„მორიგი პოლიტიკური დრამა“ - რითი შეიძლება უპასუხოს რუსეთმა აშშ-ის სანქციებს

„მორიგი პოლიტიკური დრამა“ - რითი შეიძლება უპასუხოს რუსეთმა აშშ-ის სანქციებს

access_time2018-04-18 20:00:00

 

CNNMoney-ის მიხედვით, რუსეთს აქვს შესაძლებლობა, აშშ-ს ქმედებებს იშვიათი ლითონებისა და საჰაერო-კოსმოსური პროდუქციის გაძვირებით უასუხოს. პარალელურად, რუსი კანონმდებლების ჯგუფს აქვს ინიციატივა, რომელიც აშშ-სა და რუსეთს შორის საავიაციო, საჰაერო-კოსმოსურ და ბირთვულ ინდუსტრიებში თანამშრომლობას კრძალავს. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე რუსეთის სახელმწიფო დუმაში განხილვა 15 მაისს გაიმართება.

 

 

Eurasia Group-ის ანალიტიკოსის ჯეისონ ბუშის შეფასებით, არსებობს იმისი დიდი ალბათობა, რომ რუსი პარლამენტარები ინიციატივას დაამტკიცებენ. „თუმცა მიღებული ზომებს არა უნივერსალური, არამედ სელექციური ხასიათი ექნება,“ განაცხადა ბუშმა.

 

 

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ინიციატივას განიხილავს. „მიღებული ზომები რუსეთის ინტერესებს არ ავნებს, რასაც პრეზიდენტიც ადასტურებს,“ განაცხადა მან.

 


 

სახელმწიფო მფლობელობაში არსებული ВСМПО-АВИСМА ტიტანის მსოფლიოში უმსხვილესი ექსპორტიორია, ამერიკული Boeing-ი კი მისი ერთ-ერთი მთავარი მომხმარებელი. Boeing-ს რუსულ კომპანიასთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. Citi-ის ანალიტიკოსების შეფასებით, Boeing-ი ტიტანის 35%-ს სწორედ რუსეთიდან იღებს.

 

 

რუსეთის საპასუხო ქმედება მხოლოდ Boeing-ზე არ აისახება: ორბიტაზე ხელოვნური თანამგზავრების გამყვანი Atlas V-ის კოსმოსური ხომალდების ძრავებზე რუსული НПО Энергомаш-ი მუშაობს. Atlas-ის კოსმოსურ ხომალდზე United Launch Alliance მუშაობს, რომელიც რუსულ ძრავებს იყენებს. Atlas-ის რაკეტებს კი NASA, აშშ-ის საჰაერო ძალები და აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო იყენებენ.

 

 

ინიციატივაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთმა აშშ-სთან ბირთვულ ენერგიაზე თანამშრომლობა უნდა შეწყვიტოს. აშშ-ის ურანის უმსხვილეს მიმწოდებლებს კანადა, ყაზახეთი, ავსტრალია და რუსეთი წარმოადგენენ (რუსეთის წილი 14%-ს შეადგენს).

 

 

ეს მორიგი პოლიტიკური დრამაა, რომელიც გლობალურ ინდუსტრიულ ბიზნესზე აისახება,“ აღნიშნულია Citi-ის ანალიტიკოსების შეფასებაში.

 

წყარო : CNNMoney



„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს
access_time2021-03-05 18:15:08
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა. როგორც მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მარტის თვის ბოლოსთვის ქვეყანაში შესაძლოა „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც შემოვიდეს. „წინასწარი ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში, ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება. სიახლეა „ასტრაზენეკასთან“...

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა
access_time2021-03-05 19:00:38
რიყის დოქები ისევ არ გაიყიდა. ხელახალი აუქციონზე მისი ფასი 24 მლნ-მდე ლარით იყო გაიაფებული და აუქციონზე 71,25 მლნ ლარად იყო შეთავაზებული. ქონება პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში იყო აუქციონზე გამოტანილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ უძრავი ქონების გაყიდვას ზუსტად ერთ წელზე მეტია ცდილობს. 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე მისი საწყისი გასაყიდი ფასი 95 მლნ ლარი იყო, თუმცა ვაჭრობა ლოტზე არ...

„სამშენებლო სექტორი ხელისუფლებასთან მეტ კომუნიკაციას და პრობლემების დროულ მოგვარებას საჭიროებს“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

„სამშენებლო სექტორი ხელისუფლებასთან მეტ კომუნიკაციას და პრობლემების დროულ მოგვარებას საჭიროებს“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
access_time2021-03-05 15:00:36
მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის ფორმატით საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სამშენებლო და დეველოპერულ ინდუსტრიაში არსებული გამოწვევები და პრობლემები განიხილეს, რომელთა უმეტესობა წლების მანძილზე დაგროვდა და სახელმწიფოს დროულ რეაგირებას საჭიროებს. როგორც ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, სამშენებლო სექტორს სახელმწიფო სტრუქტურებში არ ჰყავს ერთი პირდაპირი კურატორი, რომელიც მოისმენს მათ წინაშე არსებულ...

„დავიწყეთ დარბაზის მომზადება გახსნისთვის, პირბადე სავალდებულოა, მაგრამ არა ინტენსიური ვარჯიშის დროს“ - World Class

„დავიწყეთ დარბაზის მომზადება გახსნისთვის, პირბადე სავალდებულოა, მაგრამ არა ინტენსიური ვარჯიშის დროს“ -  World Class
access_time2021-03-05 17:30:20
თითქმის 1 წლიანი პაუზის შემდეგ, 15 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით, ფიტნეს დარბაზები გაიხსნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე თებერვლის ბოლო კვირაში მიიღეს. World Class-მა გახნის დღისთვის მზადება უკვე დაიწყო. პრემიუმ კლასის ფიტნეს ცენტრის შემადგენლობაში საუნაც შედის, სადაც მხოლოდ ერთ ადამიანს ექნება შესვლის საშუალება. ხოლო პირბადის ტარება სავალდებულო წინა გახსნის დროსაც იყო, თუმცა მხოლოდ გარკვეულ ზონებში. „დავიწყეთ...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-03-05 21:30:02
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„რეგულაცია ხარჯების გაზრდას და საეჭვო გარიგებების შემცირებას გამოიწვევს“ - ლომბარდებს შსს-ისთვის ინფორმაციის მიწოდება დაევალათ ლომბარდებს, ანუ „სესხის გამცემ სუბიექტებს“ აქვთ ვალდებულება 1-ელი აპრილისთვის უკვე...


მსგავსი სიახლეები

up