მორიგი კენჭისყრა ლონდონში - ბრექსიტი გადაიდო

მორიგი კენჭისყრა ლონდონში - ბრექსიტი გადაიდო

access_time2019-03-15 19:30:52


ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება 2 საკითხთან დაკავშირებით - ქვეყნის გასვლა ევროკავშირიდან გადაიდო, თუმცა თავად ეს მიზანი ეჭვქვეშ არ დგება და ახალი რეფერენდუმი არ დაინიშნება.


გადავადების გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი 412 დეპუტატმა, წინაამღდეგი იყო - 202.


შესაბამისად, ევროკავშირიდან გასვლის დედლაინი გადაიწია 2019 წლის 29 მარტიდან 20 ივნისამდე.


ასევე ჩატარდა მეორე კენჭისყრა - 344 ხმით 85 წინაამღდეგ ბრიტანელმა პარლამენტარებმა უარყვეს ახალი რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობა, რომელიც განიხილებოდა, როგორც ბრექსიტზე უარის თქმით საშუალება.


თუმცა, გადაწყვეტილება გადავადებასთან დაკავშირებით არაა იმის გარანტია, რომ გადავადება ნამდვილად მოხდება. ამ ეტაპზე ეს არის მხოლოდ ლონდონის პოზიცია, საბოლოოდ კი საჭიროა ევროკავშირის თანხმობა, რაზეც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს მოუწევს მოლაპარაკებების წარმოება ბრიუსელთან.



ევროკავშირში ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა პოზიციებია, თუმცა, ზოგადად, ევროკომისიის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ გადავადება შესაძლებელია, ოღონდ მცირე ხნით - საბოლოო ჯამში ლონდონს მოუწევს ან ევროკავშირიდან სწრაფი და რისკიანი გასვლა, ან კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება გაერთიანებაში დარჩენის თაობაზე.


ბრიუსელში დიდად არ მოსწონთ ეს დაუმთავრებელი გაურკვევლობა, რომლის მიზეზი ისაა, რომ ბრიტანეთმა ჯერაც ვერ გადაწყვიტა, როგორც გავიდეს ევროკავშირიდან.


ლონდონი მოექცა ჩიხში იმის გამო, რომ ბრიტანელებმა ვერ შეათანხმეს ბრექსიტის ყველასთვის მისაღები გეგმა და ამავე დროს, მათ არ შეუძლიათ ევროკავშირში დარჩენა.


იმის მიზეზი, რომ ქვეყანა ვერ იტყვის უარს ევროკავშირის დატოვებაზე, არაა რეფერენდუმის გადაწყვეტილების შესრულება, როგორც ამას მოითხოვს კანონი - მეტიც, დღეს ბევრი პოლიტიკოსი თუ ბიზნესმენი ღიად მოუწოდებს ხელისუფლებას რეფერენდუმის შედეგების საბოტაჟისკენ და მოითხოვს ახალი პლებისციტის ჩატარებას.


რეალური მიზეზი კი ისაა, რომ ლონდონს არ სურს ევროკავშირის ბიუჯეტში ფულის გადახდა და საიმიგრაციო შეთანხმების შესრულება, რომელიც მოითხოვს ბრიტანეთისგან გარკვეული რაოდენობის ლტოლვილების მიღებას.


პარლამენტის მხრიდან შეთანხმების მიღწევის უუნარობა ზრდის იმის ალბათობას, რომ ბრიტანეთი გავა ევროკავშირიდან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, რაც გამოიწვევს გაერთიანების ფარგლებში არსებული ეკონომიკური შეღავათების გაუქმებას და დიდ პრობლემებს ქვეყნის ეკონომიკაში.


ბრიუსელში აცხადებენ, რომ არ სურთ მოვლენების ასეთი რადიკალური განვითარება, თუმცა ევროკავშირი ვერ წავა იმაზე მეტ დათმობებზე, ვიდრე გათვალისწინებულია არსებულ ვარიანტში - ეს არის მაქსიმუმი და ბრიტანელ დეპუტატებს მოუწევთ არჩევანის გაკეთება.


ევროკავშირის წარმომადგენელმა ბრიტანეთთან მოლაპარაკებებში მიშელ ბარნიემ განაცხადა, რომ ბრიტანეთის გასვლა გაერთიანებიდან შეთანხმების გარეშე, შესაძლებელია, მოხდეს თავისთავად, განზრახვის გარეშე.


