შვედეთის მთავრობამ შეცვალა შიდა გეგმები და აპირებს ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადი 17 მაისს წარადგინოს. ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით, ადგილობრივი გამოცემა Svenska Dagbladet იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, არსებობს პროცესის გეგმა, რომლის მიხედვითაც ოფიციალური წერილი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს გადაეცემა.
მედიასაშუალება ასევე წერს, რომ ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად არ გამოქვეყნდება იმის გამო, რომ მმართველ "სოციალ - დელოკრტაიულ პარტიას", რომელშიც ალიანსში გაწევრიანების მოწინააღმდეგეებიც არიან, შიდა დისკუსიები ჯერ არ დასრულებულა.
ამასთან, ასევე, მოსალოდნელია, რომ კვირას საღამოს, ქვეყნის მაღალჩინოსნებმა გააკეთონ განცხადება ნატოსკენ მიმავალი კურსის მხარდაჭერის შესახებ.