რუსეთ-უკრაინის ომის გახანგრძლივებისა და ევროპის მიერ სანქციების გამკაცრების შემთხვევაში მოსალოდნელია, უარყოფითი შედეგები ეტაპობრივად აისახოს როგორც ფულად გზავნილებზე, ასევე საგარეო ვაჭრობაზეც და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკურ გაჯანსაღებაზე, - აღნიშნულია სებ-ის ფინანსური სტაბილურობის ანგარიში.
ანგარიშის მიხედვითვე, გაუარესებული მოლოდინების პირობებში, ფინანსურმა სექტორმა შესაძლოა საკრედიტო პირობები გაამკაცროს, რაც ეკონომიკურ სირთულეებს დამატებით გაამძაფრებს.
საგარეო ფაქტორების გაუარესება. რუსეთ-უკრაინის ომის შედეგები განსაკუთრებით მძაფრად აისახება საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებზე, რადგან ისინი ან ომში ჩართული მხარე არიან, ან ამ უკანასკნელთან ახლო სავაჭრო ურთიერთობები აკავშირებთ.