Morgan Stanley - ციფრული ევრო ბანკებს მოხმარებელთა დეპოზიტების 8%-ს წაართმევს

Morgan Stanley - ციფრული ევრო ბანკებს მოხმარებელთა დეპოზიტების 8%-ს წაართმევს

access_time2021-06-17 09:30:00

Morgan Stanley-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ციფრული ევრო ევროზონის ბანკებს მოხმარებელთა დეპოზიტების 8%-ს წაართმევს, თუმცა ამ ზონის ზოგიერთ პატარა ქვეყანაში ეს წილი შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.


„მოელიან, რომ უახლოეს თვეებში ევროპის ცენტრალური ბანკი ციფრულ ევროზე მუშაობას დააჩქარებს. მართალია, ოფიციალურ ჩაშვებას შეიძლება, რამდენიმე წელი დაჭირდეს, მაგრამ ეკონომისტები ციფრული ევროს პოტენციური გავლენის სფეროებს უკვე განიხილავენ. მსოფლიო ბანკების 90% ციფრულ ვალუტის ჩაშვებაზე მუშაობს. მთავარი საკითხია, ხომ არ მოახდენს ციფრული ვალუტა მსხვილი ბანკების ანგარიშებზე განთავსებული ნაღდი ფულის „კანიბალიზაციას,“ - წერს სააგენტო.


Morgan Stanley-ის ანალიტიკოსების დასკვნა დაფუძნებულია ე.წ.დათვის საქმის სცენარზე. ამ სცენარით, ევროპის ცენტრალური ბანკის პოლიტიკოსებმა და ბაზრის ექსპერტებმა თანხის ზედა ზღვარი, 3 000 ევრო (3 637 დოლარი ) დაადგინეს, რაც ევროზონის 15 წელზე მეტი ასაკის ყველა მოქალაქემ „ციფრულ საფულეში“ უნდა გადარიცხოს.


„ეს თეორიულად ევროზონის მთლიან დეპოზიტებს 873 მლრდ ევროთი ანუ 8%-ით შეამცირებს, რაც მოსახლეობის შინადანაზოგითა და არაფინანსური კორპორაციების დეპოზიტებით განისაზღვრება,“ - აცხადებენ Morgan Stanley-ის ანალიტიკოსები.



ისინი ვარაუდობენ, ევროზონის ბანკების დეპოზიტთან სესხის მიმართების საშუალო კოეპიციენტი (loan-to-deposit ratio-LDR) 97% -დან 105% -მდე გაიზრდება, თუმცა მთლიანობაში ბანკები ამას „ნაკლებად შეამჩნევენ,“ რადგან LDR ისედაც 105%-ს შეადგენდა 2019 წლის ბოლომდე, ვიდრე კორონავირუსმა დანაზოგები არ გაზარდა.


Morgan Stanley-ის შეფასებით, პატარა ქვეყნებში, მაგალითად, ლიტუევაში, ლატვიაში, ესტონეთში, სლოვაკეთში, სლოვენიასა და საბერძნეთში ბანკებმა შესაძლოა, საშუალოზე მეტი ზარალი მიიღონ.


„ამ ქვეყნებში 3000 ევროს შენატანებზე კონვერტაცია მთლიანი დეპოზიტების 17%-30%-ის კონვერტაციისა და მოსახლეობის შინადანაზოგის 22%-51%-ის კონვერტაციის ექვივალენტური იქნებოდა. თუმცა ასეთ მსხვილ შენატანებზე გადასვლა ნაკლებად სავარაუდოა. თუკი დავუშვებთ, რომ ადამიანები უარს იტყვიან თავისი დანაზოგების 12%-ზე მეტი თანხის კონვერტირებაზე, რაც ევროზონისთვის 3000 ევროს შეადგენს, მაშინ საერთო საბანკო დეპოზიტებზე გავლენა 10%-ზე მეტი არ იქნება. საშუალოდ, 8% უნდა ვიგულისმოთ,“ - აცხადებენ ექსპერტები.


BPN.GE


თეგები:
Morgan Stanley



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up