სემეკი - კერძო კომპანიას თანამედროვე სტანდატების დანერგვას ვერ ვაიძულებთ

სემეკი - კერძო კომპანიას თანამედროვე სტანდატების დანერგვას ვერ ვაიძულებთ

access_time2019-01-18 10:00:19


“ყაზტრანსგაზ თბილისის“ ინფორმაციით, 2018 წელს თბილისში ბუნებრივი აირით მოწამვლის - 98 და გარდაცვალების 27 ფაქტი დაფიქსირდა. 2017 წელს მოწამვლის - 62 და გარდაცვალების 30 ფაქტია აღრიცხული. 2016 წელს კი გაზით მოიწამლა 125 ადამიანი, ხოლო 29 გარდაიცვალა. ფაქტობრივად, ბუნებრივი აირის გაჟონვით წელიწადში 30-მდე ადამიანი კვდება. სახელმწიფოს როლი კი მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის აღძვრით შემოიფარგლება, თან ისე, რომ გამოძიება თითქმის არც ერთ ფაქტზე ბოლომდე არ სრულდება და შესაბამისად დამნაშავეც არ ვლინდება.


“კომერსანტი“ დაინტერესდა, სემეკი, როგორც მარეგულირებელი ორგანო, ახდენს თუ არა ბუნებრივი აირის გამანაწილებელი კომპანიების საქმიანობას ზედამხედველობას და ავალდებულებს თუ არა  მათ უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას. 


როგორც ირკვევა მთავარ მარეგულირებელ ორგანოს — „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიას“  (სემეკს) აღნიშნულის ვალდებულება არ გააჩნია. 


სემეკში „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ კომისიას არ გააჩნია შესაბამისი ვალდებულება კერძო კომპანიას ტექნიკური რეგლამენტის ნაწილში თანამედროვე სტანდარტების დანერგვა აიძულოს. შესაბამისად ამ მიმართულებით არც მონიტორინგი  ხორციელდება.


„ჩვენს კომპეტენციაში არ შედის ტექნიკური რეგლამენტის ნაწილი და შესაბამისად, კერძო კომპანიას თანამედროვე სტანდარტების დანერგვას ვერ ვაიძულებთ. კომპანიის შესაბამისი რეგლამენტი ან მონიტორინგი რომ მოვახდინოთ, კანონმდებლობით ამის ვალდებულება არ გაგვაჩნია. ანუ ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია,“- აცხადებენ სემეკში.



მიუხედავად არსებული კანონმდებლობისა, დარგის სპეციალისტები მიზანშეწონილად მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში არსებობდეს სტრუქტურა, რომელიც კომპანიებს უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას მოსთხოვოს და ეს როლი, სავსებით შესაძლებელია, სემეკმა იკისროს.


„დიახ, ქვეყანაში ვინმეს აუცილებლად უნდა დაეკისროს მაკონტროლებელის ვალდებულება, ეს ფაქტია და გარდაუვალია.  სავსებით შესაძლებელი და ლოგიკურია ეს იყოს სემეკიც, ან შეიქმნას რაიმე ცალკე უსაფრთხოების ინსპექცია; დაახლოებით ისეთი ადრე რომ არსებობდა - ენერგოზედამხედველობის ინსტიტუტები. თუმცა ეს უკანასკნელი იმდენად კორუფციის ბუდე იყო, რომ  არ იქნება სწორი ძველ დროში დაბრუნება.  კარგად არის მოსაფიქრებელი მოდელი, რათა მაკონტროლებელი ორგანო კორუფციის შესაძლო წყაროდ არ გადაიქცეს“,- განმარტავს  ი.ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მურმან მარგველაშვილი.  


გარდა კანონმდებლობისა „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბა) ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი ყურადღებას სახელმწიფოს როლსა და პასუხისმგებლობაზეც ამახვილებს. მისი თქმით, აქამდე საზოგადოებრივი ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით გარკვეული კამპანია ტარდებოდა, თუმცა როგორც ჩანს იგი ან დასახვეწია ან შესაცვლელი. ფაქტია, შედეგი არ აქვს და ამ უმოქმედო კამპანიას ადამიანები ეწირებიან. ასევე მნიშვნელოვანია ყველა შემთხვევაზე პასუხისმგებელი პირი დაისაჯოს.


„პირველი - არაოფიციალური ინფორმაციით, გუშინ მაცხოვრებლებმა გამოიძახეს შესაბამისი სამსახური, რომელმაც ვერ გამოავლინა პრობლემა. ამას მივყავართ ისევ კონტროლის მექანიზმის არაეფექტიანობასთან. აუცილებელია შესაბამის პირები დაისაჯონ. „ყაზტრანსგაზ თბილისი“ გახლავთ კერძო კომპანია და მესმის, რომ ბიზნესი ზოგადად ცდილობს რაც შეიძლება ნაკლები დახარჯოს და მეტი მოგება მიიღოს, მარგამ დაუშვებელია ეს უსაფრთხოების ხარჯზე გააკეთოს. შესაბამისად მისი კონტროლიც აუცილებელია და მონიტორინგიც. მეორე საკითხია  იმ კამპანიის უვარგისობა, რაც აქამდე ტარდებოდა. რადგან პრობლემა ისევ მოუგვარებელია, ესე იგი არასწორად მუშაობს ეს ყველაფერი. და ბოლოს, მოდით ვაღიაროთ, რომ ეს სახელმწიფოსა და შესაბამისი სამსახურების მიერ გატარებული კამპანია არ ყოფილა ისეთი მასშტაბური, როგორც ამბობენ“,- განმარტავს პაატა ბაირახტარი.


შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანია. დაშავებულები გადაყვანილი არიან საავადმყოფოებში და უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება.



სალომე ლემონჯავა




ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს
access_time2021-07-31 13:04:25
ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.   კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების - „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით.   კერძოდ,...

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს
access_time2021-07-31 16:00:06
ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2021 წლის პირველ 6 თვეში 1,17 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ვაქცინების გაყიდვები მეორე კვარტალში მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა და 894 მილიონი დოლარი შეადგინა.   როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კომპანიამ და მისმა პარტნიორებმა მიმდინარე წლის 6 თვეში 700 მილიონი დოზა ვაქცინის რეალიზება მოახდინეს მსოფლიოს 170 ქვეყანაში, მათ შორის 80 მილიონი დოზა...

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა
access_time2021-07-31 14:00:49
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე 4400 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5-ით მეტია.   საერთო ჯამში, ნებართვა გაიცა 2955,0 ათასი კვ.მ ფართზე. ეს მაჩვენებელი წინა წელს 14,7%-ით უსწრებს.   აღსანიშნავია, რომ ნებართვების 71,8% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3%- ქ. თბილისზე, 9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6% - იმერეთის...


მსგავსი სიახლეები

up