მორეცხილი ქუჩები, უხარისხო პირბადეები, Covid აპლიკაცია და რობოტი პეპერი - ვირუსთან ბრძოლაში დახარჯული მილიონები

მორეცხილი ქუჩები, უხარისხო პირბადეები, Covid აპლიკაცია და რობოტი პეპერი - ვირუსთან ბრძოლაში დახარჯული მილიონები

access_time2021-05-06 10:00:40

„ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა, როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც იზრდება, თუმცა სისტემა მზადაა ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც კი და მთავრობა სრულად მართვას პროცესს“, - ამ შინაარსის განცხადებას საქართველოს მოსახლეობა მთავრობის წევრებისგან თითქმის ყოველდღე ისმენს. რეკომენდაციების შემუშავების, შეზღუდვების დაწესებისა და კორონავირუსთან ბრძოლის პარალელურად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას თავის ქება არასდროს ავიწყდება. გაჩერებულ ქალაქებში ათი ათასობით უმუშევრად დარჩენილ ადამიანზე დღეს არაფერს მოგიყვებით, „კომერსანტი“ გაგახსენებთ მმართველი გუნდის მიერ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღებულ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებზეც საბიუჯეტო სახსრები დაიხარჯა, ხოლო მათგან სარგებელი მინიმალური იყო.

 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან ძალიან მალე, ქვეყანაში პირბადეების დეფიციტი შეიქმნა. თუმცა, ძალიან მალე, ადგილობრივი წარმოების პროგრამაში 10-მდე სამკერვალო საწარმო ჩაერთო და დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, საქართველოში მარლისგან წარმოებული სამედიცინო პირბადეები წამყვან სააფთიაქო ქსელებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდა. მათი შეძენა აფთიაქებში 50 თეთრად იყო შესაძლებელი და ერთჯერადად მხოლოდ 3 ცალის ყიდვა იყო ნებადართული. მაგრამ მანამდე 400 000 პირბადე, სახელმწიფომ 570 000 ლარად შეისყიდა. ერთ ცალ პირბადეში ჯანდაცვის სამინისტრომ „შპს ქართულ ტექსტილს“ 1,15 თეთრი გადაუხადა.

 



კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, თბილისის მერიამ დედაქალაქის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვა დაიწყო. დეზინფექცია თბილისის თითქმის ყველა ცენტრალურ ქუჩაზე ჩატარდა, ღონისძიებას მერია საგანგებო სიტუაციების სამსახურთან და „თბილსერვისის ჯგუფის“ თანამშრომლებთან ერთად ახორციელებდა. დედაქალაქის მერს მიაჩნდა, რომ კორონავისუსთან ბრძოლაში ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვა პრევენციული ღონისძიება იყო. დამატებით რა თანხა დაიხარჯა ქუჩების მორეცხვაზე უცნობია.

 




გასული წლის 16 აპრილს ჯანდაცვის სამინისტრომ Stop Covid აპლიკაცია წარადგინა. აპლიკაცია შესაძლებლობას აძლევდა მომხმარებლებს გაეგო, იმყოფებოდა თუ არა კონტაქტში COVID 19-ით ინფიცირებულ პირთან.  ამისთვის ინფიცირებულს  მხოლოდ თავისი მონაცემები უნდა შეეყვანა. 2021 წლის 20 იანვარს აპლიკაციის დეაქტივაცია განხორციელდა, STOP COVID-ის საჭიროება სამინისტრომ ვეღარ დაინახა. აპლიკაცია, რომლის საფასურმაც 412 116 ლარი შეადგინა, შექმნიდან 10 თვეში გაუქმდა ისე, რომ რეალური სარგებელი არ მოუტანია.

 



ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, გასული წლის ზაფხულში სამინისტროს ერთი წლის ანგარიშის წარდგენისას, თავისი დამხმარე რობოტი „პეპერი“ წარადგინა, რომელიც ქვეყანას კოვიდ 19-ის მართვაში და დამარცხებაში უნდა დახმარებოდა. რობოტი დიდი ხნის განმავლობაში არ გამოჩენილა, ნოემბერში კი მინისტრი აცხადებდა, რომ „მის დამხმარედ“ წარდგენილი რობოტი ტელემედიცინის სიმბოლო იყო და მას კლინიკებში ვერ ვნახავდით. ამ განცხადებიდან ერთ თვეში „SoftBank Robotics“-ის მიერ ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე შექმნილი მაღალტექნოლოგიური პეპერი City Mall-ში ვნახეთ, რობოტი მომხმარებელს სიცხეს უზომავდა და თავის დასაცავ, ზოგად რეკომენდაციებს აძლევდა. რა თანხა გადაიხადა მაღალტექნოლოგიური რობოტში უცნობია, თუმცა თუ უცხოურ მედიაზე დავეყრდნობით „SoftBank Robotics“ 7 000 მეტი რობოტი გაყიდა, პეპერის ღირებულება 1 700 დოლარია, თუმცა დამატებით 36 თვის განმავლობაში მფლობელმა რობოტის მომსახურებაში 134 დოლარი უნდა გადაეხადა, დაზღვევაში კი 36 დოლარი.

 



აგვისტოში საქართველოს მთავრობამ ახალი პროგრამა „იმუშავე საქართველოდან“ დაიწყო. საქართველო სხვა ქვეყნის მაღალშემოსავლიანი მოქალაქეებს ქვეყანაში ჩამოსვლისა და საკუთარი ხარჯებით კარანტინის გავლის შემდეგ, საქართველოდან მინიმუმ 180 დღის განმავლობაში ყოველგვარი ვიზის გარეშე მუშაობას სთავაზობდა. ეროვნული ადმინისტრაციის გათვლით ტურისტებს პოტენციურად, საქართველოში 24 მილიონამდე აშშ დოლარი უნდა დაეხარჯათ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით 2020 წლის 27 აგვისტოდან 2021 წლის 14 მარტის ჩათვლით პროექტში „იმუშავე საქართველოდან“ 2650 უცხო ქვეყნის მოქალაქე დარეგისტრირდა. მიღებული აპლიკაციებიდან დადასტურებულია 1800-მდე, ხოლო საქართველოს 1004 უცხო ქვეყნის მოქალაქე ეწვია. პროექტის შესახებ არა ერთი საერთაშორისო გამოცემა წერდა, რა თანხა დახარჯა ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პროგრამის მარკეტინგულ კამპანიაში უცნობია.

 



1 წლის შემდეგ, ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რამდენად ეფექტურად მართვას ქართული ოცნება პანდემიას და რამდენად დაცულია საქართველოში ადამიანის ჯანმრთელობის ან სოციალური კეთილდღეობის საკითხი.

 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up