„მორიგი ლოქდაუნი ქვეყისთვის სიკვდილის ტოლფასი იქნება“ - თამაზ დაუშვილი

„მორიგი ლოქდაუნი ქვეყისთვის სიკვდილის ტოლფასი იქნება“ - თამაზ დაუშვილი

access_time2020-10-23 16:42:49

ბიზნესმენი, კომპანია „დიო“-ს მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმებიდან გამომდინარე ბიზნესის რეაქციაზე და მოლოდინზე საუბრობს. მისი განცხადებით, ფაქტია, რომ კორონავირუსის გავრცელება ხდება და ბიზნესს მასთან ერთად უწევს ცხოვრება. როგორც დაუშვილი აღნიშნავს, ახლა ბიზნესი მთავრობისგან ელოდება ახალ პოლიტიკას და მიდგომას.

„სადღაც მაინც ყველა ვიყავით იმის მოლოდინში, რომ შესაძლებელი იყო სიტუაციის გაუარესება, თუმცა, ეს თუ ასე მოკლე ვადაში მოხდებოდა, არავის ეგონა. ჰოსპიტალურ სექტორში რა ხდება ამაში ჩახედული არ ვარ, მაგრამ ახლა ქვეყანა და ადამიანები გაცილებით უფრო მომზადებულები არიან. ბიზნეს კომპანიები გადაეწყვნენ და მოერგნენ სიტუაციას.

ველოდებით იმას, თუ რა ახალ პოლიტიკას წარმართავს ხელისუფლება ამ მოცემულობიდან გამომდინარე. რა შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს ან არ დაწესდეს. როგორი პრინციპით ვიცხოვრებთ. ასევე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ბოლო დღეებში მომხმარებლის აქტივობა შემცირებულია. ბუნებივია, ეს ბევრ კითხვას აჩენს- იმას, თუ რა იქნება მომავალ თვეებში, როგორ წარიმართება პროცესები. დღეს ბიზნესი შეშფოთებულია და გაურკვევლობაშია“-აცხადებს თამაზ დაუშვილი.


მისი შეფასებით, მორიგი ლოქდაუნი ქვეყისთვის სიკვდილის ტოლფასი იქნება. „ვფიქრობ, უნდა აიკრძალოს ყველა ტიპის შეკრება და პირბადეების ტარება მკაცრად კონტროლდებოდეს ნებისმიერ სივრცეში. სახლემწიფომ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მიმართოს საკმარისი რაოდენობის საავადმყოფოების მომზადებისკენ, რომ ყველას, ვისაც ეს ძალიან დასჭირდება დროულად ვუმკურნალოთ, ეს უნდა იყოს სტრატეგია. ასევე როგორც ყველა ადამიანის ისე კომპანიის ვალდებულება უნდა იყოს ის, რომ ერთმანეთის ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ“-აცხადებს თამაზ დაუშვილი.

business-partner.ge


თეგები:
„ლოქდაუნი“



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up