარწმუნებული, რომ მეორე დღეს ლარი არ გაიქცევა, ანუ მკვეთრად არ შეიცვლება ეროვნული ვალუტის კურსი", - ამბობს არჩვაძე.

 

 

სტატისტიკოსის გაანგარიშებით, თუკი შარშან განმავლობაში ხალხს 500 მილიონით ზედმეტის გადახდა უწევდა კრედიტებში, ამჯერად, სულ მცირე, 900 მილიონი ლარის გადახდა მოუწევთ მარტო სასხის პროცენტის დასაფარად.

 

 

 

"საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ საბანკო კრედიტების წილი საქართველოში ძალზე მაღალია. პირველ რიგში, ეს პრობლემებს უქმნის იმ ადამიანებს, რომელთა შემოსავალიც ლარშია, მაგრამ ყოველთვიური შენატანი შეაქვთ უცხოურ ვალუტაში. ამ ადამიანებისთვის ლარის ყოველი გაუფასურება ზრდის სესხის მომსახურებას, რაც დამატებითი პრობლემაა ქართული ეკონომიკისთვისაც, რადგან ჩვენ საკმაოდ მაღალი დოლარიზაცია გვაქვს, თითქმის 70%.

 

 

 

"გამოსავალი ორგვარია: სესხის რესტრუქტურიზაცია და ცოტა ხნით ვალის გახანგრძლივება. სწორედ ამ მეთოდით უნდა მოხდეს ყოველთვიური გადასახადის შემცირება. მიუხედავად იმისა, რომ, საბოლოო ჯამში, გადასახდელი თანხა იზრდება, თუკი მსესხებელს ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება, მაშინ ის უფრო ადვილად მოახერხებს სესხის მომსახურებას.

 

 

ერთ-ერთი გამოსავალია, ასევე, ლარში ან იმ ვალუტაში სესხის გადატანა, რომელშიც გვაქვს შემოსავალი. კონკრეტულად გამიჭირდება იმის თქმა, თუ რამდენით ზედმეტის გადახდა მოუწევთ ადამიანებს საბანკო სესხის დასაფარად. ასე დროს უნდა დავთვალოთ, რამდენი სესხია დოლარში გაცემული, რა ვადიანობით, ყოველთვიური შენატანი რამდენია. ეს ძალზე ინდივიდუალურია. თუმცა, ჩვენ რომ ავიღოთ ის კურსი, რაც ლარის გაუფასურების დაწყებამდე არსებობდა, გამოდის, რომ ერთ ადამიანს ყოველ ას დოლარზე 75 ლარით გაუძვირდა სესხი, რაც ათასდოლარიანი სესხის შემთხვევაში, 750 ლარს ნიშნავს. მსესხებელმა ყოველ ას დოლარზე 75 ლარი უნდა მოაკლოს სხვა რამეს, რათა მოემსახუროს ამ სესხს და შეძლოს მისი ყოველთვიური დაფარვა. ეს დაკლებული თანხა ბანკებისა და მომხმარებლებისგან ჯაჭვური რეაქციით გადაეცემა და აკლდება ჩვენს ეკონომიკას", - აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.

 

 

 



საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 16 267 ტესტი ჩატარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 16 267 ტესტი ჩატარდა
access_time2021-01-23 10:59:33
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 267 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 855 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 412 PCR ტესტით. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 998 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 252...

სილქფესტი უქმეებზე ულიმიტო ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პაკეტების გააქტიურებას თავაზობს მომხმარებლებს

სილქფესტი  უქმეებზე  ულიმიტო  ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პაკეტების გააქტიურებას თავაზობს მომხმარებლებს
access_time2021-01-23 09:45:41
„სილქფესტი“ ორი დღით, 23 და 24 იანვარს, მობილური ქსელის მომხმარებლებს ულიმიტო ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პირობების 4 აქციას შეთავაზებს: • ულიმიტო ინტერნეტი 30 დღით - 19 ლარად - კომბინაციით *019# • ულიმიტო ინტერნეტი 14 დღით - 10 ლარად - კომბინაციით *019# • ულიმიტო სასაუბრო - 10 ლარად - 30 დღით- კომბინაციით *202# • პაკეტი „მეტი უსასრულო+“ 35 ლარის...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-01-22 21:00:57
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა მარტიდან იგეგმება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში...

“დღეს ფაქტობრივად შიმშილისთვის გაგვწირეს“ - მთის კურორტების სასტუმროები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

“დღეს ფაქტობრივად  შიმშილისთვის გაგვწირეს“ - მთის კურორტების სასტუმროები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ
access_time2021-01-22 16:00:04
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ  თითქოს როგორც ინდიელები ჰყავდათ რეზერვაციაში, ასე ვართ  მოქცეული, ოღონდ  იქ  ყველანაირად სოციალურად უზრუნველყოფილები იყვნენ. დღეს  ფაქტობრივად  გაგვწირეს  შიმშილისთვის,...

„ახლა ხომ შეიძლებოდა, დაეკეტათ მოლები და გაეხსნათ ბაზრობები“ - ლილო მოლი

„ახლა ხომ შეიძლებოდა, დაეკეტათ მოლები და გაეხსნათ ბაზრობები“ - ლილო მოლი
access_time2021-01-22 17:00:04
„ლილო მოლის“ პრეზიდენტი ლევან გაგუა „ბიზნესპარტნიორთან“ შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მათთვის 15 თებერვლამდე გახსნის გადავადება მოულოდნელი იყო. როგორც გაგუა განმარტავს, სავაჭრო სივრცეში, რითეილში ეს მდგომარეობა 2 თვეზე მეტია გრძელდება, საუბარია, ბაზრობების არათანაბარ პირობებში ჩაყენებაზე. „მძიმე ვითარებაა. რითეილის სფეროში გარკვეულ კატეგორიას ეძლევა უკვე მეორედ გახნის, არსებობის საშუალება,...


მსგავსი სიახლეები

up