Rbc



თეგები:
ბრექსიტი



რომან კაკულია: სახელფასო პოლიტიკა მთლიანად ქვეყანაში უნდა იყოს სამართლიანი

რომან კაკულია: სახელფასო პოლიტიკა მთლიანად ქვეყანაში  უნდა იყოს სამართლიანი
access_time2019-03-25 18:30:48
“სახელფასო პოლიტიკა, მთლიანად ქვეყანაში  უნდა იყოს სამართლიანი და ასე ამოგლეჯილად, სხვადასხვა სფეროს ხელფასების განხილვა, არ არის სწორი. თუ მაღალ პასუხისმგებლობას, რაღაც საფრთხეებს ცდუნებასთან მიმართებაში  კრიტერიუმად ავიღებთ, მაშინ არც პარლამენტარის წინაშე არსებული ცდუნებებია დაბალი და ამ გაგებით მაშინ დეპუტატების ხელფასიც უნდა გაიზარდოს. ეს თეორიული განცხადებაა და არამც და არამაც არ ვგულისხმობ დეპუტატებისთვის ხელფასის გაზრდას,“ - ასე განმარტა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური...

კრიპტოსამყაროს მთავარი საიდუმლო: ვინ შექმნა ბიტკოინი?

კრიპტოსამყაროს მთავარი საიდუმლო: ვინ შექმნა ბიტკოინი?
access_time2019-03-25 20:00:34
ბიტკოინი შემქნელის ირგვლივ არსებობს ძალიან ბევრი თეორია, თუმცა მათ ყველას აკლია მთავარი - მყარი მტკიცებულებები. თუმცა, შესაძლებელია ამ საიდუმლოს ფარდა სულ მალე აიხადოს. პირველი კრიპტოვალუტა 10 წლის წინ გაჩნდა, დღეს კი ვირტუალური ფულის ბაზარი მილიარდებს ითვლის, სხვადასხვა კრიპტოვალუტების რაოდენობამ გადააჭარბა 2100-ს, ხოლო განვითარებული ქვეყნების მთავრობები სერიოზულად დაფიქრდნენ ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე. თუმცა, დღემდე უცნობია, ვინ დგას...

ლევან კობერიძე: „ავტომობილის მფლობელთათვის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა ამ ეტაპზე საქართველოში არამიზანშეწონილია“

ლევან კობერიძე: „ავტომობილის მფლობელთათვის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა ამ ეტაპზე საქართველოში არამიზანშეწონილია“
access_time2019-03-25 17:00:51
სავალდებულო ავტოდაზღვევას სკეპტიკოსები ხელისუფლებაშიც გამოუჩნდნენ. იმ ფონზე, როცა სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლები და დეპუტატები სავალდებულო ავტოდაზღვევის აუცილებლობაზე მსჯელობენ,  პარლამენტის წევრების ნაწილი ფიქრობს, რომ ასეთი ვალდებულება მოსახლეობის სოციალურ ტვირთს დაამძიმებს და შეიძლება უკმაყოფილების მიზეზიც გახდეს. „ქართული ოცნების“  წევრმა ლევან კობერიძემ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ სავალდებულო დაზღვევა...

ანა დოლიძე: „ხელისუფლების უნიათობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია “ცენტრ-პოინტის“ საქმე, დიახ, იგი არის „ქართული ოცნების“ დიაგნოზი“

ანა დოლიძე: „ხელისუფლების უნიათობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია “ცენტრ-პოინტის“ საქმე, დიახ, იგი არის „ქართული ოცნების“ დიაგნოზი“
access_time2019-03-25 19:00:56
„ხელისუფლების უნიათობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია  “ცენტრ-პოინტის“ საქმე, დიახ, იგი არის „ქართული ოცნების“ დიაგნოზი,“ - ასე აფასებს  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე „ქართული ოცნების“  კიდევ ერთ  შეუსრულებელ დაპირებას.  როგორც ცნობილის, „ცენტ-პოინტის“ მენაშენე, თითქმის 5 ათასი ოჯახი  (დაახლოებით 10 ათასი ადამიანი) კვლავ პრობლემის მოგვარებას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. ამ...

„მთაწმიდაზე, MKdevelopment-ის ე.წ. კანონიერი მშენებლობა არის უპასუხისმგებლო და ქალაქის ინტერესების საწინააღმდეგო,“ - რას პასუხობს სამშენებლო კომპანია „კომერსანტს“

„მთაწმიდაზე,  MKdevelopment-ის ე.წ. კანონიერი მშენებლობა არის უპასუხისმგებლო და ქალაქის ინტერესების საწინააღმდეგო,“ - რას პასუხობს სამშენებლო კომპანია „კომერსანტს“
access_time2019-03-25 13:30:14
მთაწმიდაზე, წმინდა მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესია საფრთხეშია - განცხადებას სოციალურ ქსელში არსამთავრობო ორგანიზაცია „ტფილისის ჰამქარი“ ავრცელებს.   ირკვევა, რომ წმინდა მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესიის ქვეშ, მთაწმინდის ძირში, ზალდასტანიშვილის ქუჩის მიმდებარედ  MKdevelopment კორპუსის მშენებლობას იწყებს.  „რამდენიმე დღეა ტვერელის ეკლესიასთან მიმდიდინარეობს სრულიად კანონიერი სამუშაოები! კანონიერი იმიტომ, რომ...


მსგავსი სიახლეები

up